"პროცესი უნდა წარიმართოს ისე და ისეთი კანდიდატურა შეირჩეს, რომელიც ამ რთულ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს გაუძლებს"

პრეზიდენტის მრჩევლებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წევრები. კოალიციის წარმომადგენლებთან მორიგი კონსულტაცია უახლოეს პერიოდში შედგება და საუბარი უკვე კონკრეტულ კანდიდატებს შეეხება. 

 

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა: „კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით ჯერ კონტურები არ გამოკვეთილა, მაგრამ ძალიან კარგი დიალოგი იყო დღეს ამ ადამიანებთან, ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, თუ პროცესი ამ მოკლე დროში როგორ წარიმართოს ეფექტიანად. იყო ძალიან საინტერესო, ეს ადამიანები რამდენად კარგად ხედავენ შექმნილ სირთულეებს სასამართლო სისტემაში, რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ ეს შანსი, რომელიც არის დღეს გაჩენილი უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევისა, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული და, რომ ეს შესაძლებლობა გვაძლევს და გამოწვევაც არის თითოეული ჩვენგანისთვის, რომ შევარჩიოთ და პარლამენტს წარვუდგინოთ და მივიღოთ მხარდაჭერა ისეთ კანდიდატზე, რომელიც ამ თითქოს უკვე უიმედო, ჩიხურ სიტუაციაში იმედის სხივს გააჩენს სასამართლო სისტემაში პროცესის გაჯანსაღებისას."

 

პრეზიდენტის მრჩევლები უკვე შეხვდნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. კონსულტაციები მომავალ კვირაში ადვოკატთა ასოციაციასთან, სახალხო დამცველთან, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებით გაგრძელდება.





მსგავსი სიახლეები
„სალომემ თუ გაიმარჯვა წავალო, კი არ წახვალ, ვინც მანდ დაგაგდო, ის დამკვეთი წაგათრევს“
„ვაი სირცხვილო, ჩვენი ჟურნალისტების ე.წ. ელიტამ კითხვის დასმა არ იცის“
„ნაცმოძრაობის დანაშაულზე საუბრისას, ნურავინ შეეცდება გადაარჩინოს ბოკერიას ჯგუფი, რომელიც რეალურად ნაცმოძრაობის ყველაზე რეაქციული, ყველაზე რადიკალური, ყველაზე სახიფათო განშტოებაა“
„ბურჭულაძემ პოლიტიკაში მოსვლის სანაცვლოდ 9 მილიონი დოლარი მომთხოვა“
„გვარამიას თუ ასე უნდოდა კარნახი, მოთრეულიყო თვითონ!“
„ვარწმუნებ საზოგადოებას, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ჩვენ საზოგადოებაში ყველას თავის სახელი ექრმევა, ყველას თავისი ადგილი ექნება“
„მე არ ვამბობ, რომ იდეალური მთავრობა გვყავს, მაგრამ ვის დავუჯეროთ, „რუსთავი 2“–ს, თუ სტატისტიკას?!“
"გრიგოლ ვაშაძე თავისი ნატურით არის „მიმინოდან“ ნუგზარი - ასეთი პერსონაჟი საქართველოს საზოგადოებას პრეზიდენტად არ უნდა და წერტილი"
„ოქუაშვილი ორჯერ იყო ჩემთან მოსული - პირველად ნახა, რომ არ შემიმოწმებია და მეორედ შეეძლო თავისუფლად ამით ესარგებლა, ეს კაცი ყველაფერს იწერს და რატომღაც ეს ჩანაწერი დღემდე არ ჩანს“
„სიცრუე - ეს არის თქვენი მუშაობის სტილი“ - ბიძინა ივანიშვილი რუსთავი-2-ის ტელეწამყვანს
„არჩევანი თქვენზეა: ნუ მისცემთ ხმას ნაცს, გზას ნუ გაუხსნით ისევ ამ ავიზნით შეპყრობილთა პარპაშს! თქვენი ხმით ნუ მოკლავთ თავიდან ილიას, ნუ ესვრით საქართველოს!“
"სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, არ გაიმეოროს ჩემი შეცდომა" - დავით უსუფაშვილი
თეა წულუკიანს ვურჩევდი, 7 ნოემბერი არასამთავრობოების ნაცვლად იმ კოლეგებს გაახსენოს, ვინც გვერდით უზის
როგორ ცდილობდნენ კუდ-ის თანამშრომლები ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრების გადაბირებას - რას ყვებიან მოწმეები
„ლაივი, რა თქმა უნდა, არ იქნება - არ არის ივანიშვილი დიდი ინტერესის სფერო“
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს ლია გიგაური დაიკავებს
ინგა გრიგოლია ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე, სავარაუდოდ, ვერ წავა
რატომ მალავს გრიგოლ ვაშაძე საბჭოთა წარსულს - ვინ არის მისი გასაიდუმლოებული შვილი და პირველი ცოლი
„ჰააგაში, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში მიმდინარე საქმეზე ინფორმაცია "ევროპულ საქართველოს" ან ვერ ექნება, ან უნდა თქვან, რომ რუსეთისგან აქვთ“
„ზაზა ოქუაშვილი არის ჩამოყალიბებული თაღლითი, რომელსაც თქვენ აფარებთ ხელს, რადგან ერთი ოჯახი ხართ“