ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას - რაღა დარჩა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობამდე?!

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

 

1783 წლიდან 1798 წლამდე აქტიურად მუშაობდნენ ქართლ-კახეთში სამეფო და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. 1798 წლიდან 1801 წლამდე ამ აქტიურობამ განსაკუთრებული სახე მიიღო და 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა. რუსეთის იმპერიასთან გაფორმებული "გეორგიევსკის ტრაქტატი" ფარატინა ქაღალდად იქცა...
ამ პროცესში რუს ემისრებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველები და აქ მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც.


1812 წელს იმერეთის სამეფოს არსებობაც დასრულდა. მერე - გურიის, სამეგრელოს და აფხაზეთის სამთავროების ჯერიც დადგა... თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად. ურთიერთქიშპმა, შურმა და მტრობამ ხელი შეუწყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობას. წესიერმა ქართველებმა სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, მაგრამ უფრო მეტნი იყვნენ ჩინ-მედლებსა და ჯინჯილებზე მეოცნებე ვიგინდარები... სამეფოების გაუქმებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება მოჰყვა. ყველაფერი სამეფო და სახელმწიფო ინსტიტუტების სახელის შებღალვით დაიწყო და საქართველოც დამთავრდა.

 

ახლაც ვხედავთ, რომ ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას. ჭკვიანი მტრები რომ მცდელობას არ აკლებენ, ცხადია, მაგრამ არც მოყვრები არიან უგნურები - ესენიც ნიჭიერი გარეწრები არიან!

პრეზიდენტის ინსტიტუტი დისკრედიტებულია!
პარლამენტი დისკრედიტებულია!
აღმასრულებელი ხელისუფლება დისკრედიტებულია!
სასამართლო ხელისუფლება დისკრედიტებულია!
არასამთავრობო სექტორი დისკრედიტებულია!
მედია დისკრედიტებულია!
ეკლესიას და პატრიარქს გააფთრებით ებრძვიან!

რაღა დარჩა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობამდე?! 





მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრმა რეგიონებში საკუთარი გუნდი ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებით დააკომპლექტა
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამომრჩეველს აუზში შეხვდა
„მიუბრძანებიათ საშა კაცმანი „ოცნების“ პიარჯგუფის უფროსობიდან“
„რამდენიმე ისეთი გურუ იჯდა დარბაზში, ვეტოს იქ ვერავის დაადებდა პრეზიდენტი და როგორია ამხელა დარბაზში ტყუილად შეკრება?“
„ჩვენ არაფერზე შევთანხმებულვართ. პრეზიდენტმა თქვა, რომ შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა ვერ გავიგეთ, როგორ უნდოდა ამაში ჩვენი ჩართვა“
"საქართველო მუდმივად არის გერმანიის პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებში"- დავით ზალკალიანი
"მინდა ჩამოვაყალიბოთ შეხედულება ერთ კანდიდატურაზე, რომელიც იქნება მაღალი კვალიფიკაციის, რომ განახორციელოს რეფორმა"
ვინ არიან ახალი გუბერნატორები, რომლებიც, მამუკა ბახტაძემ შვიდ რეგიონებში წარადგინა
„25 აგვისტოს სასტუმრო „ბეტსიში“ თუქულ-რუსული მასონური ლოჟა რომ შემოდის საქართველოში, ისევ სამშობლოს გამყიდველების ხელით, ჟურნალისტებს და ვისაც საჭიროა ძინავს?“
“ორ კვირაში გაიგებთ, ვის დავუჭერთ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე”
ცნობილი ხდება იმ გუბერნატორების ვინაობა, რომლებსაც ორშაბათს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგენს
„აქ სამწუხაროდ, უარესი სცენარია მოსალოდნელი - გარედან ინსპირირებული სისხლიანი ბუნტი, რისი მცირე რეპეტიციაც უკვე ჩატარდა ჯერ ბათუმში და მერე თბილისში
„ოცნება“ ფალსიფიცირებისთვის ემზადება, თუმცა ჩვენ მათ ამის უფლებას არ მივცემთ და ამიტომაც ვემზადები საქართველოში ჩასასვლელად - ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო“
„ცოტა თავხედურია ირანისგან, ჰიჯაბის მოხსნაზე თითი უქნიოს საქართველოს, როცა თავის ტერიტორიაზე ჩასულ ყველა ქალს ავალდებულებს, თავსაბურავით იარონ“
“ქართული ოცნება” მანევრის რეჟიმშია და არ გამოვრიცხავ, სალომე ზურაბიშვილი სხვა კანდიდატმა ჩაანაცვლოს“
"მომავალ პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენციის დატოვება მოუწევს"-მამუკა ბახტაძის მინიშნება
"ლარის კურსის ვარდნის გამო უახლოეს პერიოდში შესაძლოა, პური გაძვირდეს"–დავით ბაქრაძე
„დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიზირებული"- დავით ზალკალიანი
"ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი პოლიტიკური გზავნილი არის მშვიდობა"
„ჩემთვის უსიამოა იმის წარმოდგენა, 30 ოქტომბერს, როცა ყველაფერი გაირკვევა, როგორ უყვირებენ ვინმე "ჩვენ თვითონა" და ვინმე ხარატიშვილი - მაყუთი სადაა გოგო!“