„ჩვენ ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოვიპოვეთ იმ ეკონომიკურ რეფორმებში, რომლებსაც განვახორციელებთ“

დღეს გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ბატონ იოჰანეს ჰანთან. ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ დაანონსებული გვაქვს, ძალიან დიდ მხარდაჭერას ჰპოვებს ჩვენს მეგობრებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მისი თქმით, ჰანთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება, რომელიც პრემიერის შეფასებით, ასევე ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს.



„გუშინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და, ასევე, ჩვენს სხვა პარტნიორებთან. კიდევ ერთხელ აღინიშნა ძალიან პრინციპული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, გაჟღერდა ჩვენი მხარდასაჭერი სიტყვები. ამასთან, ჩვენ ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოვიპოვეთ იმ ეკონომიკურ რეფორმებში, რომლებსაც განვახორციელებთ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე, ანუ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, სადაც ჩვენ შევძლებთ ეკონომიკური დოვლათის უფრო თანაბრად გადანაწილებას ჩვენს მოქალაქეებზე. ამასთან ერთად, იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ნატო-ს ოფისში, მათ შორის გენერალურ მდივანთან, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა სრული მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა, სრული მხარდაჭერა, იმ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში და, ამავე დროს, სრული მხარდაჭერა იმ რეფორმებისა, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ იმისთვის, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო ავამაღლოთ, გავაძლიეროთ და მოვიყვანოთ უნისონში ნატო-ს სტანდარტებთან“, - განაცხადა ბახტაძემ. 





მსგავსი სიახლეები
„გვარამია რომ გამოვიდა და ამცნო საზოგადოებას, ბადრი პატრაკაციშვილის დაცვის წევრი, ალექსანდრე მაისურაძე დავაკავეთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვისო, ის საშა მაისურაძე, ბადრის სიკვდილიდან ერთ თვეში რატომ გამოუშვეს გარეთ?“
„განა შეიძლება ადამიანს ბრალი წაუყენო მხოლოდ ფარული ჩანაწერების საფუძველზე? განა არ უნდა მიათრიოთ პროკურატურაში, ან "მოდულში" და ტრა....ში დუბინკა არ უნდა გაუყაროთ, რომ აღიარებითი ჩვენება მიიღოთ?“
„დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად“
"ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია... არც ერთ ქვეყანაში არ ვყოფილვარ გადატრიალების მომხრე"
„ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, რათა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით და მაღალი დონის ექსპერტთა ჩართულობით, განხორციელდეს ლუგარის ლაბორატორიის მონიტორინგი“
„არასოდეს დათა ახალაია არ მოგვიხსენებია ,,დათად” - ყველა თანამშრომელი მოიხსენიებდა როგორც შეფს! მიშა არასოდეს არავის მოუხსენიებია სააკაშვილად - მას მოვიხსენიებდით, როგორც ,,პირველს”!
ზაალ უდუმაშვილი განმარტავს, რატომ გადაიდო თბილისში დაგეგმილი ხალხმრავალი აქცია
„ნაცებმა ისეთი შოკი მიიღეს დღეს, მერიაში შეტანილი განცხადება აქციაზე გააუქმეს“
„ოქუაშვილმა საკუთარ მამას წაართვა საკუთრება და რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყიფიანსაც პარტნიორების "გადასაგდებად" იყენებდა?“
"არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყოს"- კახა კალაძე
„ხელისუფლებაში ნიკა გვარამიას დაკავების და მისთვის ბრალის წაყენების ვერსიას განიხილავენ!“
„ჩემი და მირზა სუბელიანის საუბრის შინაარსი ბატონ გიორგი გახარიას გადავეცი“
„მიშას და ბიძინას თოჯინები“ - ეკა ბესელია და სალომე სამადაშვილი ეთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
პრეზიდენტი ქვეყანაში განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„გენაცვალე, მიხოო, ქლორით უნდა ჩაგერეცხა ეს ბნელები, ნაღდი იყავი, ამათ თავს რომ ზემოთ არ აყოფინებდი“
ვინ არის მირზა სუბელიანი და რატომ გააპროტესტა კახა კახიშვილმა 2013 წელს მისი დანიშვნა სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის ხემძღვანელად
„გახარიამ პრივილეგიები ჩაუხსნა გაბლატავებულ ტიპებს და ამას ვერ პატიობენ - საინტერესო ხანა იწყება სისტემაში“
„არც ერთ საკვანძო თანამდებობაზე არ უნდა დარჩენილიყო ხალხი, ვინც ხელს შეუშლიდა ქვეყნის მართვაში „ქართულ ოცნებას“ - სამწუხაროა, მაგრამ ეს ვერ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“
დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მთავარი პროკურატურის შენობა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ შექმნილი მახინჯი სისტემა "ქართულმა ოცნებამ" არ შეცვალა და ახლა ამ სისტემის მსხვერპლი თავადაა "ქართული ოცნება"