"არც ფული, არც საბანკო ბარათი, ყველაფერი გაქრა..."- ამერიკელი პროფესორის ჩანაწერები თბილისზე

შშ-ის პენსილვანიის შტატის გაზეთში - «Republican Herald» გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია თბილისის ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციების კურსის წასაკითხად მოწვეული სპეციალისტის შთაბეჭდილებები.

 


„პარიზიდან თბილისში ჩასვლა კიევის გავლით გადავწყვიტე. გუგლის მეშვეობით თბილისში ბინაც დავიქირავე. სამწუხაროდ, უკრაინის ავიაკომპანიის პარიზი-კიევის თვითმფრინავში არც საკვები არ ჩამოუტარებიათ, არც ყავა. მხოლოდ ერთი ჭიქა წყალი. რაც შეეხება კიევი-თბილისის რეისს, მგზავრები წინასწარ იყვნენ მომზადებულნი - მათ პაკეტებში გახვეული საჭმელი ამოიღეს (ალბათ, მაკდონალდსიდან) და სულ მალე თვითმფრინავში ამერიკული სწრაფი კვების რესტორნის სუნი დადგა. ჩემს გვერდით მჯდომმა ქალბატონმა და მისმა გოგონამ საჭმელი მიწილადეს და ცოტა მოვცოცხლდი.



ჩვენი თვითმფრინავი თბილისში დღის მეორე ნახევარში დაეშვა. ავიღე ბარგი, ბანკში ფული ავიღე და ქართულ ეროვნულ ვალუტაში გადავცვალე, ქუჩაში გამოვედი, რომ ავტობუსით ქალაქში წავსულიყავი. ერთ-ერთი მამაკაცი მომიახლოვდა და ტაქსით წასვლა შემომთავაზა, იაპონიური მარჯვენასაჭიანი ავტომანქანით. საერთოდ, საქართველოში, ისევე როგორც აშშ-ში, მარჯვენა მხარის მოძრაობაა, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოში ნახმარი ავტომაქანების ბაზარი ჰყვავის - საკმაო რაოდენობის იაფფასიანი ავტომობილების იმპორტი ხდება იაპონიიდან, სადაც, დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ქუჩაში მარცხენა მხარის მოძრაობაა.



ტაქსისტმა მგზავრობისთვის ისეთი ფასი მითხრა, რომელიც, ქალაქამდე მანძილის გაანგირეშებით (12 მილი) პარიზთან შედარებით ბევრად იაფი იყო, ამიტომ დავთანხმდი.



როგორც იქნა, საბჭოთა პერიოდის დროინდელი ფერგადასული მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებთან მივედით. მძღოლს გაკვირვებული მიყურებდა, რადგან ასეთ შენობებში ტურისტები არ ცხოვრობენ. მოკლედ, რამდენიმე წუთში მე უკვე „ჩემს ბინაში“ ვიყავი. მომეწონა, რადგან სარკმელიდან მთიანი პეიზაჟი მოჩანდა, ქალაქის ხმაური კი ჩემგან შორს იყო. რადგანაც ძალიან მშიოდა (მთელი დღე მხოლოდ ერთი ჰოთ-დოგზე ვიყავი), ქუჩაში გავედი და ახლადგამომცხვარი ადგილობრივი პური ვიყიდე, რომელიც და ისეთი ცხელი იყო, ხელში ძლივს მეჭირა. ასევე შევიძინე კიტრი, პომიდორი, ყველი, არომატული ადგილობრივი თაფლი. ბინაში დავბრუნდი, გემრიელად ვივახშმე და ძილისთვის მოვემზადე: ხვალ დილით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობა უნდა დამეწყო მოწვეული ლექტორ-პროფესორის სტატუსით. 



დილით სწრაფად ვისაუზმე, ჩანთაში წიგნები ჩავალაგე, ავიღე ნოუთ-ბუქი და ვეძებ პაკეტს, რომელშიც პასპორტი, საბანკო ბარათი და ნაღდი ფული მედო. მთელი ბარგი და ბინა გადავატრიალე, მაგრამ ვერსად მივაგენი. დრო მიდიოდა, მე კი ლექციაზე მაგვიანდებოდა. მღელვარებისაგან პირი გამიშრა. ბოლოს, ონლაინ-რუკის წყალობით, ავტობუსის გაჩერებაზე გავედი. პარიზიდან რომ მოვდიოდი, ყველა მეუბნებოდა, რომ თბილისში ინგლისურ ენაზე კარგად ლაპარაკობენ და ყველა წარწერა ინგლისურ ენაზეც არისო. ქალაქში უკვე 24 საათი ვიმყოფებოდი და შევმაჩნიე, რომ ეს მთლად ასე არ იყო. ქართულ შრიფტს, რასაკვირველია, ვერ ვკითხულობდი (დამწერლობა მე-5 საუკუნეშია შექმნილი), მაგრამ ციფრები „51“ კარგად გავარჩიე. ავტობუსში სწრაფად ავედი, რომელსაც, ჩემი აზრით, სწორედ უნივერსიტეტთან უნდა მივეყვანე. მივდივართ... გავიარეთ ხიდი მდ.მტკვარზე, გადავჭერით დიდი მოედანი... შევშფოთდი - სად უნდა ჩამოვიდე? ერთ-ერთ ახალგაზრდა ქალს, ალბათ, სტუდენტი იყო, ინგლისურად ვკითხე და მან, საბედნიეროდ, ამიხსნა, რომ ერთი გაჩერების შემდეგო. 



