„ზურგში ჩაცემული დანა“- უნგრეთი ნატოსა და ევროკავშირში უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ გამოდის

უკრაინულმა გამოცემამ „ევროპეისკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა კრიტიკული სტატია, რომელიც უნგრეთის წინააღმდეგაა მიმართული: პუბლიკაციის ავტორი, გამოცემის მთავარი რედაქტორი სერგეი სიდორენკო ამხელს მეზობელი ქვეყნის ანტიუკრაინულ პოლიტიკას - თუ როგორ უშლიან ხელს უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინისა და საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.



საინფორმაციო სააგენტო ,,ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:



უნგრეთ-უკრაინის ურთიერთობა ბოლო დროს მაინცდამაინც დიდი მეგობრობითა და ურთიერთპატივისცემით არ გამოირჩევა. საქმე იმაშია, რომ უნგრეთი უკრაინას ბრალს სდებს განათლების ისეთი კანონის მიღებაში, რომელიც ეროვნული უმცირესობების, კერძოდ, დასავლეთ უკრაინაში, კარპატებში მცხოვრები უნგრელების უფლებებს არღვევს. თავის მხრივ, უკრაინა აცხადებს, რომ კანონი დემოკრატიულია და სრულად პასუხობს „ვენეციის კომისიის“ მოთხოვნებს. 



იმის გათვალისწინებით, რომ ნატოს მოახლოებულ სამიტზე დაგეგმილია უკრაინის შესახებ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება (უნგრეთს კი ნატოში ვეტოს უფლება აქვს), აუცილებელი იყო ბუდაპეშტ-კიევის სადაო საკითხის მოგვარება. ამ მიზნით 22 ივნისს უჟგოროდში უკრაინისა და უნგრეთის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც იმსჯელეს პრობლემის მოგვარების გზებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ევროპეისკაია პრავდამ“ ინტერვიუ ჩამოართვა უნგრეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, საგარეო საქმეთა მინისტრს პეტერ სიარტოს. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთი ისეთი კატეგორიული აღარ არის უკრაინული კანონის მიმართ და, შესაბამისად, არ გამორიცხა, რომ ბუდაპეშტი მხარს დაუჭერს ნატოს სამიტზე უკრაინის ახალი სტატუსის აღიარებას.



„ორიოდე დღის წინათ კი ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიარტოსაგან უცნაური წერილი მიიღო. მასში მინისტრს თითქოსდა მთლიანად დაავიწყდა, რაც ინტერვიუში ილაპარაკა კარპატებში, უჟგოროდში გამართული შეხვედრის შესახებ - კომპრომისზე, დიალოგის აუცილებლობაზე და ა.შ. ამის ნაცვლად, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ატყობინებს ალიანსს: უჟგორიდის შეხვერდაზე არავითარი გადაწყვეტილება არ მიღებულა, აქედან გამომდინარე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელიც ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება, განზრახული აქვს დაბლოკოს და ხმა არ მისცეს არცერთ დოკუმენტს, რომლებიც სამიტის წინაშე იქნება წარდგენილი, უკრაინისა და საქართველოს ლიდერებთან შეხვედრის შედეგების გათვალისწინებით“, - ნათქვამია სტატიაში. 



გარდა ამისა, ავტორი იხსენებს ერთ მნიშვნელოვან ფაქტსაც: 26 ივნისს ევროკავშირმა უკრაინას ერთი მილიარდი ევრო გამოუყო მაკროფინანსური დახმარების სახით, რომელსაც უნგრეთმა ხმა არ მისცა. კიდევ კარგი, რომ ევროკავშირში ნატოს პრინციპი არ მოქმედებს და გადაწყვეტილება ხმების უმრავლესობით მაინც მიიღეს.
რისთვის ჭირდება ეს ყველაფერი უნგრეთს? 


ავტორის აზრით, შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თავისი წინააღმდეგობრივი საგარეოპოლიტიკური ნაბიჯებით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყურადღების მიქცევას ცდილობს. და რადგანაც უნგრეთის ლიდერი ხედავს ამერიკის პრეზიდენტის საკმაოდ არაორდინალურ საგარეოპოლიტიკურ მიდგომებს, დონალდ ტრამპის შეხედულებებს, მასთან შეხვედრა და საუბარი სურს...





მსგავსი სიახლეები
"საქართველომ ევროპისადმი ნდობა რომ არ დაკარგოს, ევროკავშირი თანმიმდევრულად უნდა გმობდეს რუსეთის აგრესიულ მოქმედებას"
"საქართველოში შეჭრის გამო, რუსეთზე სანქციები უნდა დაგვეწესებინა"–მეთიუ ბრაიზა
"თურქეთის წინააღმდეგ აშშ-ს ქმედებები ანკარას აიძულებს ახალი მოკავშირეები ეძებოს"-რეჯეფ თაიფ ერდოღანი
"მე არ ვადანაშაულებდი სააკაშვილს კრიზისის გამო და არც ახლა ვადანაშაულებ"- კონდოლიზა რაისი 2008 წლის აგვისტოს ომზე
რუსეთის სპეცსამსახურების ჯაშუში 10 წლის განმავლობაში მოსკოვში აშშ-ს საელჩოში მუშაობდა
"სად ქართველი და სად მარიხუანა?- რუსებმა მარიხუანას ლეგალიზაციას სტატია მიუძღვნეს
ვინ ებრძვის და ვინ იცავს "ქართულ ოცნებაში" ირაკლი კობახიძეს
"პირადად ვნახე, ჯორჯ ბუშმა სააკაშვილს მკერდზე თითი მიადო და უთხრა, რუსეთი არ გაეღიზიანებინა!"- სტივ ჰედლი
ცხელი ზაფხულის ომი, რომელმაც რუსეთი ცივ ომში დააბრუნა
საქართველოსგან რუსი მფრინავის მკვლელის გადასაცემად ანკარა ეკონომიკურ ბერკეტებს გამოიყენებს
„ზურგში ჩაცემული დანა“- უნგრეთი ნატოსა და ევროკავშირში უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ გამოდის
"საქართველოში შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების დროს დავბრუნდები"-მიხეილ სააკაშვილი
თბილისი-დიდი კულტურითა და სტუმართმოყვარეობით განთქმული ქალაქი
რატომ აღმოჩდნენ მკვდარი სულები „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“?
"არც ფული, არც საბანკო ბარათი, ყველაფერი გაქრა..."- ამერიკელი პროფესორის ჩანაწერები თბილისზე
"საბჭოთა კავშირის დაშლა რომ გავიგე სუფრა გავშალე, ბიჭები დავსხედით და კარგად ვიმხიარულეთ, ალბათ რუსეთსაც იგივე ელის"
30 ივნისს საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი იწყება -ქართული მოლოდინები და რეალობა
"ჩვენ ასეთი აფხაზეთი მოგვწონს-ხმაურიანი ქარხნებისა და ქალაქების გარეშე"- ტურისტის ჩანაწერები
„ქართული ოცნების“ კრიზისი გრძელდება-შეძლებს თუ არა ახალგაზრდა პრემიერი სიტუაციის გამოსწორებას?
"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე, ქულების დაკარგვის რისკის წინაშე დგას