შეიწყალებენ თუ არა ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მამალაძეს?

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს დაკავებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს. დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა იქიდან გამომდინარე მოხდა, რომ არამარტო ადვოკატებმა, არამედ საზოგადოების სრულმა სპექტრმა დაინახა, საქმეში როგორი სამართლებრივი დარღვევები არსებობს და “როგორი გამრუდებული მართლმსაჯულებით გაიარა საქმემ პროცესები გამოძიებით დაწყებული, უზენაესი სასამართლოთი დასრულებული, რომელსაც იმის უნარი არ აღმოაჩნდა, რომ საქმე წარმოებაში მიეღო“.



„აქედან გამომდინარე, ვის, თუ არა პრეზიდენტს აქვს პასუხისმგებლობა და უფლება, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შეიწყალოს, ვინაიდან ჩვენ ყველა ძირითადი სამართლებრივი დარღვევები, რაც ამ საქმეშია, რა თქმა უნდა, მივაწოდეთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დავურთეთ გარკვეული შინაარსის დოკუმენტები, რომელიც აფიქრებინებს და დაარწმუნებს საქართველოს პრეზიდენტს, რომ რეალურად ეს საქმე არის მიკერძოებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ექნება ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მას ობიექტურ გადაწყვეტილებას მიაღებინებს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არის ქართული მართლმსაჯულების მსხვერპლი და გარკვეული ჯგუფების ინტერესებს შეეწირა”,-აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ. 



შეკითხვაზე, აქვთ თუ არა მოლოდინი ადვოკატებს, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს, გიორგი ფანცულაიამ უპასუხა, რომ მას ვერ წარმოუდგენია, თხოვნაზე სწორი გადაწყვეტილება არ მიიღოს პრეზიდენტმა და დეკანოზი არ შეიწყალოს. 



„მე, უბრალოდ ამ ქვეყნის მოქალაქეს, იურისტს, რომელმაც ამ შუამდგომლობის შინაარსი კარგად იცის, ვერ წარმომიდგენია, საქართველოს პრეზიდენტმა სწორი რეაგირება არ მოახდინოს და დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალოს. საქართველოს პრეზიდენტს ამ ნაბიჯის გადადგმა არ უნდა გაუჭირდეს, ვინაიდან, თუ ამ საქმით დაინტერესებული და მიკერძოებული არ არის ადამიანი და არის ნებისმიერი რიგითი მოქალაქე, არავის არ ექნება პროტესტის გრძნობა, თუ რატომ შეიწყალა გიორგი მამალაძე, უფრო მეტი - მათ ამ საკითხზე პრეზიდენტის მიმართ თანაგრძნობა ექნებათ”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.



დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა. 



დეკანოზი სასამართლომ 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მამა გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი ე.წ. ციანიდის საქმეზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო. 





მსგავსი სიახლეები
ახლახან დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს
სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოკითხვა დასრულდა
უვადო პატიმრობამისჯილი შალვა აბულაძე, იგივე „შალალო“ პროკურატურას სხვადასხვა გახმაურებული საქმის რეალურ დამნაშავეებს უსახელებს - ადვოკატი ოპოზიციის წარმომადგენლების დაჭერებს აანონსებს
სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოკითხვა მიმდინარეობს
იტალიაში 71 არალეგალი მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ სოფელ ლამბალოს მკვიდრი არასრულწლოვანი გოგონა თავშესაფარში გადაიყვანა
"მირზა სუბელიანმა ფეხებზე, ხელსა და კისერზე დაზიანებები სუიციდის მცდელობის გამო მიიღო"-ადვოკატი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშების გაცემის ფაქტები გამოავლინა
მირზა სუბელიანი უარყოფს ინფორმაციას მის ცემასთან დაკავშირებით, თუმცა სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნება
„გამახსენდა წინა ხელისუფლების პერიოდი, როცა შეშინებული ადამიანები, ხედავდნენ სასტიკ სისტემას და ხმას არ იღებდნენ.... დღეს რაღამ შეგაშინათ ხალხო? ნუთუ ასეთმა შოკისმომგვრელმა კადრებმა არ აგაღელვათ?“
„მირზა სუბელიანს კარგად ვიცნობ - მას ასეთი ლაპარაკი ახასიათებს, მაგრამ ის კაცია, რომელიც არასდროს წავა ოჯახის, მეგობრების, სვანური კლანის წინააღმდეგ“
იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციისას, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი ჯგუფი დააკავეს
„მალხაზ კობაურს ბრალად წარედგინა ქელები სმიტის და რაიან მაიკ სმიტის მკვლელობა, ანუ ბავშვისა და მამის მკვლელობა, რაც შეეხება ლორა სმიტს, მასთან დაკავშირებით მიმდნარეობს გამოძიება“
"ჯერ-ჯერობით მალხაზ კობაურს ლორა სმიტის გაუპატიურებაში არ ვედავებით"-პროკურატურა
"დეტალურ დონეზე ვიცით ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და გეგმავს ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით"
"ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვამდე რეალიზატორები ახალ მომხმარებელს ე.წ. "ფეიქებს" არანარკოტიკულ საშუალებებს ასაღებდნენ"- შსს
პოლიციამ სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის გოგონა იპოვა
როგორ გატეხა სიტყვა გიორგი თარგამაძემ და როგორ ცემეს სასიკვდილოდ მთავარი მოწმე სასამართლოში მისვლამდე
„სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად“
„გამიშვით, ვაბშე, მიშას დავბრიდავ, სამი-ოთხი თვე მოვამზადებ და... ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ“ - მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ახალი აუდიოჩანაწერი