აგვისტოს ომის 'ნათელი' და ბნელი მხარეები - რა მოგვცა რუსეთ-საქართველოს ომმა და რა დაგვაკარგვინა?

10 წელი აგვისტოს ომიდან - მოვლენიდან, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთის იმპერიალისტურ დამოკიდებულებას და მიზნებს საქართველოს მიმართ. მოვლენა, რომელმაც იმსხვერპლა 170 ქართველი სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე; წარმოქმნა დევნილთა ახალი ტალღა. როგორია შეფასებები აგვისტოს ომის 10 წლისთავიდან, როგორ იმოქმედა ამ მოვლენებმა ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური განვითარების ხასიათზე და საერთაშორისო სტატუსზე, როგორი იქნებოდა საქართველო დღეს, რომ არა აგვისტოს ომი? - ამ თემებზე „ეურუსთან“ პოლიტოლოგი გია ნოდია და სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე საუბრობენ.


გია ნოდია მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საკითხისადმი საზოგადოების მოლოდინი შეიცვალა - ნათლად გამოჩნდა, რომ ეს არის გრძელვადიანი პროცესი; პოლიტოლოგი ასევე აქცენტს აკეთებს ომის შემდგომ პრორუსული ძალების გამოვლენაზე, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ სივრცეში, თუმცა ფიქრობს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა უპირატესობას მაინც პროდასავლურ მომავალს ანიჭებს:

 

„მგონია, რომ რაიმე რადიკალური გავლენა აგვისტოს ომს ქვეყნის შიდაპოლიტიკურ განვითარებაზე არ მოუხდენია. მთავარი ალბათ ის იყო, რომ თუ აქამდე დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება ითვლებოდა ისეთ პრობლემად, რომლის გადაწყვეტაზეც ხელისუფლებამ აქტიურად უნდა იმუშაოს, ომის შემდგომ საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს არის ძალიან გრძელვადიანი პრობლემა და პროცესი; გასაგებია, რომ ეს პრობლემა რჩება ძალიან მნიშვნელოვნად საქართველოსთვის, მაგრამ ყოველდღიური პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამ საკითხმა ერთგვარად უკანა პლანზე გადაინაცვლა, რადგან ძალიან გრძელვადიანი პრობლემაა. მეორე მნიშვნელოვანი გავლენა ალბათ არის ის, რომ ტაბუ აეხსნა პრორუსულ ეთიკას - თუ აქამდე საქართველოში არ არსებობდა მეტ-ნაკლებად გავლენიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ახლა ასეთი ძალები გამოჩნდნენ. ეს ძალები არ არიან ძალიან გავლენიანნი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისინი მაინც არიან- „პატრიოტთა ალიანსი“ პირველი ასეთი ძალაა, რომელიც პარლამენტშიც აღმოჩნდა. ზოგადად, საზოგადოებრივ დისკუსიებშიც უფრო ჩაერთნენ და გააქტიურდნენ ისეთი ჯგუფები თუ ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციას ეჭვქვეშ აყენებენ. თუმცა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს პროდასავლურ ორიენტაციას. ასე, რომ ამ მხრივ რაიმე რადიკალური ცვლილება არ მომხდარა.“


სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ეურუსთან“ საუბარში მიმოიხილავს აგვისტოს ომის შედეგს 10 წლის შემდეგ - რა მოვლენების განვითარებას შეუწყო ან, პირიქით, შეუშალა ხელი ამ ომმა?

 

„ბევრ მოსაზრებას ვისმენ მთელი ამ წლების განმავლობაში. საუბრობენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შეფერხებაზე, რითაც რუსეთიც ამაყობს. თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, ამ ომის გარეშეც ნატოს კარი არ გაიღებოდა თუ რუსეთ-დასავლეთს შორის ისეთივე დაძაბული ურთიერთობები იქნებოდა, როგორიც ბოლო წლებში განვითარდა. ნატო ვერ გამოვიდა საკუთარი ბიუროკრატიული პროცედურებიდან და ღია კარის პოლიტიკა ვერ მოარგო იმ რეალობას, რომელიც 21-ე საუკუნეში შეიქმნა. გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ საქართველო რუსეთისთვის არც აღმოსავლეთ ევროპა იყო და არც - ბალტიისპირეთი.

