"ის ქვეყნები, რომლებიც სამხრეთ ოსეთსa და აფხაზეთს აღიარებენ, საერთაშორისო არენაზე „მავნე“ და „ბოროტი“ აქტორები არიან"

«Radio Voice of America» (აშშ): ამერიკელი ექსპერტების კომენტარები სირიის მიერ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ .

 

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ სირიის მმართველი ბაშარ ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება, რომლებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ამ რეგიონებს ლეგიტიმაციას არ სძენს. 



კურტ ვოლკერი, აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, ამბობს, რომ სირიას ეს ნაბიჯი მისმა რუსეთზე დამოკიდებულებამ განაპირობა: „პირველ რიგში, სირია მთლიანად დამოკიდებულია ირანსა და რუსეთზე. რაც შეეხება რუსეთს, ის ცდილობს მდგომარეობის დაძაბვას სხვადასხვა საკითხებით, იქნება ეს ბრიტანეთში ნერვული აგენტის გამოყენება, სირიაში სამხედრო კამპანია, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო ვითარება თუ საქართველოს შემთხვევაში, აღიარება“, - აცხადებს კურტ ვოლკერი. მისი თქმით, სხვა ქვეყნების მხრიდან ამ ნაბიჯის გამეორება ნაკლებად სავარაუდოა.

 

„ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ [აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი]. როგორც იცით, სხვა ქვეყნებმა, რომლებიც მოსკოვზე არიან დამოკიდებული ან მისგან რაიმეს მიღებას ელიან, ეს ნაბიჯი გადადგეს. ნიკარაგუა ერთ-ერთია, და ასევე, წყნარი ოკეანის კუნძულს ამაში ფული გადაუხადეს. თუმცა სახელმწიფოების უმეტესობა ასე არ მოიქცევა, რადგან ყველა ქვეყანას აქვს რეგიონი ან ქვეყნის ნაწილი, რომელიც შემდეგ გამოყოფას მოინდომებს“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი.



ამერიკელი მიმომხილველებისთვის დამასკოს ეს სვლა მოულოდნელი არ ყოფილა. 



ვაშინგტონში არსებული ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის პროგრამის დირექტორი ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ ბაშარ ასადი ამ დროისთვის სირიის მხოლოდ ნაწილს აკონტროლებს და მის წინააღმდეგ ოპოზიცია დიდია. მისი თქმით, ბაშარ ასადმა, ტირანული მმართველობიდან გამომდინარე, დაკარგა ლეგიტიმაცია საერთაშორისო არენაზე. 



„დამასკოს გადაწყვეტილება, უფრო სწორად პირადად პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადაწვეტილება აღიაროს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი როგორც დამოუკიდებული სახელმწიფოები აჩვენებს იმას, თუ როგორ ახერხებს ერთი მავნე აქტიორი, მეორის წახალისებას. ბაშარ ასადი ამას აკეთებს რადგან მოსკოვმა ის გადაარჩინა. 2015 წლის ზაფხულში მისი მომავალი არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა. ამის შემდეგ, რუსეთი უფრო დიდი ძალით ჩაერია და ბაშარ ასადის ბედი შემოაბრუნა“, - ამბობს ჯონ ჰერბსტი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამწუხაროა, ეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლეგიტიმურობას არ ეხმარება. „ბაშარ ასადი დღეს მხოლოდ სირიის ნაწილს აკონტროლებს და მისი ტირანული მმართველობის წინააღმდეგ ოპოზიცია დიდია. ამიტომ ის არ არის ლეგიტიმური აქტორი. ეს აღიარება, ამ ე.წ. სახელმწიფოებს, მათ სტატუსს არაფერს მატებს. მე არ მგონია, რომ ეს სხვა სახელმწიფოებს, მათ შორის არაბულ სახელმწიფოებს, რაიმე პრეცენდენტს უქმნიდეს“, - თქვა მან. 



მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ შტატების 2017 და 2018 წლების ბიუჯეტის კანონის მიხედვით, ის ქვეყნები, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებს აღიარებენ, ვერ ისარგებლებენ ამერიკის ფინანსური მხარდაჭერით.



კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევარი პოლ სტრონსკი ამბობს, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს მის საერთაშორისო პარტნიორებთან არაღიარების პოლიტიკაზე მუშაობა.



„მე გამიკვირდა, რომ ეს ახლა მოხდა და არა აქამდე. ბაშარ ასადი უკვე დიდი ხანია მოსკოვზეა დამოკიდებული. როდესაც იმ ქვეყნებს უყურებ, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა, ისინი ძირითადად, რუსეთის კლიენტი სახელმწიფოები არიან, ან ქვეყნები, რომლებიც რუსეთზე ძალიან არიან დამოკიდებულნი ფინანსურად თუ დიპლომატიურად“, - თქვა მან.

 

პოლ სტრონსკის თქმით, საქართველო მისი პარტნიორების მეშვეობით უნდა ეცადოს ამ ქვეყნებზე ზეწოლის განხორციელებას.

 

„მე მესმის რომ ქართველებისთვის ეს სასიამოვნო არაა თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ქვეყნები რომლებიც სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს აღიარებენ, საერთაშორისო არენაზე „მავნე“ და „ბოროტი“ აქტორები არიან. ვფიქრობ, საქართველომ შეშფოთება მის მეგობრებთან და მოკავშირეებთან უნდა გაახმოვანოს და მათთან ერთად ეცადოს ქვეყნებზე ზეწოლის მოხდენას“, - ამბობს პოლ სტრონსკი.





მსგავსი სიახლეები
"საქართველომ ევროპისადმი ნდობა რომ არ დაკარგოს, ევროკავშირი თანმიმდევრულად უნდა გმობდეს რუსეთის აგრესიულ მოქმედებას"
"საქართველოში შეჭრის გამო, რუსეთზე სანქციები უნდა დაგვეწესებინა"–მეთიუ ბრაიზა
"თურქეთის წინააღმდეგ აშშ-ს ქმედებები ანკარას აიძულებს ახალი მოკავშირეები ეძებოს"-რეჯეფ თაიფ ერდოღანი
"მე არ ვადანაშაულებდი სააკაშვილს კრიზისის გამო და არც ახლა ვადანაშაულებ"- კონდოლიზა რაისი 2008 წლის აგვისტოს ომზე
რუსეთის სპეცსამსახურების ჯაშუში 10 წლის განმავლობაში მოსკოვში აშშ-ს საელჩოში მუშაობდა
"სად ქართველი და სად მარიხუანა?- რუსებმა მარიხუანას ლეგალიზაციას სტატია მიუძღვნეს
ვინ ებრძვის და ვინ იცავს "ქართულ ოცნებაში" ირაკლი კობახიძეს
"პირადად ვნახე, ჯორჯ ბუშმა სააკაშვილს მკერდზე თითი მიადო და უთხრა, რუსეთი არ გაეღიზიანებინა!"- სტივ ჰედლი
ცხელი ზაფხულის ომი, რომელმაც რუსეთი ცივ ომში დააბრუნა
საქართველოსგან რუსი მფრინავის მკვლელის გადასაცემად ანკარა ეკონომიკურ ბერკეტებს გამოიყენებს
„ზურგში ჩაცემული დანა“- უნგრეთი ნატოსა და ევროკავშირში უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ გამოდის
"საქართველოში შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების დროს დავბრუნდები"-მიხეილ სააკაშვილი
თბილისი-დიდი კულტურითა და სტუმართმოყვარეობით განთქმული ქალაქი
რატომ აღმოჩდნენ მკვდარი სულები „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“?
"არც ფული, არც საბანკო ბარათი, ყველაფერი გაქრა..."- ამერიკელი პროფესორის ჩანაწერები თბილისზე
"საბჭოთა კავშირის დაშლა რომ გავიგე სუფრა გავშალე, ბიჭები დავსხედით და კარგად ვიმხიარულეთ, ალბათ რუსეთსაც იგივე ელის"
30 ივნისს საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი იწყება -ქართული მოლოდინები და რეალობა
"ჩვენ ასეთი აფხაზეთი მოგვწონს-ხმაურიანი ქარხნებისა და ქალაქების გარეშე"- ტურისტის ჩანაწერები
„ქართული ოცნების“ კრიზისი გრძელდება-შეძლებს თუ არა ახალგაზრდა პრემიერი სიტუაციის გამოსწორებას?
"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე, ქულების დაკარგვის რისკის წინაშე დგას