"ჩვენ დავბრუნდებით და დავიბრუნებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მავთულხლართების მიღმა ცხოვრობენ"

ჩვენ დავბრუნდებით და დავიბრუნებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მავთულხლართების მიღმა ცხოვრობენ - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა განაცხადა.

 

„10 წლის წინ მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენებმა სამშობლოსთვის გულანთებული, ბევრი პატრიოტის სიცოცხლე შეიწირა. ქედს ვიხრი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების, ჩვენი ჯარისკაცების, იძულებით გადაადგილებული ოჯახების წინაშე.


სანამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარისკაცები დგანან და არ მაქვს უფლება ჩემი სოფლის ეკლესიაში თავისუფლად ვილოცო, დანებებას ვერაფერი მაიძულებს. ჩვენი ვალია მშვიდობიანი, გონივრული ქმედებებით უზრუნველვყოთ ქვეყნის გამთლიანება, განვითარებისკენ სვლა, საქართველოს თითოეული მოქალაქის თავისუფლება. აფხაზეთი, ქსნისა და ლიახვის ხეობები ისტორიული ქართული მიწაა და ვერანაირი მავთულხლართი და ხნული ვერ წაშლის საქართველოს ისტორიას, ძლიერებას და ერთიანობას.


მჯერა, ჩვენი ვაჟკაცების სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის. მჯერა, ჩვენი მომავალი თაობა გამთლიანებულ საქართველოში იცხოვრებს. საქართველოს გამარჯვება არაერთხელ უზეიმია და ეს დღე აუცილებლად დადგება. ჩვენ დავბრუნდებით და დავიბრუნებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მავთულხლართების მიღმა ცხოვრობენ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. 





მსგავსი სიახლეები
რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნიკა მელია და მიხეილ სააკაშვილი და რა ძველი წყენა გაუხსენა პარტიის ლიდერმა?
„ერთდროულად სამწუხარო და სამარცხვინო... ირინა ენუქიძის ადვოკატი არჩევნებში “ნაცების” მხარდაჭერით რომ იყრის კენჭს, აბა სხვა რა უნდა თქვა?!“
„სააკაშვილის გეგმები უკრაინაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით 300 დოლარიანი პიარია - იგი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა, ვინაიდან უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებით“
„გახარია დადის და გასათხოვარი ქალიშვილივით უპაჭუნებს თვალს ჟურნალისტებს, მაშინ როცა ერთმანეთზე გადადიან მომსახურების სააგენტოში ადამიანები მართვის მოწმობის ასაღებად“
„ვალდებული ვართ, ანაკლიის პროექტში ვიყოთ ინვესტორის მხარდამჭერები, მაგრამ ვერ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ინტერესებს დააზიანებს“
"ხმამაღლა აღიარეთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი - რატომ გვერიდება ამაზე საუბარი?"
"პატიოსან ქვეყანაში ხალხი ყველას გაგვყრიდა" - ადა მარშანია
„ჩემთვის გაუგებარია, როდესაც სააკაშვილი აკრიტიკებს ხაზარაძეს - ისინი ერთი გუნდი იყვნენ და სინქრონში მოქმედებდნენ ჩვენს წინააღმდეგ“
„თქვენ გააგზავნეთ ნოტა რუსეთთან, რომ გავდიოდით საომარი ზონიდან - ამ ნოტის ასლით ვომობ მე დღეს სტრასბურგში - რატომ მაომებთ ასლით, სად არის დედანი?“
„შეიძლება კობახიძე გადაიყვანონ უზენაეს სასამართლოში პირველ პირად - ხომ არ იკეთებს კობახიძე საყრდენს, რომ მყარად იყოს“
„მე ეს ეჭვი არ მაქვს, რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაცა დახვრიტა -ეს ეჭვი თუ გაქვთ, მაშინ ან დაამტკიცეთ ეს, ან ნუ ატრიალებთ სახელებს და გვარებს ცუდუბრალოდ აქეთ-იქით“
„საუბარი იმაზე, რომ მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის განხოციელება, არის იაფფასიანი სპეკულაცია“
"პატარა კაცუნებზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ" - ეკა ბესელია - ანრი ოხანაშვილზე
„ბოკერიას უთქვამს, გინდათ ერთიანობა? დაემშვიდობეთ მიშასო - ჰოდა, ჩასულა "დელეგაცია" მიშასთან“
„სააკაშვილმა დაბობმა ჩვენი მოსახლეობა, ცხინვალი, რომელიც ნაწილობრივ იყო დაცლილი - ამას ვთვლი როგორც შეცდომას და არა როგორც საქართველოს პასუხისმგებლობას ომში“
„ჩვენ ვიგრძენით ჩვენ თავზე, რომ ჩინჩალაძის სია ვერ გავიდოდა, გავიდოდა და დამთავრდებოდა ყველაფერი, ჩვენ დავმთავრდებოდით“
„რატომ კეტავთ კონკურსს და რატომ დებთ წინაპირობას, რომელიც რეალურად მხოლოდ მოქმედ მოსამართლეებს ან სააკაშვილის დროინდელებს უქმნის შესაძლებლობას, კონკურსში შემოვიდნენ“
"დატოვე ”ოცნება” და მიიღე მეზობელების სითბო" - გოცირიძის გამოსვლა, რომელმაც დეპუტატები გაამხიარულა [ვიდეო]
"როდესაც ადამიანი მიდის გუნდიდან, ის აღარ უნდა ჩაებღაუჭოს თანამდებობას"- მამუკა მდინარაძე - ზვიად კვაჭანტირაძეზე
"საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა" - მამუკა ბახტაძე