„ორი დომინანტი ბანკის“ არსებობა ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს“

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთ წელიწადში საბანკო სექტორის წმინდა მოგება განახევრდა და  2018 წლის ივნისში 47 მლნ 993 ათასი ლარი შეადგინა. 2017 წლის ივნისის მონაცემებით, საბანკო სექტორი 95 მლნ 882 ათასი ლარის მოგებაზე გავიდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ბანკებს გაუთვალისწინებელი ხარჯები გაეზარდათ და ეს მაჩვენებელი ამის გამო დაფიქსირდა. ეს კი თავისთავად გამორიცხავს საბანკო სექტორის მოგების შემცირებაზე ახალი რეგულაციების გავლენას.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რატომ შეუმცირდა საბანკო სექტორს წმინდა მოგება და რა ხარჯების ზრდაზე შეიძლება იყოს  საუბარი?  ფინანსისტი თემურ ბასილია აღნიშნულ ფაქტს ასე ხსნის. მისი აზრით, მიზეზი ორია: პირველი, კომერციული ბანკების მენეჯმენტის შეცდომები და მეორე -  ეროვნული ბანკის სუსტი საზედამხედველო საქმიანობა.

 

ბასილიას შეფასებით,  კომერციული ორგანიზაციების, მათ შორის ბანკების საქმიანობის შეფასების ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი მათი მოგებაა. თუ, კომპანიის, ორგანიზაციის მოგება იზრდება, ნიშნავს, რომ მისი მენეჯმენტი კარგად მუშაობს. ხოლო, თუ, მოგება მცირდება, ან კომპანია ზარალზე გადის - მენეჯმენტი ვერ ართმევს თავს საკუთარ მოვალეობას. ძალიან უცნაურია „გაუთვალისწინებელი“ ხარჯებით აპელირება.

 

„თუ კომერციული ორგანიზაცია ასეთი მნიშვნელვან „ხარჯებს“ ვერ ითვალისწინებს, ისევ არასწორ მენეჯმენტთან და დაგეგმვაში არსებულ შეცდომებთან მივდივართ. როგორც ჩემთვის ცნობილია, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა არც საქართველოს ეკონომიკაში და არც საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან. ანუ, გარე ფაქტორებით ასეთი ჩავარდნის ახსნა არასერიოზულია. პრობლემები არის შიგნით, უშუალოდ საბანკო სექტორში, რომელთა შესახებ არაერთხელ გვისაუბრია„-აცხადებს ბასილია.

 

მისივე განმარტებით, ცალკეული გამონაკლისების გარდა, არავინ საუბრობს ისეთ თემაზე, როგორიც არის - რატომ აქვთ ბანკებს ქრონიკულად ლიკვიდობის პრობლემა. რატომ არ გადადგმულა არც ეროვნული ბანკის, ან თავად კომერციული ბანკების მხრიდან რაიმე ნაბიჯი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს, ალბათ უმთავრესი პრობლემაა ქართულ საბანკო სფეროში, რომელზეც საუბარი რატომღაც ტაბუდადებულია.

 

„ის, რომ საბანკო სფეროში სერიოზული, ფუნდამენტალური პრობლემებია, არაერთხელ მისაუბრია. ბოლო ათი-თორმეტი წლის განმავლობაში არაერთი პრობლემა დაგროვდა, მაგრამ სამწუხაროდ, სხვადასხვა მანიპულაციებით ხდებოდა და ხდება მათი გადავადება. როგორც წესი, ადრე თუ გვიან ყველა პრობლემა ამ თუ იმ ფორმით მაინც იჩენს თავს. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ მათ ჰქონდათ მცდელობა რომ შეეცვალათ არასწორი მიდგომები და გაეძლიერებინათ საბანკო ზედამხედველობა და პირველი დადებითი შედეგიც ჰქონდათ. თუმცა, შემდეგ, ცალკეული გამონაკლისების გარდა, ისევ დაუბრუნდნენ ადრინდელ პრაქტიკას და შედეგიც შესაბამისია“-განმარტავს ბასილია.

