"#იყავიაქტიურისაქართველოში ეგიდით, საინტერესო სპორტული მოვლენები დაიგეგმა - ზურაბ ბოკოლიშვილი

 

 -         ბატონო ზურაბ, ძალიან სასიხარულოა რომ ჩვენს ქალაქს ეტყობა მასობრივი სპორტული მოვლენების საგრძნობი მატება.

 

-     რა თქმა უნდა სასიხარულოა, ჩვენც, ფედერაციამ, მოძრაობა #იყავიაქტიურისაქართველოში ამ კუთხით თავისი როლი ვითამაშეთ. ეს მოსალოდნელიც და პრინციპში გარდაუვალიც იყო. არ შეიძლებოდა, რომ გლობალურ ტრენდებს საქართველოს გვერდით ჩაევლო. ეხლა საჭიროა, რომ მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი სპორტული პროდუქტი შევთავაზოთ, მეტად მოვახდინოთ მათი ინტეგრაცია.

 

-        როგორ აისახება ეს ყველაფერი ბიზნეს სექტორზე? ვიცით, რომ საკმაოდ რთულად ხდებოდა მათი ჩართვა ზოგადად სპორტში.

 

-       ბიზნესს აინტერესებს მასობრიობა, ინტერესი, კარგი მოვლენა, სადაც შეძლებს თავისი პროდუქციის და მომსახურების სწორ ინტეგრაციას. ძალიან დიდი ნაკლებობა იყო და პრინციპში დღესაც არის ესეთი შეთავაზებების. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, როგორც სპორტული პროდუქტების შექმნაზე, ასევე, უწყვეტი კომუნიკაცია გვაქვს ბიზნეს სექტორთან. უკეთ რომ გავიგოთ მათი მოთხოვნები, გარკვეულწილად უნიკალური შეთავაზებები გავუკეთოთ. ეს საკმაოდ რთული პროცესია და ბანერს გაგითავსებ ფორმულირებას ბევრად აღემატება. აუცილებელია საერთაშორისო მაგალითების სწავლა და ზოგადად სწავლა.

 

-         სწავლის კუთხით ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია კონფერენცია Sportsway, რომელსაც სექტემბერში თბილისი უმასპინძლებს.

 

-      რა თქმა უნდა. მინდა სიამაყით აღნიშნო, რომ Sportsway მსოფლიოს ერთ ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროფესიულ კონფერენციად იქცა. წლევანდელი სპიკერატი არის უმაღლესი დონის; ჩინეთის ჯანმრთელობისა და სპორტული ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი , მსოფლიო ეთნოსპორტის ასოციაციის პრეზიდენტი, დუბაის სპორტ კონსულატის ხელმძღვანელები, უდიდესი კომპანიების Shankai Sports, Mediacom, Eventica, Iron Star, Games of Heroes, Blue Rock და სხვების პირველი პირები. უამრავი დელეგატი სხვადასხვა ქვეყნებიდან. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, ტურისტულ პოტენციალს, გვაძლევს საშუალებას რომ ჩვენი პოზიციონირება მრავალფეროვანი გავხადოთ.

 

-         და ბოლოს გეგმები, კონფერენციის გარდა რას გვთავაზობთ?

 

 

-         #იყავიაქტიურისაქართველოში ეგიდით საკმაოდ საინტერესო მოვლენები დაიგეგმა, ჩვენ ვეცადეთ შეგვექმა ისეთი ღონისძიებები, რომლებსაც აქვთ ტურისტული პოტენციალი და განვითარების დიდი პერსპექტივა; 15 სექტემბერს, თელავში #WineLandRun, ღვინის სამშობლოს გარბენი. ძალიან საინტერესო კულტურული და საგამოფენო პროგრამის თანხლებით-გარბენი, ღვინის და პროდუქტების ექსპო, მაგარი კონცერტი! მშვენიერ დროს გავატარებთ. 23 სექტემბერი-საერთაშორისო კორპორატიული თასი 3/3 კალათბურთში, 12-14 ოქტომბერი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ვუმასპინძლებთ საერთაშორისო კორპორატიულ თასს მინი ფეხბურთში, სადაც მონაწილეობას 8 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ. უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მოხდება ამ პროექტების ოფიციალური წარდგენა.


ეს რა თქმა უნდა არ არის ყველაფერი, კიდევ ბევრი სიახლე იქნება. აქვე მინდა მადლობა ვუთხრა პარტნიორობისთვის საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს, პირადად ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, საქართველოს ტურიზმი ადმინისტრაციას, ქ თბილისის მერიას და ჩვენს მრავალრიცხოვან პარტნიორ ორგანიზაციებს. ჩვენ ერთად უნდა ვაქციოთ საქართველო ყველაზე აქტიურ ქვეყნად.

 

 





მსგავსი სიახლეები
„2018 წელი საკმაოდ წარმატებული იყო, მაგრამ ეს პროექტის მხოლოდ დასაწყისია“-ზურაბ ბოქოლიშვილი
საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 22:10 დაამარცხა
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე საუკეთესოდ ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე დასახელდა
ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული მესამედ გახდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 18:9 დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს, თბილისის დროით 16:00 საათზე რუმინეთს დაუპირისპირდება
„ლივერპულის“ და „მილანის“ ლეგენდების მატჩში, რომელიც 23 მარტს გაიმართება, თბილისის მერი კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას
„ვისაც ხელეწიფება, ფედერაციას ჩამოაცილოს გეგა გეგეშიძე, ხოლო თუ მას აქვს უფლებამოსილება, გააგრძელოს თანამდებობაზე ყოფნა, მაშინ მირჩიეთ - დავასრულო კარიერა, თუ წავიდე ქვეყნიდან?“
„დაპირისპირებულ მხარეებს მოვუწოდებთ, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას“
კახა კალაძე ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ დაპირისპირებას „ამაზრზენ ფაქტს“ უწოდებს
ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეები, რომლებიც გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, სასამართლო წესით დაიკითხებიან
ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის ოცეულში მოხვდა
მწვრთნელი ანზორ თენაძე საქართველოს ჩემპიონატის მსვლელობისას გიორგი პაპუნაშვილის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს
„თქვენ 2018 წელს კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება და საქართველო არის ჩემპიონების სამშობლო“
წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დასახელდა
ნონა გაფრინდაშვილმა ქალ ვეტერან მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
ქართველმა „ბორჯღალოსნებმა“ ტონგას ნაკრები ანგარიშით 20:9 დაამარცხეს
ქეთევან გორჯესტანს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საპატიო წევრობის სტატუსი მიანიჭა
თბილისში, ევროპის ძალისმიერ ჩემპიონატში კომპანია QNET-ის წარმომადგენელი მონაწილეობდა