„ის დანაშაულებრივი კორპორაცია, რომელმაც აგვისტოს ტრაგედია დაგვატეხა თავს - "საქართველო" სულაც არ არის“

ექსპერტი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომის თემაზე საპასუხო პოსტს აქვეყნებს:

 

„გამაოგნებლად გულსატკენია, როცა ის ადამიანები, ვინც მე ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროიდან თანამებრძოლებად მიმაჩნდა, იმის გამო, რომ გავბედე და აგვისტოს ომზე სიმართლე ვთქვი, რუსეთის ინტერესების დამცველად და ლამის, ქვეყნის მტრად მაცხადებენ. ორში ერთია - ან იმდენად უვიცნი არიან (რაც დაუჯერებელია!), რომ არ ესმით, რას ვამბობ, ანდაც ავიწყდებათ, რომ ის დანაშაულებრივი კორპორაცია, რომელმაც აგვისტოს ტრაგედია დაგვატეხა თავს - "საქართველო" სულაც არ არის. დიახ, ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ - აგვისტოს ომის დაწყება, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესებში იყო იმთავითვე და რამაც კატასტროფული შედეგები მოიტანა,, სწორედ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა; ხოლო ის საბედისწერო მოცემულობა, რომ რუსეთი საქართველოს სახელმწიფოებრიობის, რბილად რომ ვთქვათ, "სტრატეგიული მოწინააღმდეგეა" (თუ დაუძინებელი მტერი არა) არამც და არამც არ ნიშნავს, რომ აგვისტოს ტრაგედიისათვის სააკაშვილის კორპორაცია პასუხიმგებლობისგან უნდა გათავისუფლდეს. არსებითი აქ ის არის, რომ საუბედუროდ, როგორც ჩანს, ვერ ვთანხმდებით ყველაზე ფუნდამენტურ საკითხში და რაც არ უნდა საოცარი იყოს, სხვადასხვაგვარად გვესმის, თუ რა არის "საქართველო". ჩემთვის, დაწყებული ეროვნული მოძრაობიდან და ვგონებ, მანამდეც, საქართველო სუვერენული სუბიექტია - ერი-სახელმწიფოა, რომლის თავისუფლებისა და კეთილდღეობისათვის, სანამ პირში სული მიდგას, თავს არ დავზოგავ, რაც შემიძლია და როგორც შემიძლია, იმას გავაკეთებ. ვინც მიცნობს, ისიც უნდა იცოდეს, რომ ეს ლიტონი სიტყვები არ არის. საუბედუროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ თვით ჩემი ძველი თანამებრძოლების ნაწილიც კი, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, "საქართველოს" აღითქვამს არა ერი-სახელმწიფოდ, არ სუვერენულ სუბიექტად, არამედ ოდენ იმ ობიექტად, რადაც იგი სააკაშვილის კორპორაციამ აქცია: ეს არის სააკაშვილის კორპორაციის ძალაუფლების ნების ობიექტი, მათი ლუკმა, ფრაგმენტიზებული ტერიტორია და ბეჩავი მოსახლეობა, რასაც როგორც სურს და ნებავს, ისე მოეპრობა. აგვისტოს ომში სწორედ ეს არის არსებითი - იმდროინდელი ხელისუფლება, არა მხოლოდ ომის დაწყებისას, არამედ საერთოდაც მოიქცა არა ისე,როგორც ჯერ არს იქცეოდეს ერი-სახელმწიფოს ხელისუფლება, რომლისთვისაც ქვეყნის მუდმივი ეროვნული ინტერესებია ქცევის მთავარი მოტივი, არამედ - როგორც ავაზაკთა კორპორაცია, რომელიც ერთადერთი მიზნით ხელმძღვანელობს ყოველთვის - როგორმე ეს კორპორაცია არ დაზარალდეს, არამედ რამდენადაც შესაძლებელია, თუნდაც ეროვნული ინტერესების ხარჯზეც, ხეირი, მოგება ნახოს. სწორედ ამიტომ, აგვისტოს ომს განსხვავებული და ურთიერთსაპირისპირო შედეგები აქვს კორპორაციისა და ერი სახელმწიფოსთვის. აშკარაა - ერი- სახელმწიფოსთვის ეს იყო კატასტროფა. კორპორაციისთვის - არც არაფერი, მორიგი პოლიტიკური ტრიუკი, რაც ისევე, როგორვ ყველა დანარჩენი მათი ქმედება, მათივე ძალაუფლების განმტკიცებასა და მოსახვეჭელის მოხვეჭას ემსახურებოდა! ნისანდობლივია, რომ ამ კორპორაციას ომში გამარჯვებულადაც კი მიაჩნია თავი, რადგან თურმე "არ ჩამოიშალა" და იმ ობიექტზე, რასაც ცინიკურად თავად საქართველოს უწოდებს, ძალაუფლება შეინარჩუნა. მისთვის უცხოა პასუხისმგებლობის რაიმე გრძნობა, რაც ერი-სახელმწიფოს ნებისმიერ ხელისუფალს განსაკუთრებით გამძაფრებული უნდა ჰქონდეს. ეს რომ ასეა და არა სხვაგვარად, ნათლად დასტურდება იმ ვაკხანალიით, რაც მათ აგვისტოს ტრაგედიის 10 წლისთავზე ატეხეს: სინდისი ნატამალი ან ელემენტარული პასუხისმგებლობა რომ გააჩნდეთ, როგორ გაბედავდნენ და საერთოდ კრინტს დაძრავდნენ აგვისტოს ომზე?! ვისაც ისევ არ გესმით, რას ვამბობ, ნუ გაირჯებით და კომენტარებსაც ნუ დატოვებთ. აზრიც არა აქვს თქვენთან კამათს.“, წერს დავით ზარდიაშვილი.





