„დისიდენტ ჩარკვიანის პუბლიცისტი შვილი იტყვის, რომ "უმრავლესობაში მოსასვლელ გზაზე" რუსეთის აგენტები გადაეღობნენ “

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება თაკო ჩარკვიანის სატელევიზიო გამოსვლას და წერს:

 

„დღეს, ამ დილით, მეორედ ვუსმინე ამ ქალს (ნუ, რა ვქნა, დეტალები მაინტერესებს). ჩარკვიანმა, რომელმაც ათასგზის დაუდასტურა გრიგოლიას მეგობრობა, წარმოუდგენელია არ იცოდეს, რომ ნუგზარ ფოფხაძის შვილი გრიგოლიას მეგობარიცაა და მიუხედავად ამისა, გრიგოლია მაინც ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში, რომელმაც ერთი მეგობარი მეორე მეგობრისაგან ვერ დაიცვა და ეს არც მიკვირს, პირდაპირ ეთერში ეს ცოტა ძნელია... ალბათ. ესეც რომ არა, ჟურნალისტიკა ვინც კი დაამთავრა, ყველამ გაიარა ფოფხაძის სკოლა. მე არ ვიცი პუბლიცისტს რომელი პროფესიის დიპლომი უდევს ჯიბეში, მაგრამ თუ ჟურნალისტიკა არ დაუმთავრებია და ფოფხაძის სკოლა არ გაუვლია, მამამისის გამო მაინც ექნებოდა რაღაც შეხება... ფოფხაძის სკოლა გავლილი ექნება გრიგოლიასაც, რომელმაც ალბათ პირდაპირი ეთერის "შიშის" გამო, ვერ შესძლო მასწავლებლის (მისი თუ არა, მისი მეგობრების) დაცვა...


თაკო ჩარკვიანი თურმე იმიტომ არის გაბრაზებული ფოფხაძეზე, რომ "დიდი ჩარკვიანი" ეროვნულ მოძრაობას შეაჯავრა... მხოლოდ ამიტომ! "დიდ პუბლიცისტს", როგორც ჩანს 9 აპრილის წინ, იმჟამინდელი მთავრობისა და მხედრობის შეკრებაზე, ფოფხაძის გამოსვლა არ უნახავს, ამიტომ... ეპატიება. რაც მწარედ ახსოვს, იმას იხსენებს, დიახ, ასეა... ამბობენ, რომ ფოფხაძე ავადაა. ამ დროს ზის პუბლიცისტი ეთერში და ახლა, მრავალი წლის შემდეგ იხსენებს ისეთ ამბებს, რომლის დადასტურება ან უარყოფა, ფაქტიურად შეუძლებელია... არა უშავს, მაინც ტაშს დაუკრავს სანაცეთი. 


ამას თავი დავანებოთ, ფოფხაძესთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს და არ ღირს ამაზე საუბარი საჯაროდ, მითუმეტეს, როცა სათქმელი ნათქვამი მაქვს, 
სხვა რამ მინდა ხაზგასმით ვთქვა: პუბლიცისტმა ჩარკვიანმა განაცხადა, რომ დისიდენტ ჩარკვიანის ოჯახს, ნაცებისაგან ბიზნესწართმეულ-დევნილი და ნაცემიც კი, გიგანი რომ არ იცავდეს, შეიძლება ეს ოჯახი აღგავონ პირისაგან მიწისა და აღნიშნა, რომ ეთერში დასკუპებამდე ერთი საათით ადრე, შეაშინეს "უშიში ვითარცა უხორცო". საბოლოო ჯამში კი გაირკვა, რომ მეგობარი გრიგოლია, პირდაპირ ეთერში ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში და თურმე მხოლოდ "ქუხს" ჩარკვიანების ოჯახის მოწმენდილ და გიგანისაგან დაცულ ცაზე და მეტი არაფერი... 


