ქუთაისში, მდინარე რიონში გადამხტარი მამაკაცი, მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცმა გოგა გოგლიჩაძემ მაშველების მისვლამდე გადაარჩინა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჯარისკაცი ხიდზე იმყოფებოდა, როდესაც შენიშნა, რომ 60-წლამდე მამაკაცი მდინარეში გადახტა. ის წყალში შევიდა, რათა მაშველების მისვლამდე მამაკაცი მდინარის დინებას არ გაეტაცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გოგა გოგლიჩიძეს გმირული საქციელისთვის მადლობას უხდის.