რუსეთის სპეცსამსახურების ჯაშუში 10 წლის განმავლობაში მოსკოვში აშშ-ს საელჩოში მუშაობდა

რუსეთის სპეცსამსახურების ჯაშუში 10 წლის განმავლობაში მოსკოვში აშშ-ს საელჩოში მუშაობდა, - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian აშშ-ს კონტრდაზვერვის სამსახურში წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 



გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ჯაშუში ქალია, რომელიც ამავდროულად აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი იყო. 2016 წელს რუსეთში აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების სამსახურს ეჭვი გაუჩნდა, რომ ის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (ФСБ) თანამშრომლობდა, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ ვაშინგტონში მიწოდებული იყო 2017 წლის იანვარში. ამავდროულად, აშშ-ს საიდუმლო სამსახურს არ დაუწყია ფართომასშტაბიანი გამოძიება. 



The Guardian-ის წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომელი აშშ-ს საელჩოდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს კონგრესის სანქციების საპასუხოდ, აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების შემცირება მოითხოვა. 

 


წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ ჯაშუშს წვდომა ჰქონდა მონაცემთა მნიშვნელოვან ბაზაზე, თუმცა „საიდუმლო სამსახური ცდილობს დაფაროს ეს დანაშაული“. 
თავის მხრივ, აშშ-ს საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა მაზონ ბრაიმენმა საინფორმაციო სააგენტო ТАСС-თან საუბარში უარყო The Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ჯაშუშს, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო, წვდომა ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე. 

 


„აშშ-ს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, არ აქვთ წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება“, - განაცხადეს აშშ-ს საიდუმლო სამსახურში. 





მსგავსი სიახლეები
"საქართველომ ევროპისადმი ნდობა რომ არ დაკარგოს, ევროკავშირი თანმიმდევრულად უნდა გმობდეს რუსეთის აგრესიულ მოქმედებას"
"საქართველოში შეჭრის გამო, რუსეთზე სანქციები უნდა დაგვეწესებინა"–მეთიუ ბრაიზა
"თურქეთის წინააღმდეგ აშშ-ს ქმედებები ანკარას აიძულებს ახალი მოკავშირეები ეძებოს"-რეჯეფ თაიფ ერდოღანი
"მე არ ვადანაშაულებდი სააკაშვილს კრიზისის გამო და არც ახლა ვადანაშაულებ"- კონდოლიზა რაისი 2008 წლის აგვისტოს ომზე
რუსეთის სპეცსამსახურების ჯაშუში 10 წლის განმავლობაში მოსკოვში აშშ-ს საელჩოში მუშაობდა
"სად ქართველი და სად მარიხუანა?- რუსებმა მარიხუანას ლეგალიზაციას სტატია მიუძღვნეს
ვინ ებრძვის და ვინ იცავს "ქართულ ოცნებაში" ირაკლი კობახიძეს
"პირადად ვნახე, ჯორჯ ბუშმა სააკაშვილს მკერდზე თითი მიადო და უთხრა, რუსეთი არ გაეღიზიანებინა!"- სტივ ჰედლი
ცხელი ზაფხულის ომი, რომელმაც რუსეთი ცივ ომში დააბრუნა
საქართველოსგან რუსი მფრინავის მკვლელის გადასაცემად ანკარა ეკონომიკურ ბერკეტებს გამოიყენებს
„ზურგში ჩაცემული დანა“- უნგრეთი ნატოსა და ევროკავშირში უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ გამოდის
"საქართველოში შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების დროს დავბრუნდები"-მიხეილ სააკაშვილი
თბილისი-დიდი კულტურითა და სტუმართმოყვარეობით განთქმული ქალაქი
რატომ აღმოჩდნენ მკვდარი სულები „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“?
"არც ფული, არც საბანკო ბარათი, ყველაფერი გაქრა..."- ამერიკელი პროფესორის ჩანაწერები თბილისზე
"საბჭოთა კავშირის დაშლა რომ გავიგე სუფრა გავშალე, ბიჭები დავსხედით და კარგად ვიმხიარულეთ, ალბათ რუსეთსაც იგივე ელის"
30 ივნისს საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი იწყება -ქართული მოლოდინები და რეალობა
"ჩვენ ასეთი აფხაზეთი მოგვწონს-ხმაურიანი ქარხნებისა და ქალაქების გარეშე"- ტურისტის ჩანაწერები
„ქართული ოცნების“ კრიზისი გრძელდება-შეძლებს თუ არა ახალგაზრდა პრემიერი სიტუაციის გამოსწორებას?
"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე, ქულების დაკარგვის რისკის წინაშე დგას