„ორი ღორი“ - თქვენ თანახმა ხართ, რომ ასეთი ლექსებით ისწავლონ თქვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ქართული?“

ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში აფასებს პირველკლასელთათვის განკუთვნილ ერთ-ერთ სახელმძღვანელოს და წერს:

 

„ეს არის გამომცემლობა "ტრიასის" მიერ პირველკლასელთათვის მომზადებული სახელმძღვანელოსთვის (დედაენისთვის) შერჩეული ერთ-ერთი ლექსი. მე ეს ლექსი არ მომწონს - ვისურვებდი, უფრო გემოვნებიანი ტექსტები შეერჩიათ წიგნისთვის. სხვა ხარვეზებზე ამჯერად არაფერს ვიტყვი, მაგრამ საზოგადოებას შევეკითხები: თქვენ თანახმა ხართ, რომ ასეთი ლექსებით ისწავლონ თქვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ქართული?

ო რ ი ღ ო რ ი

ერთი, ორი, ერთი, ორი, გზაზე მიდის ორი ღორი.
ცოტა ხნის წინ იქორწინეს, არ გასულა კვირა ორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, გაიარეს ქუჩა ორი.
ჭიშკარს აღებს დედა ღორი, სად წავიდა მამა ღორი?
ერთი, ორი, ერთი, ორი, ეზოში დგას დედა ღორი.
აქეთ-იქით იყურება: არსად არ ჩანს მამა ღორი.
სუფრას აწყობს დედა ღორი, მოიტანა სკამი ორი,
ჭიქა - ორი, კოვზი - ორი, ფაიფურის თეფშიც - ორი.
ნერვიულობს დედა ღორი, რატომ არ ჩანს მამა ღორი?
5-3-7-2, მობილურით რეკავს ღორი.
ზარი გადის, არ პასუხობს, დაეკარგა მამა ღორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, ყველგან ეძებს დედა ღორი,
აქეთ ეცა, იქით ეცა, მოირბინა ქუჩა ორი.
ღელავს, ოხრავს, ნერვიულობს, სადღაც გაქრა მამა ღორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, შინ ბრუნდება დედა ღორი.
იქნებ კარგად ვერ მოძებნა და სახლშია მამა ღორი?
არსადაც არ დაკარგულა, ყვავილებს კრეფს მამა ღორი!
ძლიერ უნდა, ამ საღამოს გაახაროს დედა ღორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, შინ ბრუნდება მამა ღორი.
ცოლს მიართვა თაიგული, გაახარა დედა ღორი.
სიყვარულით გაფერადდა სახლი, ეზო, მთა და გორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, სუფრას უზის ორი ღორი,
სკამიც - ორი, ჭიქაც - ორი, კოვზიც - ორი, თეფშიც - ორი.
ყვავილები ძლიერ მოსწონს, იღიმება დედა ღორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, ჭურჭელს რეცხავს ორი ღორი.
ჭიქა - ორი, კოვზი - ორი, ფაიფურის თეფშიც - ორი.
ახლა დროა დაისვენონ, დაიღალა ორი ღორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, ნამდვილია, განა ჭორი,
დღესაც ცხოვრობს ლამაზ ქოხში ბედნიერად ორი ღორი.
ერთი არის დედა ღორი, მეორეა მამა ღორი.
გოჭებიც ჰყავთ ვარდისფერი, თან თორმეტი, განა ორი?
ქატოც - აქა, ფქვილიც - აქა! ერთი, ორი, ერთი, ორი.

ასეთი ვრცელი (განსაკუთრებით - პირველკლასელთათვის), ალოგიკური და მდარე გემოვნების განმასახიერებელი "ლექსის" დაწვრილებითი ანალიზითა და განხილვით მკითხველს არ გადავღლი - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ტექსტი საკუთარ თავზე უკიდურესი თვალსაჩინოებით "ლაპარაკობს". ორი კითხვა კი უნდა დავსვათ:

1. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ამ "შედევრის" შეტანა დედაენაში და როგორ მეტყველებს ეს არჩევანი ავტორთა ჯგუფის კომპეტენციასა და გემოვნებაზე?
2. იმ ადამიანებს (მაინცდამაინც ბევრნი არ არიან), რომლებიც ამ სახელმძღვანელოს იცავენ ("ინოვაციურად" და "საუკეთესოდ", ასევე - სხვა სახელმძღვანელოთა შორის გამორჩეულად მიიჩნევენ), ასეთი ტექსტები ძალიან ეძვირფასებათ?





მსგავსი სიახლეები
როგორ ატარებს ზაფხულს ორსული ანუკი არეშიძე ოჯახთან ერთად
„რამდენი ასეთი გოგო და ბიჭია, რომელსაც ეშინია არა ვიღაც გარეწარის, არამედ, საკუთარი ოჯახის“
„სახალხოდ ვაცხადებ, კანონს არ დაველოდები, სათითაოდ მოგაკითხავთ და დაგლეწავთ!!! მუქარა და მერე შესრულება, როგორი ვიცი, კი უნდა გახსოვდეთ!“
„სახალხოდ ვაცხადებ, კანონს არ დაველოდები, სათითაოდ მოგაკითხავთ და დაგლეწავთ!!! მუქარა და მერე შესრულება, როგორი ვიცი, კი უნდა გახსოვდეთ!“
„რა სულელპეტრე ხარ, ლიფტი რამ მოგაფიქრებინა?! ბოლოს რომ გნახე, მივხვდი, დაღლილი იყავი, მეგობარო, სულ მეფიქრებოდა, ვაითუ ვეღარ გაუძლოს, მეთქი“
ახლახან საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
გაზზე მომუშავე ავტომანქანების 28%-მა ტექინსპექტირება ვერ გაიარა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 19:00 - 24:00 საათამდე თელავიდან შემოსულია 101 შეტყობინება
თბილისში არსებული ყველა პატარა მდინარე მუდმივი მონიტორინგის რეჟიმშია
წყლის ჭარბი ნაკადის გამო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - მდინარე ვერეს ხეობაში, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ძლიერმა სეტყვამ თელავი და მიმდებარე სოფლები, ასევე, ახმეტის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დააზარალა
„მე ის ქართველი ვარ და ამავდროულად ის ოსი, რომლის წინაპრები დიდგორის ველზე აღმაშენებლის გვერდით იდგნენ!“
18 წლის მათე კვარაცხელიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა: „უბრალოდ, დამმარხეთ და მეტი არაფერი. სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არ მჯერა“
აბასთუმანი - საირმის დამაკავშირებელი 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება
ყოფილი „ლეოგრანდი“ დაილუქა
„ვინც „ვალსარტანის“ შემცველ მედიკამენტებს იღებს, მკურნალობა არ უნდა შეწყვიტოს, თუმცა აუცილებლად უნდა ნახოს სია, რომელი კომპანიის მედიკამენტს ეხება აკრძალვა“
კიბოს რისკის შემცველი სახიფათო მედიკამენტები საქართველოს სააფთიაქო ქსელებში და საშიში წამლების სია
„თავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო“
„ერთი სიმპათიური ბიჭი, მშვენიერი მსახიობი ლიფტში უპოვიათ გარდაცვლილი...როგორ ვილევით“