ეროვნული განვითარების გზა საღვთო კანონების მორჩილებაზე გადის

ფეისბუკგვერდი „ქართული იდეა“ გეგა ხვედელიძის ბლოგს აქვეყნებს სათაურით: „აგვისტოს ომის ათი წლისთავის გამო“:

 

ქართლის ცხოვრება მსგავსია ბიბლიური ისრაელის ცხოვრებისა და ისტორიის. ღვთისშობლის წიხლვედრ ერს, ღვთისაგან ნათელღებულს არ უნდა დაავიწყდეს რომ სულიერი კანონების მორჩილების გარეშე, აუცილებლად დაუდგება ყოფნა-არყოფნის დილემა. უნდა გულისხმა ვყოთ, რომ ამ ქვეყნად ყველა განსაცდელი ჩვენ სასიკეთოდაა: "ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე.აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან". (გამოცხ.3:19,20.) მთავარი მათი (განსაცდელების) გააზრება და სწორი ანალიზის გაკეთებაა, იმისთვის რომ რაღაც შევცვალოთ, უკეთესები (ღვთის წინაშე) გავხდეთ.

 

ბოლო დროინდელი გამალებული ცოდვის დაკანონება აუცილებლად გამოიწვევს დიდ სასჯელს საქართველოზე. ღირსი მამა, პაისი მთაწმინდელი გვაფრთხილებს: "თუკი სახარების მცნებას არღვევს ერთი კაცი, პასუხისმგებლობა მხოლოდ მას ეკისრება; მაგრამ, თუკი სახელმწიფო კანონი ხდება სახარების მცნებათა საწინააღმდეგო, მაშინ ღვთის რისხვა მთელს ერზე მოიწევს - იმისათვის, რომ ის განისწავლოს".

 

ქართველმა ერმა თავად მისცა უფლება (არჩევნებით) უსჯულო ხელისუფლებას, რომ მან ცოდვა კანონად აქციოს და ამით მთელი ერი საღვთო პასუხსიმგებლობის, სასჯელის ქვეშ დააყენოს! ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ საქართველოს პატრიარქმა ბრძანა: "როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო. უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და მე რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი და საოცარი. მე ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა. არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას, ასეთ კანონს და მინდა ვთქვა, რომ გავა დრო, როცა ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი".

 

მღვდელმონაზონი ბასილი (ანთაძე) იუვენალური სამართალის (კანონი – მშობლებისთვის ბავშვების წართმევის შესახებ) დაკანონებისას წერდა: "ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო და ქალბატონო მინისტრებო და პარლამენტარებო, პოლიციის და უშიშროების თანამშრომელნო, თანამდებობა დროებითია! შესაძლოა ხვალ თქვენ რიგითი მოქალაქეები გახდეთ, მაშინ ეს კანონი თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შეეხება. სამთავრობო და საპარლამენტო გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება მთელ ერს, მიღების წინ უნდა გახდეს ხალხის – ყველა მოქალაქის განხილვის, განსჯის საგანი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი კანონის მიღების ან არმიღების შესახებ". 

 

მარიხუანის ლეგალზიაციას კი ასე გამეხმაურა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II: "ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მიღების ნებართვა არის მტრობა ჩვენი ერისა"...

 

წმიდა იოანე ოქროპირი გვასწავლის: "როცა შენ გესმის: “მიეცით კეისრისა კეისარსა”, ამაში იგულისხმე მხოლოდ ის, რაც ოდნავადაც არ ვნებს ღვთისმოსაობას, რადგან ყველაფერი ღვთისმოსაობის საწინააღმდეგო არ არის უკვე ხარკი კეისრისა, არამედ ხარკი ეშმაკისა".

 

ღირსი პაისი ათონელი კი ბრძანებს: "თუკი სახარების მცნებას ერთი კაცი არღვევს, პასუხისმგებლობა მხოლოდ მას ეკისრება; მაგრამ თუკი რაიმე, სახარების მცნებათა საწინააღმდეგო, სახელმწიფო კანონი ხდება, ღვთის რისხვა მთელ ხალხზე მოდის – იმისათვის რომ ის განისწავლოს". ამ ძალას ქართველმა ერმა გამოუცხადა ორჯერ სრული მხარდაჭერა და მისცა ლეგიტიმაცია (არჩევნებზე) ცოდვის დაკანონებისთვის!

