ანაკლიის პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოებისთვის ტექნიკით აღჭურვილი გემი უკვე საქართველოშია

ანაკლიის პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოებისთვის ტექნიკით აღჭურვილი პირველი გემი 3 აგვისტოს, დილის 10 საათზე, ფოთის პორტში შემოვა. გემი დატვირთულია სპეციალურად მოდერნიზებული მძიმე ტექნიკითა და სადრენაჟო სისტემით და ის პირველი გემია, რომელიც წამყვანმა საზღვაო-საინჟინრო კომპანია „Van Oord" - მა როტერდამის საერთაშორისო პორტიდან გამოაგზავნა. ორ კვირაში შავი ზღვის სანაპიროს „Van Oord" - ის  მეორე გემი მოადგება, ხოლო სექტემბრის პირველ კვირას ანაკლიის სანაპიროზე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა" საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის საზღვაო სამუშაოების შესასრულებლად შემოვა.

 

„ანაკლიის პორტის მშენებლობა ახალ, უმნიშვნელოვანეს ფაზაში გადადის. მალე ყველანი ერთად ურთულესი საზღვაო საინჟინრო სამუშაოების მომსწრენი გავხდებით. მაგალითისთვის მხოლოდ ორ ციფრს დაგისახელებთ: ანაკლიის პორტის პირველი ფაზის ტერიტორიაზე, 3500 კილომეტრის ფართობზე, ყოველ 1,5 მეტრზე, 10 მეტრის სიღრმეზე სადრენაჟო მილების ჩალაგება მოხდება, ხოლო გემი „ათენა" ზღვის ფსკერის დაღრმავების და ზღვიდან 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღების, ამოტუმბვის და მისი ნაპირზე განთავსების სამუშაოებს შეასრულებს,"- განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

 

ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და მშენებლობა აგვისტოში საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის და საინჟინრო გადაწყვეტის საზღვაო სამუშაოებით გაგრძელდება.  სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი ჩაატარებს, რომელიც ანაკლიის პორტის აქციონერიც ხდება.





მსგავსი სიახლეები
„თითქოს 14 მილიონით შემცირდა განათლების ბიუჯეტი, სინამდვილეში, ბიუჯეტი გაიზარდა 30 მილიონით და სკოლების რეაბილიტაციაზე ახლა 150 მილიონი ლარია გამოყოფილი“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 12 დეკემბრის 17:00 საათისთვის
"ჩვენ, როგორც მთავრობა, პურის ფასს არ ვარეგულირებთ, ის კომერციულად ფორმირებადია"
„მცირე მეწარმეები, რომლებიც იყვნენ ე.წ შავ სიაში, ვერ სარგებლობდნენ ამ სერვისით“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 11 დეკემბრის 17:00 საათისთვის
"აისი ჯგუფი" ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია Euroins Group-ის წევრი გახდა
„მთაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება ჩვენი ძალიან დიდი პრიორიტეტია"- გიორგი ქობულია
თიბისი ჯგუფი ელექტრონულ კომერციას ავითარებს
თაბორის ქედზე გასართობ-რეკრეაციული ზონა მოეწყობა, რომლის ღირებულება 86 მლნ დოლარია
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 10 დეკემბრის 17:00 საათისთვის
„სესხების განულების“ ვებგვერდი დღეს ამოქმედდება
ანტალიაში Growtech Eurasia სასათბურე მეურნეობის გამოფენა გაიმართა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 7 დეკემბრის 17:00 საათისთვის
თიბისი ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს შეუერთდეს პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 6 დეკემბრის 17:00 საათისთვის
ვითიბი ბანკის საახალწლო შეთავაზება
BTU-ში, Mercedes-ის ხელშეწყობით, ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია გაიხსნა
თბილისში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის ოფიციალური განახლებული ცენტრი გაიხსნა
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"აჭარაში ბიზნესი ყველაზე ხშირად სამშენებლო პროექტებსა და ბიუროკრატიული პროცედურებით გამოწვეულ პრობლემებზე სვამს საკითხებს"