 

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლას, სადაც  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა ქვეყანა, გარდა ამისა, რატომ დაუგროვდა მოსახლეობას კომერციული ბანკების წინაშე 12,5 მილიარდი ლარის ვალი და  რატომ ადანაშაულებს ხელისუფლება ბანკებს მოსახლეობის გაღარიბებაში ახლა, როცა დავალიანება კრიტიკულ ზღვარზეა?


-ბასილია აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ჯერ კიდევ 2015 წლის ანგარიშში აღნიშნავდა, რომ საქართველოში „ორი დომინანტი ბანკის“ არსებობა ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენდა.

 

„სამწუხაროდ, მას შემდეგ ამ მიმართულებით უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, რატომაც არაერთხელ მისაუბრია საბანკო სფეროში სერიოზული, ფუნდამენტალური რეფორმების გატარების აუცილებლობაზე“- აცხადებს ბასილია.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე, ვინ არის  მოსახლეობის გაღარიბებაზე პასუხისმგებელი - მთავრობაპარლამენტიეროვნული ბანკიკომერციული ბანკები თუ ყველა ერთად, ბასილია აცხადებს, რომ ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს. თუმცა, საქართველოს კონსტიტუციით საბანკო სფეროზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია.

 

ეროვნული ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, რომ საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ შემცირება 2018 წლის მარტიდან დაიწყო. სებ-ის მონაცემებით, მარტში საბანკო სექტორის წმინდა მოგება 59 მლნ 959 ათასი ლარი იყო. აპრილში ეს მაჩვენებელი 9 მლნ ლარითა გაიზარდა, თუმცა ივნისში მოგების მაჩვენებელი ისევ შემცირდა.

 

 

commersant.ge





მსგავსი სიახლეები
საპენსიო დანაზოგის ნახევარი ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშზეა განთავსებული და სარგებლის სახით 6,75% ერიცხება
Fitch"-მასაქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა და „BB" სტაბილური მიანიჭა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 22 თებერვლის 17:00 საათისთვის
თიბისის მობაილბანკს ინოვაციური ფუნქცია - ხმოვანი ასისტენტი - დაემატა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
"აღნიშნული დადებითად აისახება ბანკის გამჭვირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან"- ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკის“ გადაწყვეტილებაზე
„თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს მამუკა ხაზარაძის გარდა ბადრი ჯაფარიძეც ტოვებს
"მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან" - მამუკა ხაზარაძე
„ფერმერი, რომელიც მთელი დღე ტვ-ში ზის, მალე ექსპერტად და ცოტა ხანში, დიდ პოლიტიკოსად მოგვევლინება“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 20 თებერვლის 17:00 საათისთვის
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით რეგიონებში ფასდაკლების კვირეული იწყება
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ დაგვანახა, რომ სოფელმა უკეთ იცის რა უნდა"
„ეროვნული ბანკი ან იმდენად უსუსური და არაკვალიფიურია, რომ არ შეუძლია არსებულ პრობლემებთან გამკლავება, ან თავად არის ამ კორუფციული სქემების სათავეებთან“
"გამოვრიცხავ, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ანაკლიის პროექტს უკავშირდებოდეს"
„მაგთიკომის“ აბონენტებისთვის დღეიდან ნომრის მომსახურების საფასური ამოქმედდა
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობას მიმართავს, „შეწყვიტოს „თიბისი ბანკსა“ და მის დამფუძნებლებზე თავდასხმები“
თი ბი სი ბანკი და კომერციული ბანკების დაჯარიმებების საერთაშორისო პრაქტიკა - რეზონანსული საქმეები
„გვინდა, რომ ამ ზონაში იყოს ლონდონის არბიტრაჟის ანალოგი - პირველ ეტაპზე არ გამოვრიცხავთ, წამყვანი იურისტები ჩამოვიყვანოთ მოსამართლეებად“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 თებერვლის 17:00 საათისთვის