„ჩვენ ვიმსახურებთ პასუხს, რა იყო ასეთი მიუღებელი კვირიკაშვილის პოლიტიკაში, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა გახდა აუცილებელი“

თუ კვირიკაშვილი და ივანიშვილი ვერ შეთანხმდნენ მედიის დამოუკიდებლობაზე, ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, ნატოზე, ეს უკვე საინტერესოა ჩვენთვის, ვინაიდან ეს პოლიტიკის ნაწილია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილს ავტორიტეტი და ნდობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ. პრეზიდენტის განცხადებით, მოქალაქეები იმსახურებენ კონკრეტულ პასუხს იმაზე, თუ რა კონკრეტული ხედვა გახდა პრემიერ-მინისტრის პოლიტიკიდან წასვლის საფუძველი. 



"კვირიკაშვილი არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც ავტორიტეტული იყო და ჰქონდა ნდობა. ბატონი კვირიკაშვილი რომ წავიდა, წავიდა ასეთი განცხადებით - პარტიის ლიდერთან, ანუ ბიძინა ივანიშვილთან მას ჰქონდა განსხვავებული შეხედულებები. ხომ უნდა ვიკითხოთ, რა საკითხზე. იქნებ ვერ შეთანხმდნენ ვერდის ოპერა უფრო მოსწონს თუ ვაგნერი ურჩევნია. ამაზე თუ ვერ შეთანხმდნენ, რატომ მიდის პრემიერ-მინისტრი?! ხოლო თუ კვირიკაშვილი და ივანიშვილი ვერ შეთანხმდნენ მედიის დამოუკიდებლობაზე, ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, ნატოზე, ეს უკვე საინტერესოა ჩვენთვის, ვინაიდან ეს პოლიტიკის ნაწილია. როგორც მოქალაქეები, ჩვენ ვიმსახურებთ პასუხს იმაზე, რაზე ვერ შეთანხმდნენ, რა იყო ასეთი მიუღებელი კვირიკაშვილის პოლიტიკაში, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა გახდა აუცილებელი. თუ გოგენის ტილო ერთს მოეწონა და მეორეს ვან გოგის, ამის გამო პრემიერ-მინისტრები არ მიდიან”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 





მსგავსი სიახლეები
"საპრეზიდენტო არჩევნები ცუდად ჩატარდა, მაგრამ მე-5 პრეზიდენტი ლეგიტიმურია"-გიორგი მარგველაშვილი
"იმედი გვქონდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თბილისის მტრული რიტორიკა შეიცვლებოდა, თუმცა..."
"16 დეკემბერს "ნაცმოძრაობისგან" პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს"
"კარგი იქნება თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნდება" - გიორგი მარგველაშვილი
„ქართველები ვალდებულები არიან, ოსებს უფასოდ უმკურნალონ“ - დიმიტრი მედოევი
„საქართველოს მთავრობამ, გამარჯვებასთან ერთად, არჩევნების ნეგატიური მხარეც უნდა გაითავისოს“
„ადამიანის და გარეწრის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი და მორჩა!“
„ირაკლი კობახიძე შეუფერებელია თანამდებობისთვის, ის ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე“
ტყუის თუ არა ამერიკული ჟურნალი Foreign Policy? სადაო საკითხი - აშშ-ის ელჩის დანიშვნა საქართველოში
„კოლეგების უპასუხისმგებლობის გამო დღეს ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ შედგა“
საქართველო უარს აცხადებს ამერიკის მიერ შერჩეული ელჩისათვის თანხმობის მიცემაზე - იგი მიხეილ სააკაშვილის ზედმეტად მხარდამჭერიაო
"ალიანსი აღიარებს, რომ რუსეთი თავის აგრესიულ საქციელს არ ცვლის"
"რა უნდა გელაპარაკო, შენ ხარ ჩვეულებრივი ყეყეჩი ადამიანი, არაფერი შენ არ გესმის" - ზაზა პაპუაშვილი - გიგა ბოკერიას
"თქვენ მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა!" - ირმა ინაშვილი - ოპოზიციას (ვიდეო)
"მომავალ წელს ქართველი ხალხი იხილავს გაცილებით მეტ ნატო-ს საქართველოში უმაღლეს დონეზე"
„უცხოელები ფლობენ, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მხოლოდ 0,7-0,8 % - ქართული მიწათმოქმედების მთვარი პრობლემა აგრარული პოლიტიკის საერთოდ არქონაა“
სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოს და სალომე ზურაბიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს ხვალ ეწვევა
"გამორიცხულია, სამხრეთ ოსეთი ოდესმე საქართველოს ნაწილი გახდეს"
"მთაში კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დავაზღვიოთ საფრთხეები"