„სააკაშვილის და მისი გარემოცვის უგუნურება და მოღალატეობრივი ქცევა იყო პუტინის სცენარის განხორციელების აუცილებელი წინაპირობა“

სააკაშვილისა და მისი გარემოცვის უგუნურობა და მოღალატეობრივი ქცევა იყო პუტინის სცენარის განხორციელების აუცილებელი წინაპირობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სადაც 2008 წლის ომზე მის მიმართ არსებულ კითხვებს პასუხობს. 

 

„ამ ორი დღის განმავლობაში მოვისმინე არაერთი განცხადება და ინტერპრეტაცია აგვისტოს ომზე, ჩემს კომენტარებზე. 1. კითხვაზე, თუ ვინ იყო აგრესორი 2008 წელს, პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი: რუსეთი. რუსეთს 2008 წლის აგვისტომდეც უკანონოდ ჰქონდა დაკავებული ჩვენი ტერიტორიები და საგულდაგულოდ ემზადებოდა აგვისტოს ომისთვის, რაზეც ინფორმაცია ჰქონდა მათ შორის სააკაშვილს და მის გარემოცვას, 2008 წლის აგვისტოში, პროცესები წარიმართა რუსეთის სცენარის შესაბამისად, რამეთუ აგვისტომდე დიდი ხნით ადრე იყო მომზადებული;

2. კითხვაზე შეიტანეს თუ არა წვლილი რუსული სცენარის განხორციელებაში სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ, პასუხი არის ასევე ერთმნიშვნელოვანი: დიახ. მეტიც, სააკაშვილის და მისი გარემოცვის უგუნურება და მოღალატეობრივი ქცევა იყო პუტინის სცენარის განხორციელების აუცილებელი წინაპირობა. იმის მაგივრად, რომ რუსულ პროვოკაციებზე სააკაშვილს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფით და საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების გამახვილებით ეპასუხა, მან რუსეთის სამხედრო პროვოკაციებს სამხედრო პასუხი გასცა, რაც რუსეთის მიერ გამოყენებულ იქნა საბაბად საქართველოს წინააღმდეგ ომის დასაწყებად. 

ეს იყო სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ უდიდესი დანაშაული ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე, რისი გახსენებაც ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია. ამ ყველაფრის შეხსენება ორი მიზეზის გამოა აუცილებელი: რათა არ დაბრუნდნენ დამნაშავეები ხელისუფლებაში და მომავალში არც ერთმა ხელისუფლებამ არ ჩაიდინოს მსგავსი გამოუსწორებელი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

მე ამ ყველაფერს ვიტყვი ყოველთვის, რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს, ეს სიმართლეა „ნაციონალებისა“ და მათი სატელიტებისთვის, რომლებიც იყვნენ და არიან რუსეთისა და ანტიდასავლური ძალების საუკეთესო საყრდენი ჩვენს ქვეყანაში.

დაბოლოს, ჩემთვის რამეს დაბრალება, მეტადრე იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ჩემი დიდი ძალისხმევით გაყვანილი რუსული ჯარები 2008 წელს რუსეთს უკან შემოაყვანინა, არის სხვა არაფერი, თუ არა უტიფრობა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გადაფარვის უსუსური მცდელობა. ეს არის ჩემი საბოლოო კომენტარი აგვისტოს ომთან დაკავშირებით. წინ გველის საინტერესო საპრეზიდენტო, ევროპული კამპანია, რომელიც უმეტესად მომავალზე საუბრის ფონზე უნდა წარიმართოს”, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 





მსგავსი სიახლეები
"საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს სწორედ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დაამკვიდრა ელჩების ყოველწლიური შეკრების ტრადიცია"
სალომე ზურაბიშვილი ათონელზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში მუშაობას შეუდგა
„კირკიტაძე უდანაშაულოა, ხოლო ავტობუსი, რომელიც მშვიდობიანად მიმავალ კირკიტაძეს მიახტა, დასაკავებელი“
„ჩვენ გადავდივართ ახალ კონსტიტუციაზე, რომლის მიხედვითაც საქართველო იქნება სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატია“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
„არანაირი ათი ათასი კაცი და 800 ავტომანქანა დღეს ოპოზიციას არ ჰყავდა, თელავში ხალხის მობილიზაცია არ მოხდა! ეს არის მწარე სიმართლე - პარტიას მიხედეთ - მე ღიად წავედი!“
მშობლები, შვილები, კარიერა, ქონება და ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული - ყველაფერი საქართველოს მე-5 პრეზიდენტის შესახებ
„თელავმა ხომ თავისი სიტყვა თქვა, მაგრააამ აი, გურჯაანმა, ინაგურაციის ჩატარებაში, იმენნა გაიბრწყინა ისტორიაში“
ნაცმოძრაობამ რუსთაველის გამზირზე რვა კარავი გაშალა
„ზურაბიშვილის გაპანღურება მოხდება ორ წუთში, როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება, ახლა მთავარია მშვიდობიანი კონსოლიდაცია - ყველა უნდა ჩამოვიდეს თბილისში”
„ჩემ ბებიაზე და ბაბუაზე ვფიქრობდი ყველაზე მეტს - ამ მომენტში ყველა ერთად ვფიქრობთ საქართველოს მომავალზე და ჩვენი ოჯახისთვის და ქვეყნისთვის მთავარია, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი“
საქართველოში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო და მაშინვე უფლებამოსილება შეუწყდა გიორგი მარგველაშვილს
აქციის მონაწილეების ნაწილი, რომლებიც აქციას რუსთაველის გამზირზე მართავდნენ, ერეკლე მეფის სასახლისკენ დაიძრნენ
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოშია
მისი უდიდებულესობა დედოფალი ელიზაბეთ მეორე სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
„არ ვიცი, ინაუგურაციამდე მოვასწრებთ თუ არა ფეხით თელავში ჩასვლას, მაგრამ ამ ხელისუფლებას რომ კანონიერი გზით დავამხობთ, ამას ნამდვილად მოვასწრებთ“
ოპოზიციის აქციის რამდენიმე მონაწილე სოფელ ველისციხესთან, გზის სავალ ნაწილზე დაწვა
სოფელ ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
„აი, ასეა ხელისუფალთან ახლოს ყოფნის ხიბლი - რაც უფრო ახლოს ხარ, მით უფრო მძიმედ ვარდები ძირს