ათენში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს

ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად, ათენში დანაშაულებრივი ჯგუფის 17 წევრია დაკავებული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 


მისი თქმით, ქართველი სამართალდამცველები კვლავ აქტიურად განაგრძობენ ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობას, რის შედეგადაც საბერძნეთში კიდევ ერთი წარმატებული სპეცოპერაცია ჩატარდა.



„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის პოლიციის მიერ მიმდინარე წლის 21 მაისს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 17 მოქალაქეა დაკავებული. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს აქტიური კავშირი ჰქონდათ მიმდინარე წლის აპრილში საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ე.წ. კანონიერ ქურდთან - ნოდარ შუკაკიძესთან (მეტსახელად „ნოდარ გლდანსკისთან“).


გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საბერძნეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 100-მდე სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. მათ ბრალად ედებათ ძარცვა, ყაჩაღობა, ბინების მრავალგზის ქურდობა, ასევე, დიდი ოდენობით ნაქურდალი ნივთების შენახვა-რეალიზაცია და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.



სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.



17-ვე დაკავებულს ბრალი ედება საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 374-ე და 98-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებში, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, კვლავ აქტიურად გააგრძელებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტერპოლთან და ევროპოლთან თანამშრომლობას, ოპერაციების მომზადების, განხორციელების და ოპერატიული ინფორმაციების მიწოდების მიმართულებით“, - განაცხადა ჭელიძემ. 





მსგავსი სიახლეები
ქუთაისი–ზესტაფონის გზაზე ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა
„დანით პოლიციელის შეშიება მინდოდა და არა მოკვლა“
გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან მწყემსი გაიტაცეს
ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილმა რუსა ამირეჯიბმა 130-ე სკოლას სასამართლო პროცესი მოუგო
უამინდობის გამო, გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატს ბრალი წარედგინა
არსებული ინფორმაციით, გლდანში მოკლულ ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული
გლდანში, ერთ-ერთ კორპუსთან, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ზურა ჯაფარიძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს
"მოგმართავთ თხოვნით, მიიღოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით"
ქობულეთში სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მოკლეს
,,ეთიკის ქარტიამ ელისო კილაძის მიერ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპის დარღვევა დაადასტურა" - დიმიტრი ქუმსიშვილი
გაზეთ "ქრონიკა +"-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია
ყაზბეგში კვადროციკლით სეირნობისას მამა-შვილი ხევში გადავარდა
მარნეულის მერს თეიმურაზ აბაზოვს აღკეთის ღონისძების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა
ქალმა, რომელიც ბათუმში, 4 წლის ბავშვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ცხედარი პოლიციის განყოფილებასთან თავად მიიტანა და სამართალდამცველებს ჩაბარდა
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
სკანდალურ ვიდეოზე და მარნეულის მერის დაკავებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, მარნეულის მერი დააკავეს