შევედი უნივერსიტეტში, ვიპოვე 212-ე აუდიტორია. სტუდენტებს მივესალმე, ავუხსენი, ვინც ვიყავი, მათ კი სიცილი დაიწყეს: თურმე შეცდომით ტექნიკურ (საინჟინრო) უნივერსიტეტში მოვსულვარ. სამწუხაროდ, სტუდენტებიდან ვერავინ მიმახვედრა გასაგებად ინგლისურ ენაზე, თუ როგორ მივსულიყავი იქ, სადაც მიწვეული ვიყავი. ბოლოს, ერთ- ერთმა თანამშრომელმა ამიხსნა და ფეხით სწრაფად გავუყევი დაღმართ-აღმართებს. როგორც იქნა, ოფლში გაწურულმა მივაღწიე უნივერსიტეტს, მივედი 212-ე აუდიტორიაში, რომელიც დაკეტილი დამხვდა, მაგრამ სტუდენტები მელოდებოდნენ, გააღებინეს და შევედით. მათ მოკლედ მოვუყევი ჩემი ისტორია, რომელიც განსაკუთრებულად სტუდენტმა გოგონებმა გულთან მიიტანეს. როცა ლექცია დავასრულე, ჩემი მიმწვევი თბილისელი პროფესორი უკვე მელოდებოდა. მას ჩემი პრობლემების შესახებ მოვუყევი, თუმცა მხოლოდ მხრები აიჩეჩა და მაგრძნობინა, რომ ეს საკითხი არ ეხებოდა. სამწუხაროდ, იძულებული გავხდი ნირწამხდარი ქუჩაში გავსულიყავი: ჯიბეცარიელი და იდენტიფიცირების დოკუმენტის - პასპორტის გარეშე. მადლობა ღმერთს, რომ ერთ-ერთი სტუდენტი, სახელად ლელა, უკან გამომყვა და შემომთავაზა, ცოტაოდენ ფულს გასესხებო. 



დავბრუნდი ჩემს ბინაში, ისევ ძებნა დავიწყე, მაგრამ ისევ უშედეგოდ: არც ფული, არც საბანკო ბარათი, ყველაფერი გაქრა. მარტო ვარ უცხო ქალაქში... პასპორტის გარეშე. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრება თბილისში, ჯიბეში მხოლოდ 10 დოლარით“.


---------
როგორც გაზეთი იუწყება, ნენსი ჰონიკერის თბილისური თავგადასავალის გაგრძელება ივლისში გამოქვეყნდება.





მსგავსი სიახლეები
„იხმაურებენ და დაწყნარდებიან“-რა ულტიმატუმებიც არ უნდა წამოაყენოს ოპოზიციამ საქართველოში, შედეგი მოსალოდნელი არაა
სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა იოლი არ იქნება - ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირებაა
"ნაცმოძრაობა" რევოლუციისთვის ნიადაგს სინჯავს, "ევროპული საქართველო" და "რესპუბლიკელები" ჭოჭმანობენ
მეორე ტურის ბედს "გამოვარდნილი" კანდიდატების მომხრეები გადაწყვეტენ - ვინ ვის მხარეზეა
არჩევნებამდე 1 კვირით ადრე საპრეზიდენტო კანდიდატთა ახალი გზავნილები ამომრჩეველს
მძაფრი კრიზისი ვენესუელაში: მოსკოვი და პეკინი ლოდინის რეჟიმში არიან, კარაკასში კი, რუსეთის საელჩოსთან ერთად, აფხაზეთის საელჩოც მოქმედებს
"ნატოს წევრობა საქართველოსთვის მაინცდამაინც აუცილებელი არ არის“ - ინტერვიუ თომას დე ვაალთან
"ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა გასცა"- The Washington Post
"საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორც გერმანია" - გერმანული გამოცემა "შპიგელი"
"სალომე ზურაბიშვილი რუსეთში საქართველოდან ბაზების გაყვანასთან ასოცირდება, „ქართული ოცნება“ კი შეიძლება რუსეთის მტერი არ არის, მაგრამ არც მეგობარია"
"სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში სავარაუდოდ ბევრის გაკეთებას შეძლებს"
“ეგზიტპოლებს მხოლოდ “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აწყობენ
"პუტინის მზარეული" - ვინ არის კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი, რომლის "შავ საქმეებზე" მისი ხელქვეითი ალაპარაკდა
წულუკიანი გიგაურის წინააღმდეგ
“არჩევნების შემდეგ ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება” - დავით ჭიჭინაძე
აღმოჩნდება თუ არა საქართველოს ეკლესია რუსულ ბანაკში
აღმოჩნდება თუ არა საქართველოს ეკლესია რუსულ ბანაკში
საქართველო - ევროპა აზიაში - ქართულმა კულტურამ ჯებირი გაარღვია...
"მიმინო, ყველაფრის მიუხედავად რუსეთში ძალიან უყვარხართ და გაფასებენ"
“ივანიშვილი ცაიტნოტშია - უმოქმედობა ძალიან ძვირად დაუჯდება!”- გია ხუხაშვილი