"მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" - მამუკა ბახტაძე

მშვიდობას აღარაფერი უნდა დაემუქროს ჩვენს ქვეყანაშირადგან მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართლ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 10 ლის წინ რუსეთის ფედერაციამ ქართულ სახელმწიფოებრიობაზე კიდევ ერთი აგრესია მიიტანა და ეს იყო ყველაზე ტრაგიკული დღეები საქართველოსუახლეს ისტორიაში.

რუსული აგრესიაჩვენი ტერიტორიების ოკუპაციამსხვერპლიათობით ათასი დევნილი, მოუშუშებელი ტკივილია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ეს იყო ძალიან მძიმე დღეები, რომელმაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის გზა, რომელზეც საქართველო მტკიცედ დგას, რა თქმა უნდა, აღსავსეა გამოწვევებით, მაგრამ ამავე დროს გვაჩვენა ის, რომ ჩვენი ქვეყნისა და ერის ერთიანობით დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

ჩვენი პასუხი ამ აგრესიაზე, ამ გამოწვევაზე, არის მშვიდობა, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, ევროპული ხარისხის და ფილოსოფიის სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და რა თქმა უნდა - საქართველოს დაბრუნება თავის ოჯახში - ევროპულ ცივილიზაციაში", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა იმ ოჯახებთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა, რომლებმაც შვილები, ძმები, დები, მშობლები, მეგობრები დაკარგეს და აღნიშნა, რომ განწყობა არის ერთი - მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. „მშვიდობა მოგვიტანს ისეთ საქართველოს, რომელიც იქნება და არის ერთდერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, რომ ერთად ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება და ამ პროგრამებს აუცილებლად წარმატებით დავასრულებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი აგვისტოს საქართველოში პოლონეთისლიეტუვასლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და უკრაინის ვიცე-პრემიერის ვიზიტს გამოეხმაურარომელთა მონაწილეობით ომიდან10 წლისთავზე გაიმართა მრგვალი მაგიდა სიმბოლური სახელით - „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის".

„ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ინსტიტუტებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს ჩვენი ქვეყნისა და იმ ფასეულობების მხარდამჭერი მკაფიო განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით.მსურს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხდო ჩვენს მეგობარ ქვეყნებს იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვისრაც მათ ამ დღეებში კიდევ ერთხელ გვაჩვენესამასთან ერთად, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ არსებობს სურვილები, აღდგეს საერთაშორისო ურთიერთობები. ბევრი სხვა ტიპის განცხადებაც მოვისმინეთ. ამაზე ჩვენი პასუხი ძალიან მარტივია - 2008 წელს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, შესაბამისად, მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს, შესრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან. ეს იქნება სწორედ ყველაზე სწორი სიგნალი იმისთვის, რომ დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





მსგავსი სიახლეები
რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნიკა მელია და მიხეილ სააკაშვილი და რა ძველი წყენა გაუხსენა პარტიის ლიდერმა?
„ერთდროულად სამწუხარო და სამარცხვინო... ირინა ენუქიძის ადვოკატი არჩევნებში “ნაცების” მხარდაჭერით რომ იყრის კენჭს, აბა სხვა რა უნდა თქვა?!“
„სააკაშვილის გეგმები უკრაინაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით 300 დოლარიანი პიარია - იგი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა, ვინაიდან უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებით“
„გახარია დადის და გასათხოვარი ქალიშვილივით უპაჭუნებს თვალს ჟურნალისტებს, მაშინ როცა ერთმანეთზე გადადიან მომსახურების სააგენტოში ადამიანები მართვის მოწმობის ასაღებად“
„ვალდებული ვართ, ანაკლიის პროექტში ვიყოთ ინვესტორის მხარდამჭერები, მაგრამ ვერ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ინტერესებს დააზიანებს“
"ხმამაღლა აღიარეთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი - რატომ გვერიდება ამაზე საუბარი?"
"პატიოსან ქვეყანაში ხალხი ყველას გაგვყრიდა" - ადა მარშანია
„ჩემთვის გაუგებარია, როდესაც სააკაშვილი აკრიტიკებს ხაზარაძეს - ისინი ერთი გუნდი იყვნენ და სინქრონში მოქმედებდნენ ჩვენს წინააღმდეგ“
„თქვენ გააგზავნეთ ნოტა რუსეთთან, რომ გავდიოდით საომარი ზონიდან - ამ ნოტის ასლით ვომობ მე დღეს სტრასბურგში - რატომ მაომებთ ასლით, სად არის დედანი?“
„შეიძლება კობახიძე გადაიყვანონ უზენაეს სასამართლოში პირველ პირად - ხომ არ იკეთებს კობახიძე საყრდენს, რომ მყარად იყოს“
„მე ეს ეჭვი არ მაქვს, რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაცა დახვრიტა -ეს ეჭვი თუ გაქვთ, მაშინ ან დაამტკიცეთ ეს, ან ნუ ატრიალებთ სახელებს და გვარებს ცუდუბრალოდ აქეთ-იქით“
„საუბარი იმაზე, რომ მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის განხოციელება, არის იაფფასიანი სპეკულაცია“
"პატარა კაცუნებზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ" - ეკა ბესელია - ანრი ოხანაშვილზე
„ბოკერიას უთქვამს, გინდათ ერთიანობა? დაემშვიდობეთ მიშასო - ჰოდა, ჩასულა "დელეგაცია" მიშასთან“
„სააკაშვილმა დაბობმა ჩვენი მოსახლეობა, ცხინვალი, რომელიც ნაწილობრივ იყო დაცლილი - ამას ვთვლი როგორც შეცდომას და არა როგორც საქართველოს პასუხისმგებლობას ომში“
„ჩვენ ვიგრძენით ჩვენ თავზე, რომ ჩინჩალაძის სია ვერ გავიდოდა, გავიდოდა და დამთავრდებოდა ყველაფერი, ჩვენ დავმთავრდებოდით“
„რატომ კეტავთ კონკურსს და რატომ დებთ წინაპირობას, რომელიც რეალურად მხოლოდ მოქმედ მოსამართლეებს ან სააკაშვილის დროინდელებს უქმნის შესაძლებლობას, კონკურსში შემოვიდნენ“
"დატოვე ”ოცნება” და მიიღე მეზობელების სითბო" - გოცირიძის გამოსვლა, რომელმაც დეპუტატები გაამხიარულა [ვიდეო]
"როდესაც ადამიანი მიდის გუნდიდან, ის აღარ უნდა ჩაებღაუჭოს თანამდებობას"- მამუკა მდინარაძე - ზვიად კვაჭანტირაძეზე
"საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა" - მამუკა ბახტაძე