"ბასიანი" მოსკოვის პოლიტიკას ემიჯნება და ამიტო შეიძლება მათი იქ კონცერტზე წასვლა, "ერისიონი" კი ალბათ არ ემიჯნებოდა?“

ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია ეხმაურება „ბასიანის“ მოსკოვურ გასტროლებს და წერს:

 

"ბასიანი" მოსკოვის პოლიტიკას ემიჯნება და ამიტო შეიძლება მათი იქ კონცერტზე წასვლა, "ერისიონი" კი ალბათ არ ემიჯნებოდა? რამდენი ხანი ეს ორმაგი სტანდარტებია, ახალი თაობაც ამ სტანდარტებით აგრძელებს ცხოვრებას! რა უბედურებაა, იქნებ ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ, რა გვინდა, რას ვიღებთ მოსკოვში წასვლით ან არ წასვლით? შევთანხმდეთ და გავერკვევთ!,“ წერს გიორგი კალანდია.

 

შეგახსენებთ, რომ კლუბ Bassiani-ის რეზიდენტები მოსკოვში, Red Bull-ის მუსიკალური ფესიტვალის ფარგლებში დაუკრავენ. ამის შესახებ განცხადებას ფესტივალის ფეისბუკ გვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც განცხადებაში წერია, კლუბის გუნდი, მის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ზვიად გელბახიანთან ერთად ფესტივალზე იმისთვის ჩაფრინდება, რომ მათ “თბილისის ტექნო-წვეულებების თავისუფლებამოყვარული ატმოსფერო მოსკოვში გააცოცხლონ”. ღონისძიების აღწერაში ასევე ვკითხულობთ, 12-13 მაისს თბილისში კლუბ Bassiani-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე , სადაც ხაზგასმულია, რომ We Dance Together, We Fight Together! მოძრაობით თბილისელმა რეივერებმა მათი უფლებებისა და ღირსების დაცვა თამამად და ღიად მოითხოვეს. ფესტივალზე კლუბის რეზიდენტები: თორნიკე Kvanchi კვანჭიანი, დიტო Mercurrio ჩიქოვანი და ზუკა ბაბუნაშვილი,რომელიც მაყურებლის წინაშე ფსევდონიმით Zesknel წარსდგებიან.

 

„ამ ივენთის ერთ-ერთი ორგანიზატორი არის Red Bull Academy , ელექტრონული მუსიკის აკადემია, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდია. მე მგონი, საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი და არ აქვთ სწორი ინფორმაცია, თუ ვის მიერ ტარდება ეს ღონისძიება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ღონისძიების ორგანიზატორები მუდმივ რეპრესიებში არიან, როგორც ჩვენ – თბილისში და , მას შემდეგ, რაც 12 მაისს, ჩვენ გავიმარჯვეთ, ამ ჩამპალ და ძალადობრივ სისტემაზე, ამ ხალხს უნდა, რომ ჩვენი ,Bassiani-ს, როგორც გამაჯრვების სახე, დაპატიჟოს მოსკოვში გამართულ ღონისძიებაზე, კიდევ ვიმეორებ, ეს ხალხი არის პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე და იზიარებს, იმ ღირებულებებს, რა ღირებულებების დასაცავააც ჩვენ 12 მაისს ქუჩაში გავედით,” – აცხადებს ზვიად გელბახიანი.

 





მსგავსი სიახლეები
"გლდანის ციხიდან დამირეკა პატიმარმაო" და არც სახელი, არც გვარი - ვიღაცის ხმა ისმის კადრში, ლადო ბედუკაძემ ციხის და ცოცხის კადრები ჩემთან ერთად დადგაო! აბა, ბიჯო, აბა! დაგიჯერებთ!“
„როდესაც ყველა სფეროში ქართველები ვთანამშრომლობთ რუსებთან, მუსიკოსების მოღალატედ გამოცხადება მავნებლობაა და 37 წლის ჩეკისტური სულის გამოვლინება!“- რატომ დაუპირისპირდა რუსთავი-2 „ბასიანს“
გუშინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსული ირანის 19 მოქალაქიდან 19-ივე უკან გააბრუნეს
ხულოში ორმხრივი მწვავე პნევმონიის შედეგად 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა
სკოლის მოსწავლეებისთვის საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება
როდის ამოქმედდება სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაცია
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 4 სპეც-მანქანა გადასცა
„ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ ლადო აფხაზავას და მოვისმენ მისი სწავლების სტილის შესახებ - მას გამარჯვების დიდი შანსი აქვს“
„ცხენის ხორცი საქართველოში უკრაინიდან ტრაილერებით შემოდის“
სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 24 თებერვალს დილის 09:30-დან 11:30 საათამდე ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება
დღეს არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
„გისურვებთ მარგალიტიან ნიჟარებს, ძვირფასო მამაკაცებო - დაე, პირველსავე ჩაყვინთვაზე გეპოვოთ თქვენი განძი და სილამაზე, თქვენი ''მარგალიტი''
ბადრი ჯაფარიძე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშია
„მათემატიკა ხო დავწერე და ისტორია ჩაგაბარე! სექსი გაგვიცდა გუშინ და ისევ ვაგინა დაგვიტოვეს!“ - ქართული სკოლა 10 წლის შემდეგ!
„ბევრს ეჭვი უჩნდება – რომელ გაბრწყინებაზეა ლაპარაკიო, მაგრამ ყველაზე მეტად დედა ღვთისმშობლის იმედი მაქვს, მისი მეოხებით და უფლის კურთხევით საქართველო გადარჩება და გაბრწყინდება“
როგორ იძია შური სტალინმა ილიას მკვლელებზე