„პენსიონრების სიღარიბიდან ამოყვანა საბაზისო პენსიის ზრდის საფუძველზე შეუძლებელი იქნება“

დღეს არსებული პენსიონრების სიღარიბიდან ამოყვანა საბაზისო პენსიის ზრდის საფუძველზე შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ “ღია საზოგადოება საქართველოს” კვლევაშია საუბარი, რომელიც საქართველოს საპენსიო რეფორმის შეფასებას ეხება. 

როგორც კვლევაშია აღნიშნული, რეფორმის კონცეფციის ფუნდამენტური რისკების გათვალისწინებით, პენსიონრების მსგავსად, სიღარიბიდან ამოყვანასთან დაკავშირებით, იგივე შეიძლება ითქვას მომავალ თაობებზეც, რომლებსაც, სისტემაში ჩართვის შემთხვევაშიც კი, წინა თაობისგან განსხვავებული, “გაცილებით მცირე სამუშაო სტაჟის ისტორია და დაბალი შენატანები ექნებათ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ გააღრმავებს სიღარიბისა და უთანასწორობის ზოგად დონეებს”. 


კვლევაში ნათქვამია, რომ შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად, საპენსიო სისტემის იმგვარად რეფორმირება რჩება, რომელიც, პირველ რიგში, დაეფუძნება საჯარო, გადამანაწილებელი ეფექტის მქონე თაობათაშორისი სოლიდარობის სქემას, რომელიც საბაზისო პენსიის გაძლიერების შესაძლებლობას იძლევა. 
“სხვა შემთხვევაში, ინდივიდუალური დანაზოგების კულტურაზე აგებული კერძო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის კონცეფცია იმუშავებს მხოლოდ სახელმწიფოს საზიანოდ, რადგან ის ვერ შეამცირებს არსებულ ფისკალურ ხარჯებს. მეტიც, მნიშვნელოვნად გაზრდის მას და თანაც, არა თუ გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობას, არამედ უარყოფითადაც კი იმოქმედებს მასზე. ინდივიდუალური დანაზოგების კულტურა ვერ დამკვირდება ქვეყანაში, სადაც არ არსებობს შესაბამისი ობიექტური წინაპირობები, სადაც სამომხმარებლო სესხებით მოსარგებლეთა რაოდენობა რეკორდულ რიცხვს აღწევს და საარსებო მინიმუმს გატოლებულ პენსიასაც კი უზარმაზარი გავლენა აქვს მთლიანი შინამეურნეობების სიღარიბის დონეზე”,- ნათქვამია “ღია საზოგადოება საქართველოს” კვლევაში.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 19 ოქტომბრის 17:00 საათისთვის
კომპანია BTL–ის ორგანიზებით, სასტუმრო Hotels & Preference -ში, საერთაშორისო MMP ფორუმი გაიმართა
თიბისი ბანკის მხარდაჭერით EBRD-იმ ვაჭრობის ფინანსირების ფორუმი გამართა
ლარის გაუფასურების მიზეზი ვალუტის უკონტროლო ბრუნვაა
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ჩვენი ეკონომიკის წინსვლის ბერკეტი ექსპორტის განვითარებაა"- გიორგი ქობულია
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
19 ოქტომბერს, საქართველოში, კომპანია BTL-ის ორგანიზებით, საერთაშორისო MMP ფორუმი გაიმართება
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ბრიტანული "Fear Group"-ი საქართველოში ინვესტირებას გეგმავს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 ოქტომბრის 17:00 საათისთვის
რუსთავში რკინიგზის სადგურის შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, ინდოელმა ინვესტორმა შეიძინა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 12 ოქტომბრის 17:00 საათისთვის
"სათამაშო ბიზნესისთვის რეკლამის შეზღუდვა სარეკლამო ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს"
„ანაკლია სითისა" და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლები ფრანკფურტში გამართულ გერმანულ-ქართულ ბიზნეს ფორუმს დაესწრნენ
თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად თიბისი გალერეაში ბიზნესფორუმი ჩატარდა
"მსოფლიო ბაზარზე, მარიხუანას პროდუქციის მოთხოვნის 1% საქართველომ რომ დააკმაყოფილოს, ქვეყანაში დიდი შემოსავალი იქნება"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება11 ოქტომბრის 17:00 საათისთვის
საწვავი კიდევ გაძვირდა - დეტალები
გუდაურში 6 ახალი საბაგირო აშენდება