ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ინტესნიურად მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმის შედეგად, დღეს, დილას ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 28-ე კმ-ზე განმეორებით ჩამოვიდა მიწა-კლდის მასა და გზის 80 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. მცირე ჩამონაშალი იყო ასევე, აღნიშნული გზის კმ14-კმ15 მონაკვეთებზე, სადაც თუშეთისკენ მიმავალ ტურისტებს გზა ჩაეხერგათ. შესაბამისი ტექნიკით გზის წმენდა ორივე მხრიდან მიმდინარეობს, რათა ჩარჩენილი ავტომანქანების გამოყვანა უმოკლეს ვადებში მოხდეს.


შეგახსენებთ, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ28-კმ64 მონაკვეთზე ჩამოვიდა მიწა-კლდის მასა, რის გამოც აღნიშნულ გზაზე, გუშინ საღამოდან აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სტიქიის მომენტიდან, ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდნენ.


ამ დროისათვის, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ43-კმ72 მონაკვეთი სრულად გაწმენდილია. 28-ე კმ-ზე კი გზის აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.





მსგავსი სიახლეები
როგორ ატარებს ზაფხულს ორსული ანუკი არეშიძე ოჯახთან ერთად
„რამდენი ასეთი გოგო და ბიჭია, რომელსაც ეშინია არა ვიღაც გარეწარის, არამედ, საკუთარი ოჯახის“
„სახალხოდ ვაცხადებ, კანონს არ დაველოდები, სათითაოდ მოგაკითხავთ და დაგლეწავთ!!! მუქარა და მერე შესრულება, როგორი ვიცი, კი უნდა გახსოვდეთ!“
„სახალხოდ ვაცხადებ, კანონს არ დაველოდები, სათითაოდ მოგაკითხავთ და დაგლეწავთ!!! მუქარა და მერე შესრულება, როგორი ვიცი, კი უნდა გახსოვდეთ!“
„რა სულელპეტრე ხარ, ლიფტი რამ მოგაფიქრებინა?! ბოლოს რომ გნახე, მივხვდი, დაღლილი იყავი, მეგობარო, სულ მეფიქრებოდა, ვაითუ ვეღარ გაუძლოს, მეთქი“
ახლახან საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
გაზზე მომუშავე ავტომანქანების 28%-მა ტექინსპექტირება ვერ გაიარა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 19:00 - 24:00 საათამდე თელავიდან შემოსულია 101 შეტყობინება
თბილისში არსებული ყველა პატარა მდინარე მუდმივი მონიტორინგის რეჟიმშია
წყლის ჭარბი ნაკადის გამო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - მდინარე ვერეს ხეობაში, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ძლიერმა სეტყვამ თელავი და მიმდებარე სოფლები, ასევე, ახმეტის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დააზარალა
„მე ის ქართველი ვარ და ამავდროულად ის ოსი, რომლის წინაპრები დიდგორის ველზე აღმაშენებლის გვერდით იდგნენ!“
18 წლის მათე კვარაცხელიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა: „უბრალოდ, დამმარხეთ და მეტი არაფერი. სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არ მჯერა“
აბასთუმანი - საირმის დამაკავშირებელი 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება
ყოფილი „ლეოგრანდი“ დაილუქა
„ვინც „ვალსარტანის“ შემცველ მედიკამენტებს იღებს, მკურნალობა არ უნდა შეწყვიტოს, თუმცა აუცილებლად უნდა ნახოს სია, რომელი კომპანიის მედიკამენტს ეხება აკრძალვა“
კიბოს რისკის შემცველი სახიფათო მედიკამენტები საქართველოს სააფთიაქო ქსელებში და საშიში წამლების სია
„თავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო“
„ერთი სიმპათიური ბიჭი, მშვენიერი მსახიობი ლიფტში უპოვიათ გარდაცვლილი...როგორ ვილევით“