"ქართველო "პუწინისტებო და მიშისტებო", რით ახსნით, რომ - პუტინი სააკაშვილის "დანაწევრებას" აპირებდა და "გადაიფიქრა", მის ნაცვლად კი , - საქართველო დაანაწევრა"!

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ,,ჯორჯიან თაიმსთან" აცხადებს:

ჩემთვის ცხადზე ცხადია, მაგრამ ზოგიერთისთვის "ჰაერში ტრიალებს" ერთი სამართლიანი, პოლიტიკური შინაარსის კითხვა, რომელიც ისტორიული სიმართლის დასადგენად პასუხს საჭიროებს, რადგანაც საქართველოს გამთლიანებისთვისაა აუცილებელი!..


პუწინი და რუსეთის სხვა ლიდერები, ყველა საჯარო გამოსვლაში "თავის გამართლებას ცდილობენ" და ამბობენ:"2008 წლის აგვისტოში, ჩვენ იძულებული ვიყავით გვეპასუხა სააკაშვილის ქმედებებისთვის და იგი შეგვეჩერებინაო"! - კი ბატონო, ამის თქმის საბაბ-მიზეზი ავანტიურისტმა სააკაშვილმა გარკვეულწილად მისცა ("სატოპკე აუწია"?!) რუსებს, მაგრამ, მაგ მართლაც ოკუპანტმა რუსეთმა, რატომღა "აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აფხაზეთი და ე.წ. "სამხრეთ ოსეთი" და რატომ განიზრახა საქართველოს დანაწევრება?!
დიახ, პუწინი და რუსეთის სხვა ხელმძღვანელები, რუსულ და უცხოურ მასმედიაში მუდმივად, - "რუსი და ქართველი ხალხების მეგობრობაზე, სიყვარულზე და პატივისცემაზე" საუბრობენ?! მაგრამ, თუ "ჩვენი მეგობრები არიან, ჩვენი სამშობლო უყვართ" და "მხოლოდ" სააკაშვილი სძულთ, მაშინ რაღატომ გვიქუცმაცებენ სამშობლოს და "ახალი რეალობის შეგუებისკენ" რატომ მოგვიწოდებენ?!
პუწინი, საქართველოს რას ერჩოდა, მისი დანაწევრება რატომ გადაწყვიტა, მას ხომ სააკაშვილის "დანაწევრება" უნდოდა, როგორც პირდებოდა, დავიჯერო გაუჭირდებოდა, ამგვარი "გამოცდილება" არა აქვთ რუსებს, თუ რა?! აგერ, ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი "საუკეთესო" ფაქტი მოვიძიე, რომლის ლინკსაც ვდებ! 

https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98 - (ჰაზიფულა ამინი, - ავღანეთის მეორე პრეზიდენტი! ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, ამინი ცდილობდა ავღანეთში, აშშ-სა და პაკისტანის ინტერესების გატარებას, რამაც საბჭოთა კავშირის უკმაყოფილობა გამოიწვია და 1979 წლის 27 დეკემბერს, რუსული "კგბ-ს" სპეცრაზმი შეიჭრა პრეზიდენტის სასახლეში და მოახდინა ამინის ლიკვიდაცია)! - ყურადღებით წაიკითხეთ, განსაკუთრებით ქართველმა "პუწინისტებმა და მიშისტებმა"! რუსებმა, როცა დასჭირდათ შორეულ ავღანეთში დასაჯეს ის, "ვინც უნდოდათ" და ყურისძირში, საქართველოში ვერ შესძლებდნენ იგივეს გაკეთებას, რომ "მართლა სდომებოდათ"?! იცით რა, რუსებმა ხელი უნდა აიღონ, ჩვენი ქვეყანის გახლეჩვაზე და სხვა საკითხებზე, რაზეც უნდათ ვისაუბროთ! ხოლო, თუ სააკაშვილის "ზუბი" აქვთ, მათ ბრწყინვალედ იციან, სად და როგორ არის იგი!..





მსგავსი სიახლეები
"საპრეზიდენტო არჩევნები ცუდად ჩატარდა, მაგრამ მე-5 პრეზიდენტი ლეგიტიმურია"-გიორგი მარგველაშვილი
"იმედი გვქონდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თბილისის მტრული რიტორიკა შეიცვლებოდა, თუმცა..."
"16 დეკემბერს "ნაცმოძრაობისგან" პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს"
"კარგი იქნება თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნდება" - გიორგი მარგველაშვილი
„ქართველები ვალდებულები არიან, ოსებს უფასოდ უმკურნალონ“ - დიმიტრი მედოევი
„საქართველოს მთავრობამ, გამარჯვებასთან ერთად, არჩევნების ნეგატიური მხარეც უნდა გაითავისოს“
„ადამიანის და გარეწრის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი და მორჩა!“
„ირაკლი კობახიძე შეუფერებელია თანამდებობისთვის, ის ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე“
ტყუის თუ არა ამერიკული ჟურნალი Foreign Policy? სადაო საკითხი - აშშ-ის ელჩის დანიშვნა საქართველოში
„კოლეგების უპასუხისმგებლობის გამო დღეს ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ შედგა“
საქართველო უარს აცხადებს ამერიკის მიერ შერჩეული ელჩისათვის თანხმობის მიცემაზე - იგი მიხეილ სააკაშვილის ზედმეტად მხარდამჭერიაო
"ალიანსი აღიარებს, რომ რუსეთი თავის აგრესიულ საქციელს არ ცვლის"
"რა უნდა გელაპარაკო, შენ ხარ ჩვეულებრივი ყეყეჩი ადამიანი, არაფერი შენ არ გესმის" - ზაზა პაპუაშვილი - გიგა ბოკერიას
"თქვენ მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა!" - ირმა ინაშვილი - ოპოზიციას (ვიდეო)
"მომავალ წელს ქართველი ხალხი იხილავს გაცილებით მეტ ნატო-ს საქართველოში უმაღლეს დონეზე"
„უცხოელები ფლობენ, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მხოლოდ 0,7-0,8 % - ქართული მიწათმოქმედების მთვარი პრობლემა აგრარული პოლიტიკის საერთოდ არქონაა“
სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოს და სალომე ზურაბიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს ხვალ ეწვევა
"გამორიცხულია, სამხრეთ ოსეთი ოდესმე საქართველოს ნაწილი გახდეს"
"მთაში კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დავაზღვიოთ საფრთხეები"