მსგავსი სიახლეები
რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნიკა მელია და მიხეილ სააკაშვილი და რა ძველი წყენა გაუხსენა პარტიის ლიდერმა?
„ერთდროულად სამწუხარო და სამარცხვინო... ირინა ენუქიძის ადვოკატი არჩევნებში “ნაცების” მხარდაჭერით რომ იყრის კენჭს, აბა სხვა რა უნდა თქვა?!“
„სააკაშვილის გეგმები უკრაინაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით 300 დოლარიანი პიარია - იგი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა, ვინაიდან უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებით“
„გახარია დადის და გასათხოვარი ქალიშვილივით უპაჭუნებს თვალს ჟურნალისტებს, მაშინ როცა ერთმანეთზე გადადიან მომსახურების სააგენტოში ადამიანები მართვის მოწმობის ასაღებად“
„ვალდებული ვართ, ანაკლიის პროექტში ვიყოთ ინვესტორის მხარდამჭერები, მაგრამ ვერ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ინტერესებს დააზიანებს“
"ხმამაღლა აღიარეთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი - რატომ გვერიდება ამაზე საუბარი?"
"პატიოსან ქვეყანაში ხალხი ყველას გაგვყრიდა" - ადა მარშანია
„ჩემთვის გაუგებარია, როდესაც სააკაშვილი აკრიტიკებს ხაზარაძეს - ისინი ერთი გუნდი იყვნენ და სინქრონში მოქმედებდნენ ჩვენს წინააღმდეგ“
„თქვენ გააგზავნეთ ნოტა რუსეთთან, რომ გავდიოდით საომარი ზონიდან - ამ ნოტის ასლით ვომობ მე დღეს სტრასბურგში - რატომ მაომებთ ასლით, სად არის დედანი?“
„შეიძლება კობახიძე გადაიყვანონ უზენაეს სასამართლოში პირველ პირად - ხომ არ იკეთებს კობახიძე საყრდენს, რომ მყარად იყოს“
„მე ეს ეჭვი არ მაქვს, რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაცა დახვრიტა -ეს ეჭვი თუ გაქვთ, მაშინ ან დაამტკიცეთ ეს, ან ნუ ატრიალებთ სახელებს და გვარებს ცუდუბრალოდ აქეთ-იქით“
„საუბარი იმაზე, რომ მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის განხოციელება, არის იაფფასიანი სპეკულაცია“
"პატარა კაცუნებზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ" - ეკა ბესელია - ანრი ოხანაშვილზე
„ბოკერიას უთქვამს, გინდათ ერთიანობა? დაემშვიდობეთ მიშასო - ჰოდა, ჩასულა "დელეგაცია" მიშასთან“
„სააკაშვილმა დაბობმა ჩვენი მოსახლეობა, ცხინვალი, რომელიც ნაწილობრივ იყო დაცლილი - ამას ვთვლი როგორც შეცდომას და არა როგორც საქართველოს პასუხისმგებლობას ომში“
„ჩვენ ვიგრძენით ჩვენ თავზე, რომ ჩინჩალაძის სია ვერ გავიდოდა, გავიდოდა და დამთავრდებოდა ყველაფერი, ჩვენ დავმთავრდებოდით“
„რატომ კეტავთ კონკურსს და რატომ დებთ წინაპირობას, რომელიც რეალურად მხოლოდ მოქმედ მოსამართლეებს ან სააკაშვილის დროინდელებს უქმნის შესაძლებლობას, კონკურსში შემოვიდნენ“
"დატოვე ”ოცნება” და მიიღე მეზობელების სითბო" - გოცირიძის გამოსვლა, რომელმაც დეპუტატები გაამხიარულა [ვიდეო]
"როდესაც ადამიანი მიდის გუნდიდან, ის აღარ უნდა ჩაებღაუჭოს თანამდებობას"- მამუკა მდინარაძე - ზვიად კვაჭანტირაძეზე
"საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა" - მამუკა ბახტაძე