„არაერთი ვიდეოგზავნილი ვნახე და შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის ისლამური ხალიფატის ოფიციალური მუქარა“

არაერთი ვიდეოგზავნილი ვნახე, ამაზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის ისლამური ხალიფატის ოფიციალური მუქარა, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გაზეთ „კვირის პალიტრის“ ანალიტიკოსმა, ნინო ბურჭულაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ვიდეოგზავნილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთ დახურულ გვერდზე, „Islam Stacy”-ზე გავრცელდა. ბურჭულაძე აღნიშნავს, რომ კონკრეტული ვიდეო, სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ ქართველი მხარდამჭერებისთვისაა გაკეთებული, ISIS-ის ოფიციალური ვიდეოები კი, განსხვავებული ხარისხისაა. 


„არაერთი ვიდეო გზავნილი ვნახე, ამაზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის ისლამური ხალიფატის ოფიციალური მუქარა, იქიდან გამომდინარე, რომ მათი ვიდეოები სხვა დონეზე არის გაკეთებული და იქ არ იქნებოდა მხოლოდ ქართული ტიტრები. ეს მიუთითებს, რომ ეს ვიდერომუქარა არის ქართულ მომხმარებელზე გათვლილი, ანუ ეს ვიდეო შექმნილია ქართულენოვანი მხარდამჭერებისთვის. ის, რომ ქართული ტიტრები გასდევს, ამაში ახალი არაფერია, ვინაიდან „ისლამური სახელმწიფო“ 33 ქვეყანაშია, ანუ ყველა ქვეყანაში, სადაც მას მხარდამჭერი ჰყავს, თემატურ ვიდეოებს, ინფორმაციას ან მუქარის ტექსტებს ადგილობრივ ენაზე აკეთებს, რათა მარტივად იყოს აღსაქმელი“, – განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.



სოციალურ ქსელში ჯგუფი „Islam Stacy” აღარ იძებნება. აღნიშნულ ვიდეოსთან მიმართებით, გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს. ISIS-ის ქართული დაჯგუფება მუქარის შემცველ ვიდეოს ავრცელებს, რომელსაც ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ აქვეყნებს. ვიდეოს თან ახლავს ქართული ტიტრები, სადაც დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება. „პალიტრანიუსის“ ინფორმაციით, ვიდეო სავარაუდოდ 2 კვირის წინაა დამზადებული.



„ორი ძმა მოგვიკალით (დაგვიწვით) არაფრის გულისთვის! სულ მალე მიიღებთ ამისთვის სასჯელს ურჯულოებო! გეშინოდეთ ჩვენი... გაუჩინარებული მაგამედოვი!! დიახ, ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი... გაბრიელ სალოსის სპეცოპერაცია!!! აქაც დაგვიხოცეთ ძმები ღალატით და მოტყუებით. ინშა ალლაჰ, ჩვენი მეომრები მზად არიან შურისძიებისთვის“, - ნათქვამია ვიდეომიმართვაში. 





მსგავსი სიახლეები
როგორ ანაზღაურდება ზეგანაკვეთური სამუშაო ახალი კანონმდებლობით
ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა
სამართალდამცველებმა „მის საქართველო 2003"-ის, ირინა ონაშვილის გაქურდვის ბრალდებით 45 წლამდე ასაკის ქალი დააკავეს
„გგონიათ მამუკა ხაზარაძე თავისით გადადგა? აქციონერთა საბჭომ შეწყვიტა სასამართლო დავა და საბჭომვე გამოუცხადა მმართველობას, დაეტოვებინათ პოსტები“
თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ზვიად კუპრავას პატიმრობა გირაოს პირობების დარღვევის გამო შეეფარდა
საგამოძიებო სამსახურმა ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა
ვერცხლის ქუჩის მკვლელობის ახალი დეტალები - ზვიად ჯაფარიძეს Volkswagen-ის მარკის ავტომობილიდან ალექსანდრე ბიძინაშვილმა 7-ჯერ ესროლა, იმ ადამიანის ძმამ, ვინც მანამდე ჯაფარიძემ დაჭრა
ინგლისის სასამართლოში - “რომან ფიფია BGEO PLC ჯგუფის წინააღმდეგ“ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
შსს-მ პატრულ-ინსპექტორი დააკავა
„მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება ყველაზე შემზარავი სცენარით - უნდა მოეკლათ პატრიარქი და უნდა დაბრალებოდა შორენას, როგორც შემსრულებელს და ხელისუფლებას - როგორც დამკვეთს“
„ველოდები ზვიად კუპრავას დაკავებას“ - კუპრავა კი გამომძიებელთან მისვლას არ აპირებს
ვერცხლის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი - მას ცეცხლნასროლი ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული
„არამოსამართლე წევრების ბრალდება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეგნებულად აჭიანურებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს, ყოვლად უსაფუძვლოა“
„ეთიკური და კონსტიტუციური სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით, იუსტიციის საბჭო საზოგადოებასთან დიდ კონფლიქტში შევიდა“
„ახლა აღარ მოწონს რუსთავი 2-ად წოდებული ბოროტების ბუდე, მოსამართლე ალანიას - ჯერ სად ხართ, თქვენო ღირსებავ, ჯერ სად ხართ!“
„რომ არ დაგვბრალდეს, სასამართლო თავისუფალი მედიის წინააღმდეგ რეპრესიულ ღინისძიებებს ახორციელებს, შესაძლოა, ჩვენ უბრალოდ, დასაბუთებული განცხადებით შემოვიფარგლოთ“
„როგორც პარლამენტარი მივესალმები "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელების გადაწყვეტილებას, ამ პროცესში ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს არანაირი ინტერესი არ აქვს“
„17 მილიონი დოლარი, რომელიც ვისესხეთ, გადაირიცხა მსოფლიო ბანკში და „თიბისი ბანკის“ კაპიტალში“ - მოთხოვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა თიბისი-ს დამფუძნებლებს წილების დათმობა?
"TBC ბანკს” ზიანი არ უნდა მიადგეს, მამუკა ხაზარაძემ კი ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გასცეს"
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი სერტიფიკატებისა და ბარათების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა