ვინ არის უცხოელი ქალი, ვინც ე.წ. "ბარიგების" საქმის ერთ-ერთი მოწმეა?!

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 6 საათზე მეტხანს განიხილავდა 12 მაისს ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირების საქმეს და 8 ბრალდებულს: გიორგი მამუკელაშვილს, ლაშა მამულაიშვილს, ვიქტორ ჟამუტაშვილს, თორნიკე ჩუტკერაშვილს, ჯემალ ელიავას, მიხეილ მიქაძეს, ბორის დარახველიძეს და ქეთი მურუსიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არც ერთი დანაშაულს არ აღიარებს. "კვირის პალიტრა" აქვეყნებს ვრცელ სტატიას მომხდარზე, რომელშიც საქმის მთავრი მოწმის მიერ მიცემული ჩვენებები ექსკლუზიურადაა გასაჯაროებული. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან: 

 


თითოეულ დაკავებულს წაყენებული ბრალი 7-დან 14-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ყველაზე მძიმეა 23 წლის ბორის დარახველიძის ბრალდება - ის სამ ეპიზოდში ამხილეს, ამიტომ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ბორის დარახველიძის წინააღმდეგ ჩვენება უცხოელმა ქალმა აზიტა ზაკერმა მისცა. მოწმე ამბობს, რომ სამი წელია საქართველოში ჩამოვიდა, ქირით დიდ დიღომში ცხოვრობს და დედასთან ერთად ტურისტულ კომპანიაში მუშაობს. "ბასიანში" დადის, სადაც, მისი თქმით, ბორის დარახველიძე გაიცნო. ის 22 მარტს, ქავთარაძეზე მდებარე "გუდვილთან" შემთხვევით შეხვდა დარახველიძეს და უთხრა, რომ მეორე დღეს აპირებდა "ბასიანში" მისვლას. ბორისმა უთხრა, რომ "ექსტაზის" 5 აბი 700 ლარად ჰქონდა და თუ სურდა, "ბასიანში" მიუტანდა. ზაკერის თქმით, მას არ სურდა დანაშაულის ჩადენა, ამიტომ ეს პოლიციაში განაცხადა. საქმის მასალების მიხედვით, სამართალდამცავებმა აზიტას გადასცეს დარახველიძისთვის გადასაცემი თანხა. გაკეთდა სამი საკონტროლო შესყიდვა, პირველი - 23 მარტს. ზაკერმა ბორისს დაურეკა და ნარკოტიკი სთხოვა, მერე "ბასიანში" შეხვდა, სადაც დარახველიძემ 5 აბი "ექსტაზი" გადასცა. ეს და კიდევ ორი ფაქტი აღბეჭდილია ფირზე. ბრალდებულის ადვოკატი ნინო ლალიაშვილი ირწმუნება, რომ დარახველიძე პროვოკაციის მსხვერპლია...


ცნობილია, რომ გამოძიების მთავარი მოწმე ვინმე სოლომონ მათიკაშვილია. ის ბრალდებულების უმრავლესობას ამხელს. მათიკაშვილი არაერთ საკონტროლო შესყიდვაში გამოიყენეს ძალოვანებმა. ჩვენ ექსკლუზიურად მოვიპოვეთ გამოძიების მთავარი მოწმის, სოლომონ მათიკაშვილის დაკითხვის ოქმები, სადაც ის ამხელს ვიქტორ ჟამუტაშვილს, ლაშა მამულაიშვილს, მიხეილ მიქაძეს და ქეთევან მურუსიძეს.

ფრაგმენტი ჩვენებიდან:

"...26 აპრილს მესენჯერში დამიკავშირდა ქეთი მურუსიძე და მითხრა, რომ მას ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზის" ერთი აბი და შეეძლო ჩემთვის 100 ლარად მოეტანა. შევთანხმდით, რომ შევხვდებოდი კოსტავაზე, "მაკდონალდსის" გვერდით სკვერში. გამომძიებელმა გადმომცა 100 ლარი და წავედი აღჭურვილი. შეთანხმებულ ადგილას დამხვდა ქეთი მურუსიძე, რომელმაც მომცა ერთი აბი, როგორც მითხრა, "ექსტაზი". მივეცი 100 ლარი და როცა ვაპირებდი დაშორებას, მოვიდნენ მისი მეგობრები. მერე დავშორდი და გადავეცი გამომძიებელს".

 

 

კვირის პალიტრა





მსგავსი სიახლეები
„ერთი მხრივ, მოსამართლეების უვადოდ გამწესება არის გამოუსწორებელი შეცდომა; მეორე მხრივ, ეს "გავლენიანი ენჯეოები" ვინმემ ან რამემ უნდა გააკავოს, თორემ სულ დავიღუპებით“
„თუ კიდევ ვიტყვით, რომ ამ მოსამართლეების ადგილი სასამართლო სისტემაშია, შემდეგი ეტაპი უნდა იყოს, ყვავილებით წავიდეთ აეროპორტში და დავხვდეთ მიხეილ სააკაშვილსა და ზურა ადეიშვილს“
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე ჯეკ შეფერდი თბილისში დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დააკავა
„გორში აქციაზე ნაცაქტივისტს ნეხვიანი ვედრო რომ ჩამოამხო თავზე, იმ ბიჭს დაჭერას უპირებენ და 5-დან 10 წლამდე ემუქრება ციხე“
გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას დედინაცვალი შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა
ბათუმში, საგუშაგოზე სამხედრო მოსამსახურემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან უნებლიე გასროლით სამხედრო მოსამსახურე დაჭრა
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევისას მამაკაცი გარდაიცვალა
ბორ­ჯომ­თან ახ­ლოს, ტყე­ში, სო­ფელ ყვი­ბის­ში მცხოვ­რე­ბი 21 წლის სულ­ხან ლო­მი­ძის ცხე­და­რი იპოვ­ნეს
„შემაშფოთებელია ის შინაარსი, რაც იკითხება ამ განცხადებაში - ხოტბა დიდება საბჭოს და გაკიცხვა ყველა იმ ადამიანის, ვინც კრიტიკულად აფასებდა ამ პროცესს“
ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში ნავმისადგომთან გარდაცვლილი იპოვეს
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდა
თბილისში, აფრიკის დასახლებაში 12 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს
დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს
"გამოძახებაზე მისულ „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებს როდესაც უთხრეს, რომ ლიფტი მე-9 სართულამდე ვერ ადის, მათ ფეხით ასვლა და შემოწმება დაეზარათ"
საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფის“ დირექტორ გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა დასრულდა - ის მეორედ იმყოფებოდა დღეს პოლიციაში
„გიორგი ჭანტურიას მიმართ ისეთი კითხვები დაისვა, რომ პოლიციის მიზანია, დანაშაული გადატყდეს სამშენებლო კომპანიაზე, არადა, პასუხისმგებლობა „ყაზტრანსგაზს” ჰქონდა აღებული“
იგოეთთან, ავტომაგისტრალზე ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა
"ვიმედოვნებთ, საგამოძიებო ორგანოები მაქსიმალურად სწრაფად შეისწავლიან აფეთქების გამომწვევ მიზეზებს და გამოკვეთენ პასუხისმგებელ პირებს"