აბორტების რაოდენობით მსოფლიო სტატისტიკით მოწინავე რიგებში არიან ქართველი დედები. ღირსი გაბრიელ სალოსის ცხოვრებიდან შეგახსენებთ ისტორიას, რომელიც წესით თავზარს უნდა სცემდეს ქართველ ადამიანს: სიონის მრევლმა მამა გაბრიელს (ურგებაძეს) ქართველი ერის გამრავლებისთვის პარაკლისის გადახდა სთხოვა. მამა გაბრიელი დათანხმდა და სამების ეკლესიაში ღვთისმშობლის პარაკლისი აღავლინა. შინ დაბრუნებულ ბერს გამოცხადება უხილავს: მოსულა ძველი მეომარივით შემოსილი ორი კაცი, მამა გაბრიელზე უთქვამთ: „აი, ეს არისო“, შუაში ჩაუყენებიათ და სადღაც წაუყვანიათ. ვერაფერი დაუნახავს ბერს, გარდა იმისა, რომ იმ თეთრ შენობას, რომელშიც იგი შეუყვანიათ, ზედ დიდი ჯვარი ჰქონია. უცნობებს გაბრიელი შენობაში ჩაუკეტავთ. სიბნელისთვის თვალი რომ შეუჩვევია, ბერს დაუნახავს, რომ ქვის იატაკი თითის სიგრძე სისხლით მოთხვრილი ბავშვების გვამებით იყო მოფენილი. ჭერში დატოვებული ხვრელიდანაც უამრავი მკვდარი ბავშვი ცვიოდა. მალე ფეხის დასადგმელი ადგილიც არ დარჩენილა. თითის წვერებზე შემდგარი ბერი, ფეხი ყრმათა გვამებზე რომ არ დაედგა, კუთხეში მიკრუნჩხულა. ამ დროს კარი გაღებულა. „მობრძანდება, მობრძანდებაო!“ - მისწვდენია ხმა გაბრიელს; ჯერ ის ორი მეომრულად შემოსილი კაცი დაუნახავს, მერე კი - უამრავი ანგელოსითა და წმინდანით გარშემორტყმული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი.


- აი, ეს არის, ერის გამრავლებას რომ ითხოვდაო, - უთქვამს იმ ორის და გაბრიელიელზე მიუთიებია. პირგამეხებულ ღვთისმშობელს მკაცრად შეუხედავს მისთვის, იატაკზე დაყრილი სისხლით მოსვრილი გვამები უჩვენებია და უთქვამს: „ამისთვის მევედრები? ასე გამრავლდება საქართველო?!“ გაბრუნებულა და წასულა. მამა გაბრიელი ისევ იმ ორს წამოუყვანია და მისსავე სენაკში დაუბრუნებია. ამის შემდეგ ბერს თბილისის ქუჩები დაუვლია ქადაგებით; „დედებო, აბორტს ნუ გაიკეთებთ, საქართველოს რისხვა ააცილეთო“, - ივედრებოდა თურმე.

 

ქართველი ერი არაფრის შეცვლას არ ცდილობს, ვირტუალური პროსტესტით შემოიფარგლება, ზურგი აქვს ნაქცევი ღვთისთვის და მხოლოდ სიტყვიერად განადიდებს... სასულიერო პირების უმეტესობას კი შეფოთლილი ლეღვის ხის ბედს შევახსენებ, ძილში რომ ამყოფებენ ქართველ ხალხს და ცრუ-მშვიდობის განცდით აცხოვრებენ, არ ამხელენ და არ უპირისპირდებიან ბოროტებას!

