ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო დოკუმენტაციაში ყალბი მონაცემებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტის ექსპორტის მცდელობის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო დოკუმენტაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტის  ექსპორტის  მცდელობის ფაქტი გამოავლინეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ მედიკამენტების რეალიზატორმა კომპანიამ, 2018 წლის 2 აგვისტოს, საქართველოდან ცენტრალური აზიაში, კერძოდ უზბეკეთის რესპუბლიკაში  ექსპორტის მიზნით, ექსპორტის საბაჟო რეჟიმში, საბაჟოზე წარადგინა გენეტიკური დაავადებით - ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა სამკურნალოდ განკუთვნილი  335 280 აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტი ემოკლოტის“ 1 524 ფლაკონი.


გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კომპანიის მიერ საბაჟოზე წარდგენილ ინვოისში არასწორად იყო მითითებული მედიკამენტის დოზირება (1000 ს.ე/10 მლ.-ის ნაცვლად დაფიქსირებული იყო  500 ს.ე/10 მლ). ამასთან,  იმის გამო, რომ იმპორტიორ ქვეყანაში მედიკამენტი რეგისტრირებულია  განსხვავებული შეფუთვით,   ექსპორტიორმა კომპანიამ მედიკამენტის ოფიციალური მწარმოებლის თანხმობის გარეშე, საქართველოში კუსტარულად, სათანადო წესებისა და  პირობების დარღვევით, მოახდინა ყველა ფლაკონის გადაფუთვა და  ეტიკეტირება. პარალელურად, გარკვეული ოდენობის მედიკამენტის განახლებულ ეტიკეტზე დატანილ იქნა ვარგისიანობის გაზრდილი ვადა და ნაცვლად 2019 წლის სექტემბრისა, მედიკამენტის ვარგისიანობის ვადად  2022 წელი დაფიქსირდა. ასევე, შეცვლილ იქნა მედიკამენტის სერიული ნომერი, რომლითაც ხდება მედიკამენტის იდენტიფიცირება.


ამ ეტაპზე, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები მედიკამენტების შიგთავსის და მათი ვარგისიანობის დადგენის მიზნით.


საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე ვადით.





მსგავსი სიახლეები
რა სახელდება გარდაცვლილი 13 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზად?
ნიკოლოზ მჟავანაძის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა მთვარისა ნავერიანის მკვლელობა სცადა
ოპოზიციური გაერთიანების სარჩელი, რომლითაც ისინი სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა
წერეთლის გამზირზე, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადასულ მამაკაცს, მანქანა გასტაცეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა
საფრანგეთსა და ბელგიაში მოქმედი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი დააკავეს - აქედან 10 საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის, ორი - „კანონიერი ქურდი“
პროკურატურა თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძისთვის უვადო პატიმრობის მისჯის თაობაზე განცხადებას ავრცელებს
„ვაკეში, ჭავჭავაძის 20-ში, „ოცნების“ ოფისი გაქურდეს - ოფისში ხელფასების დასარიგებელი ფული იყო და სულ წაიღეს“
„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განათლების მინისტრის გადადგომას მოითხოვს
ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
„მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, იპოთეკარი კალანდაძე დაკმაყოფილდა სრულად, რაც ბახტაძეების ოჯახის დიდსულოვნებასა და კეთილსინდისიერებაზე მიუთითებს“
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს
მცხეთასთან მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
სკანდალური კადრები - ორმხრივი სროლა კაფე "სტრადაში", პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და დაჭრილი მეგობარი გოგო
არჩილ ტატუნაშვილის მამა იმედოვნებს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მისი შვილის მკვლელების მიმართ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს
შსს-მ წელს116 ნარკორეალიზატორი დააკავა - დღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 6:3–ზე და მოსამართლეები: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე და მანანა კობახიძე წავიდნენ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ“
ზუგდიდში საპატრულო პოლიციის შენობასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილების თანამშრომელია
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვის აკრძალვა გაუქმდა