„თუ "ჩვენი მეგობრები არიან, ჩვენი სამშობლო უყვართ" და "მხოლოდ" სააკაშვილი სძულთ, მაშინ რაღატომ გვიქუცმაცებენ სამშობლოს და "ახალი რეალობის შეგუებისკენ" რატომ მოგვიწოდებენ?!“

ექსპერტი ჯუმბერ კირვალიძე სოციალურ ქსელში საინტერესო რიტორიკულ კითხვას სვამს და ცდილობს, თვითონვე უპასუხოს:

 

„ჩემთვის ცხადზე ცხადია, მაგრამ ზოგიერთისთვის "ჰაერში ტრიალებს" ერთი სამართლიანი, პოლიტიკური შინაარსის კითხვა, რომელიც ისტორიული სიმართლის დასადგენად პასუხს საჭიროებს, რადგანაც საქართველოს გამთლიანებისთვისაა აუცილებელი!.. პუწინი და რუსეთის სხვა ლიდერები, ყველა საჯარო გამოსვლაში "თავის გამართლებას ცდილობენ" და ამბობენ:"2008 წლის აგვისტოში, ჩვენ იძულებული ვიყავით გვეპასუხა სააკაშვილის ქმედებებისთვის და იგი შეგვეჩერებინაო"! - კი ბატონო, ამის თქმის საბაბ-მიზეზი ავანტიურისტმა სააკაშვილმა გარკვეულწილად მისცა ("სატოპკე აუწია"?!) რუსებს, მაგრამ, მაგ მართლაც ოკუპანტმა რუსეთმა, რატომღა "აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აფხაზეთი და ე.წ. "სამხრეთ ოსეთი" და რატომ განიზრახა საქართველოს დანაწევრება?! დიახ, პუწინი და რუსეთის სხვა ხელმძღვანელები, რუსულ და უცხოურ მასმედიაში მუდმივად, - "რუსი და ქართველი ხალხების მეგობრობაზე, სიყვარულზე და პატივისცემაზე" საუბრობენ?! მაგრამ, თუ "ჩვენი მეგობრები არიან, ჩვენი სამშობლო უყვართ" და "მხოლოდ" სააკაშვილი სძულთ, მაშინ რაღატომ გვიქუცმაცებენ სამშობლოს და "ახალი რეალობის შეგუებისკენ" რატომ მოგვიწოდებენ?! პუწინი, საქართველოს რას ერჩოდა, მისი დანაწევრება რატომ გადაწყვიტა, მას ხომ სააკაშვილის "დანაწევრება" უნდოდა, როგორც პირდებოდა, დავიჯერო გაუჭირდებოდა, ამგვარი "გამოცდილება" არა აქვთ რუსებს, თუ რა?! აგერ, ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი "საუკეთესო" ფაქტი მოვიძიე, რომლის ლინკსაც ვდებ! ყურადღებით წაიკითხეთ, განსაკუთრებით "ქართველმა პუწინისტებმა", რუსებმა შორეულ ავღანეთში "დასაჯეს" ის, ვინც უნდოდათ და ყურისძირში, საქართველოში ვერ შესძლებდნენ ამას?! რუსებმა ხელი აიღონ, ქვეყანას ნუ გვიხლეჩენ და სხვაზე, რაზეც უნდათ ვისაუბროთ! ხოლო, თუ სააკაშვილის "ზუბი" აქვთ, ბრწყინვალედ იციან, სად და როგორ არის!..“

 

ჰაზიფულა ამინი (حفيظ الله امين) (დ.1 აგვისტო1929 — გ. 27 დეკემბერი1979) — ავღანეთის მეორე პრეზიდენტი კომუნისტური ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს. ამინი ცდილობდა ავღანეთისაშშსა და პაკისტანის ინტერესების გატარებას ავღანეთის საშინაო პოლიტიკაში, რამაც საბჭოთა კავშირის უკმაყოფილობა გამოიწვია. ამინი ასევე ცდილობდა პუშტუნიზაციის პოლიტიკის გატარებას.1979 წლის 27 დეკემბერს რუსული კგბს სპეცრაზმი შეიჭრა მის სასახლეში და მოახდინა ამინის ლიკვიდაცია. ამინის შემდეგ საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით ავღანეთის პრეზიდენტი გახდა ბაბრაქ ქარმალი.





მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრმა რეგიონებში საკუთარი გუნდი ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებით დააკომპლექტა
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამომრჩეველს აუზში შეხვდა
„მიუბრძანებიათ საშა კაცმანი „ოცნების“ პიარჯგუფის უფროსობიდან“
„რამდენიმე ისეთი გურუ იჯდა დარბაზში, ვეტოს იქ ვერავის დაადებდა პრეზიდენტი და როგორია ამხელა დარბაზში ტყუილად შეკრება?“
„ჩვენ არაფერზე შევთანხმებულვართ. პრეზიდენტმა თქვა, რომ შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა ვერ გავიგეთ, როგორ უნდოდა ამაში ჩვენი ჩართვა“
"საქართველო მუდმივად არის გერმანიის პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებში"- დავით ზალკალიანი
"მინდა ჩამოვაყალიბოთ შეხედულება ერთ კანდიდატურაზე, რომელიც იქნება მაღალი კვალიფიკაციის, რომ განახორციელოს რეფორმა"
ვინ არიან ახალი გუბერნატორები, რომლებიც, მამუკა ბახტაძემ შვიდ რეგიონებში წარადგინა
„25 აგვისტოს სასტუმრო „ბეტსიში“ თუქულ-რუსული მასონური ლოჟა რომ შემოდის საქართველოში, ისევ სამშობლოს გამყიდველების ხელით, ჟურნალისტებს და ვისაც საჭიროა ძინავს?“
“ორ კვირაში გაიგებთ, ვის დავუჭერთ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე”
ცნობილი ხდება იმ გუბერნატორების ვინაობა, რომლებსაც ორშაბათს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგენს
„აქ სამწუხაროდ, უარესი სცენარია მოსალოდნელი - გარედან ინსპირირებული სისხლიანი ბუნტი, რისი მცირე რეპეტიციაც უკვე ჩატარდა ჯერ ბათუმში და მერე თბილისში
„ოცნება“ ფალსიფიცირებისთვის ემზადება, თუმცა ჩვენ მათ ამის უფლებას არ მივცემთ და ამიტომაც ვემზადები საქართველოში ჩასასვლელად - ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო“
„ცოტა თავხედურია ირანისგან, ჰიჯაბის მოხსნაზე თითი უქნიოს საქართველოს, როცა თავის ტერიტორიაზე ჩასულ ყველა ქალს ავალდებულებს, თავსაბურავით იარონ“
“ქართული ოცნება” მანევრის რეჟიმშია და არ გამოვრიცხავ, სალომე ზურაბიშვილი სხვა კანდიდატმა ჩაანაცვლოს“
"მომავალ პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენციის დატოვება მოუწევს"-მამუკა ბახტაძის მინიშნება
"ლარის კურსის ვარდნის გამო უახლოეს პერიოდში შესაძლოა, პური გაძვირდეს"–დავით ბაქრაძე
„დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიზირებული"- დავით ზალკალიანი
"ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი პოლიტიკური გზავნილი არის მშვიდობა"
„ჩემთვის უსიამოა იმის წარმოდგენა, 30 ოქტომბერს, როცა ყველაფერი გაირკვევა, როგორ უყვირებენ ვინმე "ჩვენ თვითონა" და ვინმე ხარატიშვილი - მაყუთი სადაა გოგო!“