გასაგებია. რომ პირდაპირ ეთერში გრიგოლიამ ჩარკვიანს ვერ "დაახურა" როგორც სჩვევია სხვა შემთხვევაში, სხვა ვარიანტში და ეს არ მიკვირს, მეგობარ ჩარკვიანს ისე არ უნდა მოექცე, როგორც, მაგალითად, ჩარკვიანი მოექცა მეგობარ გრიგოლიას... ჰოდა, ახლა საჯაროდ გაკეთებულ ცრუ შეტყობინებაზე, შესაბამის ორგანოებს, შესაბამისი რეაქცია რომ ჰქონდეთ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ, დისიდენტ ჩარკვიანის პუბლიცისტი შვილი იტყვის, რომ "უმრავლესობაში მოსასვლელ გზაზე" რუსეთის აგენტები გადაეღობნენ? “





მსგავსი სიახლეები
„გვარამია რომ გამოვიდა და ამცნო საზოგადოებას, ბადრი პატრაკაციშვილის დაცვის წევრი, ალექსანდრე მაისურაძე დავაკავეთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვისო, ის საშა მაისურაძე, ბადრის სიკვდილიდან ერთ თვეში რატომ გამოუშვეს გარეთ?“
„განა შეიძლება ადამიანს ბრალი წაუყენო მხოლოდ ფარული ჩანაწერების საფუძველზე? განა არ უნდა მიათრიოთ პროკურატურაში, ან "მოდულში" და ტრა....ში დუბინკა არ უნდა გაუყაროთ, რომ აღიარებითი ჩვენება მიიღოთ?“
„დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად“
"ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია... არც ერთ ქვეყანაში არ ვყოფილვარ გადატრიალების მომხრე"
„ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, რათა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით და მაღალი დონის ექსპერტთა ჩართულობით, განხორციელდეს ლუგარის ლაბორატორიის მონიტორინგი“
„არასოდეს დათა ახალაია არ მოგვიხსენებია ,,დათად” - ყველა თანამშრომელი მოიხსენიებდა როგორც შეფს! მიშა არასოდეს არავის მოუხსენიებია სააკაშვილად - მას მოვიხსენიებდით, როგორც ,,პირველს”!
ზაალ უდუმაშვილი განმარტავს, რატომ გადაიდო თბილისში დაგეგმილი ხალხმრავალი აქცია
„ნაცებმა ისეთი შოკი მიიღეს დღეს, მერიაში შეტანილი განცხადება აქციაზე გააუქმეს“
„ოქუაშვილმა საკუთარ მამას წაართვა საკუთრება და რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყიფიანსაც პარტნიორების "გადასაგდებად" იყენებდა?“
"არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყოს"- კახა კალაძე
„ხელისუფლებაში ნიკა გვარამიას დაკავების და მისთვის ბრალის წაყენების ვერსიას განიხილავენ!“
„ჩემი და მირზა სუბელიანის საუბრის შინაარსი ბატონ გიორგი გახარიას გადავეცი“
„მიშას და ბიძინას თოჯინები“ - ეკა ბესელია და სალომე სამადაშვილი ეთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
პრეზიდენტი ქვეყანაში განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„გენაცვალე, მიხოო, ქლორით უნდა ჩაგერეცხა ეს ბნელები, ნაღდი იყავი, ამათ თავს რომ ზემოთ არ აყოფინებდი“
ვინ არის მირზა სუბელიანი და რატომ გააპროტესტა კახა კახიშვილმა 2013 წელს მისი დანიშვნა სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის ხემძღვანელად
„გახარიამ პრივილეგიები ჩაუხსნა გაბლატავებულ ტიპებს და ამას ვერ პატიობენ - საინტერესო ხანა იწყება სისტემაში“
„არც ერთ საკვანძო თანამდებობაზე არ უნდა დარჩენილიყო ხალხი, ვინც ხელს შეუშლიდა ქვეყნის მართვაში „ქართულ ოცნებას“ - სამწუხაროა, მაგრამ ეს ვერ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“
დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მთავარი პროკურატურის შენობა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ შექმნილი მახინჯი სისტემა "ქართულმა ოცნებამ" არ შეცვალა და ახლა ამ სისტემის მსხვერპლი თავადაა "ქართული ოცნება"