„ასეთი რა ბავშვობა გაიარეთ, სად და როგორ იზრდებოდით, რომ ყველაფერი ჩვენი, ტრადიციული, ზნეობრივი გეზიზღებათ.“

პარლამენტარი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება და წერს:

 

„სახალხო დამცველის განცხადებას გავეცანი. უკვე არ მოსწონთ ტერმინი "ოჯახის უფროსი", რომლის ქვეშ მამაკაცი მოიაზრება. მიაჩნიათ, რომ ეს ტერმინი ოჯახში , თურმე, ქალის თანასწორობის პრინციპს არღვევს და დიკრიმინაციულია. მე ქალი ვარ. ამ ეტაპზე პოლიტიკის სფეროში ვმუშაობ. მანამდე ჟურნალისტი ვიყავი. ესაა ურთულესი პროფესია ქალისთვის... და რა? არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ ტერმინი "ოჯახის უფროსი" მჩაგრავს ან დისკომფორტს მიქმნის. გადასარევად მესმოდა, რომ ჩვენი ოჯახის უფროსი იყო ჯერ ბაბუა, შემდეგ მამა, ახლა- ჩემი მეუღლეა. არც ბაბუა, არც მამაჩემი, არც ჩემი მეუღლე ბოროტად არასდროს სარგებლობდნენ "ოჯახის უფროსის" სტატუსით. პირიქით, ჩვენს ოჯახში ქალს ყოველთვის ჰქონდა და აქვს თავისუფლება, წონა, ღირსება, პროფესიული განვითარების საშუალება. ბოლოს და ბოლოს, ომში ვიყავი. მოკლედ იმისი თქმა მსურს, რომ სხვა ქართულ ოჯახებშიც იგივე ხდებოდა და ხდება. მატერიალური შემოსავლით არასდროს განისაზღვრებოდა ოჯახის უფროსის სტატუსი. ეს უფრო პატივისცემის, აღიარების, სიყვარულის, ნდობის გამოხატულებაა, ვიდრე პრეტენზია,- მე რომ ასი ლარით მეტი ხელფასი მაქვს და ჩემი მეუღლე უმუშევარია, რატომ არ მქვია მე ოჯახის უფროსი. ახლა ეს მარაზმი არ არის?! იმ ოჯახს რა ვუთხარი, ერთმანეთს შემოსავალს რომ უთვლიან.

კვლავ ვამბობ: ტერმინის შეცვლის არანაირი აუცილებლობა არ არის. ესეც ქართველი მამაკაცის დაკნინების მცდელობაა, რასაც ბოლო წლებში მიზანმიმართული კამპანიის სახე მიეცა. ამ ფონზე, რაც მეტი აქტიური ქალბატონი აღიმაღლებს ხმას და დაიცავს მისი მეუღლის სტატუსს, ცუდი არ იქნება. ეტყობა, უნდა ვაჩვენოთ, რომ ბევრნი ვართ, ვისაც "ოჯახის უფროსები" არ გვჩაგრავენ არც ფინანსურად, არც მორალურად, არც ფიზიკურად. გამონაკლის შემთხვევებზე გთხოვთ ამჯერად ნუ გადაიტანთ აქცენტს. ეს გამონაკლისი შემთხვევა არაა მასობრივი ტენდენცია.

ესენი მალე კანონპროექტს შემოგვთავაზებენ,- მამაკაცმა იმშობიაროს, ქალს დრო არა აქვს და იზღუდება მისი უფლებაო. წადით, გენაცვალე, გადასახლდით სხვა კუნძულზე და იქ დადგით თქვენი ექსპერიმენტები. ჩვენ მოგვწონს ის, რაც გვაქვს! არ წაიღეს ტვინი? ასეთი რა ბავშვობა გაიარეთ, სად და როგორ იზრდებოდით, რომ ყველაფერი ჩვენი, ტრადიციული, ზნეობრივი გეზიზღებათ.“ წერს ირმა ინაშვილი. 





მსგავსი სიახლეები
"გლდანის ციხიდან დამირეკა პატიმარმაო" და არც სახელი, არც გვარი - ვიღაცის ხმა ისმის კადრში, ლადო ბედუკაძემ ციხის და ცოცხის კადრები ჩემთან ერთად დადგაო! აბა, ბიჯო, აბა! დაგიჯერებთ!“
„როდესაც ყველა სფეროში ქართველები ვთანამშრომლობთ რუსებთან, მუსიკოსების მოღალატედ გამოცხადება მავნებლობაა და 37 წლის ჩეკისტური სულის გამოვლინება!“- რატომ დაუპირისპირდა რუსთავი-2 „ბასიანს“
გუშინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსული ირანის 19 მოქალაქიდან 19-ივე უკან გააბრუნეს
ხულოში ორმხრივი მწვავე პნევმონიის შედეგად 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა
სკოლის მოსწავლეებისთვის საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება
როდის ამოქმედდება სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაცია
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 4 სპეც-მანქანა გადასცა
„ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ ლადო აფხაზავას და მოვისმენ მისი სწავლების სტილის შესახებ - მას გამარჯვების დიდი შანსი აქვს“
„ცხენის ხორცი საქართველოში უკრაინიდან ტრაილერებით შემოდის“
სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 24 თებერვალს დილის 09:30-დან 11:30 საათამდე ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება
დღეს არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
„გისურვებთ მარგალიტიან ნიჟარებს, ძვირფასო მამაკაცებო - დაე, პირველსავე ჩაყვინთვაზე გეპოვოთ თქვენი განძი და სილამაზე, თქვენი ''მარგალიტი''
ბადრი ჯაფარიძე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშია
„მათემატიკა ხო დავწერე და ისტორია ჩაგაბარე! სექსი გაგვიცდა გუშინ და ისევ ვაგინა დაგვიტოვეს!“ - ქართული სკოლა 10 წლის შემდეგ!
„ბევრს ეჭვი უჩნდება – რომელ გაბრწყინებაზეა ლაპარაკიო, მაგრამ ყველაზე მეტად დედა ღვთისმშობლის იმედი მაქვს, მისი მეოხებით და უფლის კურთხევით საქართველო გადარჩება და გაბრწყინდება“
როგორ იძია შური სტალინმა ილიას მკვლელებზე