ყველაზე დიდი ზიანი აგვისტოს ომმა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კავშირებს მიაყენა. ეს ურთიერთობები ისედაც გართულებული იყო ამ რეგიონებში რუსეთის არმიის და ე.წ. სამშვიდობო პროცესის გამო, რომელიც არა მშვიდობის ან კონფლიქტის დარეგულირებისკენ იყო მიმართული, არამედ ემსახურებოდა მხოლოდ სტატუს ქვოს და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეგავლენის შენარჩუნებას.

აგვისტოს ომმა დიდი ზიანი მიაყენა რუსეთ-საქართველოს სამეზობლო ურთიერთობებს და საგრძნობლად შეარყია ისედაც მყიფე ურთიერთნდობა. წლების შემდეგ შედარებით გაძლიერდა პრორუსული განწყობები, განსაკუთრებით ახალი საფრთხეების მოლოდინის გამო. თუმცა მოსახლეობის ეს უმრავლესობა ეროვნულ თავმოყვარეობას და ინტერესებს გაცილებით მაღლა აყენებს, ვიდრე რუსეთისგან მომავალი საფრთხეებისგან გამოწვეულ შიშებს. რუსეთი ვერ ათვითცნობიერებს, რომ სამეზობლო პოლიტიკაში მათზე სამხედრო თვალსაზრისით სუსტ სახელმწიფოებთანაც კი საჭიროა მათი ინტერესების, ე.წ. წითელი ხაზების გათვალისწინება.

აგვისტოს ომმა, ზემოთ აღწერილიდან გამომდინარე, გააძლიერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და ამ პროცესს ვერ შეაჩერებს ბოლო დროს გაჟღერებული მუქარები. რუსეთი ვერ იგებს, რომ საქართველო და სხვა ქვეყნები ნატოსკენ ილტვიან კრემლის აგრესიული, არასაიმედო სამეზობლო პოლიტიკის გამო.

რა თქმა უნდა, გააქტიურებულია რუსეთთან ურთიერთობების „დალაგებისკენ“ მიმართული პროცესები, რაშიც ჩართულია როგორც საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიები, რომლებიც ძალისხმევის გაერთიანების ნაცვლად კრემლის კარზე ერთმანეთს ეჯიბრებიან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციები. ამ პროცესსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. პირადად არ ვარ წინააღმდეგი რუსეთთან დიალოგის გააქტიურების. ფორმატები სამსჯელოა. მაგრამ, ამ პროცესში ჩართული ადამიანებისგან არათუ კონკრეტული გეგმები, არამედ კონტურებიც კი ვერ მოვისმინე. მხოლოდ ზოგადი მოწოდებებია. რუსეთისგან კი, თუ საზოგადოებაში დასაყრდენს იპოვნიან, რაიმე დათმობას არ ველოდები. მხოლოდ ძლიერ და ერთსულოვან საზოგადოებას, რომელსაც მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული ეროვნული იდეა (იდეა ჩამოყალიბებულიც არ გვაქვს და შევეცდები შევთავაზო საზოგადოებას), შეუძლია განახორციელოს წარმატებული საგარეო პოლიტიკა.

აგვისტოს ომმა გარკვეული პერიოდით განამტკიცა მაშინდელი ხელისუფლების პოზიციები და რამდენიმე წლით ჩაახშო საპროტესტო მუხტი. გარე მტერი ასეთ პროცესებზე ყოველთვის დადებით ზეგავლენას ახდენს.

არ ვარ ეკონომისტი, მაგრამ აგვისტოს ომის შედეგად მიღებულმა მრავალმილიარდიანმა დახმარებებმა უმძიმესი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი შედარებით რბილად გადაგვატანინა.“

როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველო, რომ არა ეს ომი? - ამირან სალუქვაძის ანალიზითვე, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა ამ კონფლიქტის მომწიფებისთვის და მანვე ცალმხრივად, ძალისმიერად „გადაჭრა“ ის:

