შსს გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენერალ ქუთათელაძის გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.



„ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1981 წელს დაბადებული გ.ჭ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.


დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაპირისპირება. შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.



ზემოაღნიშნული დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო, ფიზიკო-ტექნიკური, ბალისტიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები ამოიღო.


გამოძიება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით“, - განაცხადა ნათია მეზრვიშვილმა.





მსგავსი სიახლეები
ახლახან დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს
სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოკითხვა დასრულდა
უვადო პატიმრობამისჯილი შალვა აბულაძე, იგივე „შალალო“ პროკურატურას სხვადასხვა გახმაურებული საქმის რეალურ დამნაშავეებს უსახელებს - ადვოკატი ოპოზიციის წარმომადგენლების დაჭერებს აანონსებს
სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოკითხვა მიმდინარეობს
იტალიაში 71 არალეგალი მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ სოფელ ლამბალოს მკვიდრი არასრულწლოვანი გოგონა თავშესაფარში გადაიყვანა
"მირზა სუბელიანმა ფეხებზე, ხელსა და კისერზე დაზიანებები სუიციდის მცდელობის გამო მიიღო"-ადვოკატი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშების გაცემის ფაქტები გამოავლინა
მირზა სუბელიანი უარყოფს ინფორმაციას მის ცემასთან დაკავშირებით, თუმცა სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნება
„გამახსენდა წინა ხელისუფლების პერიოდი, როცა შეშინებული ადამიანები, ხედავდნენ სასტიკ სისტემას და ხმას არ იღებდნენ.... დღეს რაღამ შეგაშინათ ხალხო? ნუთუ ასეთმა შოკისმომგვრელმა კადრებმა არ აგაღელვათ?“
„მირზა სუბელიანს კარგად ვიცნობ - მას ასეთი ლაპარაკი ახასიათებს, მაგრამ ის კაცია, რომელიც არასდროს წავა ოჯახის, მეგობრების, სვანური კლანის წინააღმდეგ“
იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციისას, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი ჯგუფი დააკავეს
„მალხაზ კობაურს ბრალად წარედგინა ქელები სმიტის და რაიან მაიკ სმიტის მკვლელობა, ანუ ბავშვისა და მამის მკვლელობა, რაც შეეხება ლორა სმიტს, მასთან დაკავშირებით მიმდნარეობს გამოძიება“
"ჯერ-ჯერობით მალხაზ კობაურს ლორა სმიტის გაუპატიურებაში არ ვედავებით"-პროკურატურა
"დეტალურ დონეზე ვიცით ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და გეგმავს ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით"
"ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვამდე რეალიზატორები ახალ მომხმარებელს ე.წ. "ფეიქებს" არანარკოტიკულ საშუალებებს ასაღებდნენ"- შსს
პოლიციამ სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის გოგონა იპოვა
როგორ გატეხა სიტყვა გიორგი თარგამაძემ და როგორ ცემეს სასიკვდილოდ მთავარი მოწმე სასამართლოში მისვლამდე
„სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად“
„გამიშვით, ვაბშე, მიშას დავბრიდავ, სამი-ოთხი თვე მოვამზადებ და... ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ“ - მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ახალი აუდიოჩანაწერი