 

რომელ ტერიტორიულ მთლიანობაზეა ლაპარაკი, ან რომელ დეოკუპაციაზე, როდესაც სიცრუესა და სიყალბეზეა აგებული მთელი ჩვენი ყოფა, არც საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ და სიამაყით დაბნელებულები არაფერს ვცვლით, არაფერს ვაკეთებთ! დედამწიაზე რომ არსებობს საქართველო ამ ყველაფრის მიუხედავად, ესეც ღვთის სიადუმლო განგებულება, წყალობა, ზეციური ივერიის წმინდანთა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შეწევნაა! ეროვნული განვითარების გზა, საღვთო კანონების მორჩილებაზე გადის. სახელმწიფოს აღმშენებლობა სულიერი პრინციპის გაუთვალისწინებლობით არ მოხდება, რომელიც შემდეგია: "მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ". (მათეს 6:33)

 

ეს კანონი მოქმედებს მიწაზე და მისი მორჩიელბითაა მხოლოდ შესაძლებელი პიროვნული კეთილდღეობაც, ეროვნულიც და სახელმწიფოებრივიც! ეროვნული თავისუფლების ქვაკუთხედი ჭეშმარიტების შეცნობა და მისი მსახურებაა: „სცანით ჭეშმარიტი და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ“ (იოანე, 8, 32). სხვა გზა არ არსებობს, სხვა ყველაფერი დემონური ხიბლი და დაცემის წინაპირობაა - როგორც პიროვნებისთვის ისე მთელი ერისთვის!

 





მსგავსი სიახლეები
როგორ ატარებს ზაფხულს ორსული ანუკი არეშიძე ოჯახთან ერთად
„რამდენი ასეთი გოგო და ბიჭია, რომელსაც ეშინია არა ვიღაც გარეწარის, არამედ, საკუთარი ოჯახის“
„სახალხოდ ვაცხადებ, კანონს არ დაველოდები, სათითაოდ მოგაკითხავთ და დაგლეწავთ!!! მუქარა და მერე შესრულება, როგორი ვიცი, კი უნდა გახსოვდეთ!“
„სახალხოდ ვაცხადებ, კანონს არ დაველოდები, სათითაოდ მოგაკითხავთ და დაგლეწავთ!!! მუქარა და მერე შესრულება, როგორი ვიცი, კი უნდა გახსოვდეთ!“
„რა სულელპეტრე ხარ, ლიფტი რამ მოგაფიქრებინა?! ბოლოს რომ გნახე, მივხვდი, დაღლილი იყავი, მეგობარო, სულ მეფიქრებოდა, ვაითუ ვეღარ გაუძლოს, მეთქი“
ახლახან საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
გაზზე მომუშავე ავტომანქანების 28%-მა ტექინსპექტირება ვერ გაიარა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 19:00 - 24:00 საათამდე თელავიდან შემოსულია 101 შეტყობინება
თბილისში არსებული ყველა პატარა მდინარე მუდმივი მონიტორინგის რეჟიმშია
წყლის ჭარბი ნაკადის გამო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - მდინარე ვერეს ხეობაში, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ძლიერმა სეტყვამ თელავი და მიმდებარე სოფლები, ასევე, ახმეტის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დააზარალა
„მე ის ქართველი ვარ და ამავდროულად ის ოსი, რომლის წინაპრები დიდგორის ველზე აღმაშენებლის გვერდით იდგნენ!“
18 წლის მათე კვარაცხელიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა: „უბრალოდ, დამმარხეთ და მეტი არაფერი. სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არ მჯერა“
აბასთუმანი - საირმის დამაკავშირებელი 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება
ყოფილი „ლეოგრანდი“ დაილუქა
„ვინც „ვალსარტანის“ შემცველ მედიკამენტებს იღებს, მკურნალობა არ უნდა შეწყვიტოს, თუმცა აუცილებლად უნდა ნახოს სია, რომელი კომპანიის მედიკამენტს ეხება აკრძალვა“
კიბოს რისკის შემცველი სახიფათო მედიკამენტები საქართველოს სააფთიაქო ქსელებში და საშიში წამლების სია
„თავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო“
„ერთი სიმპათიური ბიჭი, მშვენიერი მსახიობი ლიფტში უპოვიათ გარდაცვლილი...როგორ ვილევით“