„შეგვიძლია ჰიპოტეტურად ვიმსჯელოთ - რომ არა აგვისტოს ომი, ალბათ რუსეთ-საქართველო (მიუხედავად 90-იანების დასაწყისის ასევე მუხანათური ღალატისა რუსეთის მხრიდან) მაინც არ ვიქნებოდით ასე მტრულად ერთმანეთის მიმართ. კარგად გვახსოვს, რომ აგვისტოს ომამდე საქართველო დსთ-ს წევრი იყო. ომის შედეგად ეს ორგანიზაცია დავტოვეთ. ანუ რუსეთმა წიხლი თვითონ გვკრა, მოიმიზეზა რა თითქოსდა ჩვენი აგრესია ცხინვალთან მიმართებაში, რისთვისაც მანვე ყველაფერი გააკეთა. ამის შემდეგ მოგვევლინა არა როგორც მშვიდობისმყოფელი, არამედ როგორც საერთაშორისო მოსამართლე და ცალმხრივად, ძალისმიერად გადაწყვიტა კონფლიქტი. აგვისტოს ომის გარეშე კოდორის ხეობას და 125 სოფელს არ დავკარგავდით. ალბათ ისევ დსთ-ში ვიქნებოდით. როგორი ქვეყანა გვექნებოდა? ღირს ამ მიმართულებით სერიოზული მსჯელობა? ალბათ უფრო იმაზე უნდა ვიფიქროთ და გაკვეთილები გამოვიტანოთ, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, როგორ მოვემზადეთ ამ პროგნოზირებადი ომისთვის, როგორ ვაწარმოეთ ომი? ეს უფრო აქტუალურია“.

 

 

ავტორი: მარიამ ადამია





მსგავსი სიახლეები
„25 აგვისტოს სასტუმრო „ბეტსიში“ თუქულ-რუსული მასონური ლოჟა რომ შემოდის საქართველოში, ისევ სამშობლოს გამყიდველების ხელით, ჟურნალისტებს და ვისაც საჭიროა ძინავს?“
“ორ კვირაში გაიგებთ, ვის დავუჭერთ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე”
ცნობილი ხდება იმ გუბერნატორების ვინაობა, რომლებსაც ორშაბათს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგენს
„აქ სამწუხაროდ, უარესი სცენარია მოსალოდნელი - გარედან ინსპირირებული სისხლიანი ბუნტი, რისი მცირე რეპეტიციაც უკვე ჩატარდა ჯერ ბათუმში და მერე თბილისში
„ოცნება“ ფალსიფიცირებისთვის ემზადება, თუმცა ჩვენ მათ ამის უფლებას არ მივცემთ და ამიტომაც ვემზადები საქართველოში ჩასასვლელად - ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო“
„ცოტა თავხედურია ირანისგან, ჰიჯაბის მოხსნაზე თითი უქნიოს საქართველოს, როცა თავის ტერიტორიაზე ჩასულ ყველა ქალს ავალდებულებს, თავსაბურავით იარონ“
“ქართული ოცნება” მანევრის რეჟიმშია და არ გამოვრიცხავ, სალომე ზურაბიშვილი სხვა კანდიდატმა ჩაანაცვლოს“
"მომავალ პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენციის დატოვება მოუწევს"-მამუკა ბახტაძის მინიშნება
"ლარის კურსის ვარდნის გამო უახლოეს პერიოდში შესაძლოა, პური გაძვირდეს"–დავით ბაქრაძე
„დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიზირებული"- დავით ზალკალიანი
"ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი პოლიტიკური გზავნილი არის მშვიდობა"
„ჩემთვის უსიამოა იმის წარმოდგენა, 30 ოქტომბერს, როცა ყველაფერი გაირკვევა, როგორ უყვირებენ ვინმე "ჩვენ თვითონა" და ვინმე ხარატიშვილი - მაყუთი სადაა გოგო!“
„სასამართლო რეფორმა უნდა გაგრძელდეს, გვესმის, რომ არ არის იოლი, მაგრამ უნდა გაგრძელდეს“
"ვიტოვებ იმედს, რომ ყველა ერთად გავიაზრებთ, თუ რა სახელმწიფოებრივი ამოცანა გვიდგას დღეს დღის წესრიგში"- კახა კოჟორიძე
"პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი ვიქნები"–სალომე ზურაბიშვილი
"საქართველოს მთელი მსოფლიო ეხმარება, ჩვენ კი მხოლოდ რუსულ ინვესტიციებზე ვართ"- სერგეი შამბა
"ცოტა ტვინი გაანძრიეთ"-სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს
„პრეზიდენტი შეეცდება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევი პროცესი კინკლაობაში გადაიტანოს“
ანგელა მერკელი საქართველოს 23-24 აგვისტოს ეწვევა
აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო მოაზრებულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი