"საქართველო აფასებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში"-გიორგი მარგველაშვილი

ესტონეთში, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ესტონელ კოლეგას კადრიორგის სასახლეში შეხვდა. ესტონეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა მას იმ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც პირადად კერსტი კალიულაიდი საქართველოს მიმართ ავლენს.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას აკავშირებს. პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა დელეგაციებთან ერთად - გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს.

 

საუბარი შეეხო ნატო-ს სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს. ქართულმა მხარემ ამ კონტექსტში ესტონეთის პრეზიდენტისგან რეკომენდაციები და თანადგომის დადასტურება კიდევ ერთხელ მიიღო. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსული ოკუპაციის შედეგები, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და ამ მიმართულებით ესტონეთის მხარდაჭერა.

 

აღინიშნა, რომ პრეზიდენტი კალიულაიდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ყველა საერთაშორისო ფორუმზე მკაფიოდ აფიქსირებს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო აფასებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

 

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ესტონეთის განსაკუთრებულ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

 

საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასაც. საქართველო და ესტონეთი ხაზგასმით აღნიშნავენ ევროატლანტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას და ამ მხრივ, საქართველოს აქტიური მონაწილეობის როლს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში. მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2018 წელი საქართველოსა და ესტონეთისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ესტონეთი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, საქართველო კი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონურ მხარეს 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში წარმომადგენლობითი დელეგაციით მონაწილეობისთვის.

 

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ტალინსა და ტარტუში ესტონელი კოლეგის მიწვევით იმყოფებიან და მონაწილეობას მიიღებენ ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებებში. საზეიმო ღონისძიებებს 7 ქვეყნის პირველი პირი დაესწრება.

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი.





მსგავსი სიახლეები
რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნიკა მელია და მიხეილ სააკაშვილი და რა ძველი წყენა გაუხსენა პარტიის ლიდერმა?
„ერთდროულად სამწუხარო და სამარცხვინო... ირინა ენუქიძის ადვოკატი არჩევნებში “ნაცების” მხარდაჭერით რომ იყრის კენჭს, აბა სხვა რა უნდა თქვა?!“
„სააკაშვილის გეგმები უკრაინაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით 300 დოლარიანი პიარია - იგი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა, ვინაიდან უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებით“
„გახარია დადის და გასათხოვარი ქალიშვილივით უპაჭუნებს თვალს ჟურნალისტებს, მაშინ როცა ერთმანეთზე გადადიან მომსახურების სააგენტოში ადამიანები მართვის მოწმობის ასაღებად“
„ვალდებული ვართ, ანაკლიის პროექტში ვიყოთ ინვესტორის მხარდამჭერები, მაგრამ ვერ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ინტერესებს დააზიანებს“
"ხმამაღლა აღიარეთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი - რატომ გვერიდება ამაზე საუბარი?"
"პატიოსან ქვეყანაში ხალხი ყველას გაგვყრიდა" - ადა მარშანია
„ჩემთვის გაუგებარია, როდესაც სააკაშვილი აკრიტიკებს ხაზარაძეს - ისინი ერთი გუნდი იყვნენ და სინქრონში მოქმედებდნენ ჩვენს წინააღმდეგ“
„თქვენ გააგზავნეთ ნოტა რუსეთთან, რომ გავდიოდით საომარი ზონიდან - ამ ნოტის ასლით ვომობ მე დღეს სტრასბურგში - რატომ მაომებთ ასლით, სად არის დედანი?“
„შეიძლება კობახიძე გადაიყვანონ უზენაეს სასამართლოში პირველ პირად - ხომ არ იკეთებს კობახიძე საყრდენს, რომ მყარად იყოს“
„მე ეს ეჭვი არ მაქვს, რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაცა დახვრიტა -ეს ეჭვი თუ გაქვთ, მაშინ ან დაამტკიცეთ ეს, ან ნუ ატრიალებთ სახელებს და გვარებს ცუდუბრალოდ აქეთ-იქით“
„საუბარი იმაზე, რომ მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის განხოციელება, არის იაფფასიანი სპეკულაცია“
"პატარა კაცუნებზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ" - ეკა ბესელია - ანრი ოხანაშვილზე
„ბოკერიას უთქვამს, გინდათ ერთიანობა? დაემშვიდობეთ მიშასო - ჰოდა, ჩასულა "დელეგაცია" მიშასთან“
„სააკაშვილმა დაბობმა ჩვენი მოსახლეობა, ცხინვალი, რომელიც ნაწილობრივ იყო დაცლილი - ამას ვთვლი როგორც შეცდომას და არა როგორც საქართველოს პასუხისმგებლობას ომში“
„ჩვენ ვიგრძენით ჩვენ თავზე, რომ ჩინჩალაძის სია ვერ გავიდოდა, გავიდოდა და დამთავრდებოდა ყველაფერი, ჩვენ დავმთავრდებოდით“
„რატომ კეტავთ კონკურსს და რატომ დებთ წინაპირობას, რომელიც რეალურად მხოლოდ მოქმედ მოსამართლეებს ან სააკაშვილის დროინდელებს უქმნის შესაძლებლობას, კონკურსში შემოვიდნენ“
"დატოვე ”ოცნება” და მიიღე მეზობელების სითბო" - გოცირიძის გამოსვლა, რომელმაც დეპუტატები გაამხიარულა [ვიდეო]
"როდესაც ადამიანი მიდის გუნდიდან, ის აღარ უნდა ჩაებღაუჭოს თანამდებობას"- მამუკა მდინარაძე - ზვიად კვაჭანტირაძეზე
"საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა" - მამუკა ბახტაძე