გიორგი ჭანტურიას საგამოძიებო უწყებებმა იარაღი ჩაუდეს

ენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ანა კეკენაძე ვარაუდობს, რომ ჭანტურიას საგამოძიებო უწყებებმა იარაღი ჩაუდეს. როგორც კეკენაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა აქტიური თვალთვალი თავად გიორგი ჭანტურიაზე და ასევე იმ მისამართებზე, სადაც დაკავებული ხშირად იმყოფებოდა. კეკენაძის თქმით, სამართალდამცველებისთვის სავარაუდოდ ცნობილი გახდა, რომ ჭანტურიას მამის სახლში პრაქტიკულად არავინ იმყოფებოდა, სარდაფის კარიც მარტივად იხსნებოდა და შესაბამისად საკუთარი გეგმა სისრულეში მოიყვანეს.



„თავად გიორგი ჭანტურია აღწერს და ყვება, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა თვალთვალი. შსს-ს მანქანები დაჰყვებოდნენ, როგორც გიორგი ჭანტურიას, ასევე მისი ოჯახის წევრებს და საცხოვრებელ მისამართებზეც ხდებოდა მათი მორიგეობა. ამ ყველაფერს მოჰყვა ის, რომ ძალიან კარგად გახდა ცნობილი პოლიციისთვის, რომ გიორგი ჭანტურიას მამის საცხოვრებელ სახლში, ბოლო კვირების განმავლობაში ფაქტობრივად არავინ იმყოფებოდა, სახლი ფაქტობრივად ცარიელი იყო, ვინაიდან გიორგის და მარიამ ჭანტურია არ იმყოფება ქალაქში, ზურაბ ჭანტურია კი ძირითადად არ იმყოფებოდა სახლში. საგამოძიებო უწყებებმა იხელთეს დრო. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, როგორ შეიძლებოდა სახლში მარტივად შეღწევა. იმ სარდაფის კარი, საიდანაც იარაღების ამოღება მოხდა, ძალიან მარტივად იხსნება. შესაბამისად, მათ ბოლო პერიოდში დასახეს ეს გეგმა და შემდეგ უკვე მოიყვანეს სისრულეში“, - განაცხადა კეკენაძემ.



ადვოკატის ეჭვებს ისიც ამყარებს, რომ 7 თვის წინ ჩატარებული ჩხრეკებისას, პოლიციამ ძებნა პირველი სართულიდან დაიწყო, სადაც ოთახები მდებარეობდა. 





მსგავსი სიახლეები
როგორ ანაზღაურდება ზეგანაკვეთური სამუშაო ახალი კანონმდებლობით
ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა
სამართალდამცველებმა „მის საქართველო 2003"-ის, ირინა ონაშვილის გაქურდვის ბრალდებით 45 წლამდე ასაკის ქალი დააკავეს
„გგონიათ მამუკა ხაზარაძე თავისით გადადგა? აქციონერთა საბჭომ შეწყვიტა სასამართლო დავა და საბჭომვე გამოუცხადა მმართველობას, დაეტოვებინათ პოსტები“
თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ზვიად კუპრავას პატიმრობა გირაოს პირობების დარღვევის გამო შეეფარდა
საგამოძიებო სამსახურმა ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა
ვერცხლის ქუჩის მკვლელობის ახალი დეტალები - ზვიად ჯაფარიძეს Volkswagen-ის მარკის ავტომობილიდან ალექსანდრე ბიძინაშვილმა 7-ჯერ ესროლა, იმ ადამიანის ძმამ, ვინც მანამდე ჯაფარიძემ დაჭრა
ინგლისის სასამართლოში - “რომან ფიფია BGEO PLC ჯგუფის წინააღმდეგ“ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
შსს-მ პატრულ-ინსპექტორი დააკავა
„მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება ყველაზე შემზარავი სცენარით - უნდა მოეკლათ პატრიარქი და უნდა დაბრალებოდა შორენას, როგორც შემსრულებელს და ხელისუფლებას - როგორც დამკვეთს“
„ველოდები ზვიად კუპრავას დაკავებას“ - კუპრავა კი გამომძიებელთან მისვლას არ აპირებს
ვერცხლის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი - მას ცეცხლნასროლი ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული
„არამოსამართლე წევრების ბრალდება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეგნებულად აჭიანურებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს, ყოვლად უსაფუძვლოა“
„ეთიკური და კონსტიტუციური სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით, იუსტიციის საბჭო საზოგადოებასთან დიდ კონფლიქტში შევიდა“
„ახლა აღარ მოწონს რუსთავი 2-ად წოდებული ბოროტების ბუდე, მოსამართლე ალანიას - ჯერ სად ხართ, თქვენო ღირსებავ, ჯერ სად ხართ!“
„რომ არ დაგვბრალდეს, სასამართლო თავისუფალი მედიის წინააღმდეგ რეპრესიულ ღინისძიებებს ახორციელებს, შესაძლოა, ჩვენ უბრალოდ, დასაბუთებული განცხადებით შემოვიფარგლოთ“
„როგორც პარლამენტარი მივესალმები "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელების გადაწყვეტილებას, ამ პროცესში ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს არანაირი ინტერესი არ აქვს“
„17 მილიონი დოლარი, რომელიც ვისესხეთ, გადაირიცხა მსოფლიო ბანკში და „თიბისი ბანკის“ კაპიტალში“ - მოთხოვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა თიბისი-ს დამფუძნებლებს წილების დათმობა?
"TBC ბანკს” ზიანი არ უნდა მიადგეს, მამუკა ხაზარაძემ კი ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გასცეს"
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი სერტიფიკატებისა და ბარათების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა