დავით უსუფაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ცესკოში ოფიციალურად დარეგისტრირდა

"შენების მოძრაობის", "თავისუფალი დემოკრატების" და "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ერთობლივი საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით უსუფაშვილი დაარეგისტრირეს. 



დავით უსუფაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსის, თენგიზ შერგელაშვილის თქმით, მათი კანდიდატი დღევანდელ მოცემულობაში მისი წარსული საქმიანობიდან, ოცდაათწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ყველაზე მეტად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ პრეზიდენტის ფუნქციებს. 



“ჩვენ შევიტანეთ რამდენიმე განაცხადი, ამ შემთხვევაში საარჩევნო კამპანიაში ჩართულია რამდენიმე პარტია, როგორც “თავისუფალი დემოკრატები", ისე “ეროვნული ფორუმი”, “შენების მოძრაობა” და ცალკეული პირები, ჩვენ დღეიდან დავიწყებთ უკვე იმ კანონით გათვალისწინებული ხელმოწერების შეგროვებას, რათა საბოლოო რეგისტრაცია მოხდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავით უსუფაშვილი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი დღევანდელ მოცემულობაში მისი წარსული საქმიანობიდან, მთელი ოცდაათწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ყველაზე მეტად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით დღეს განსაზღვრულ პრეზიდენტის ფუნქციებს და ვფიქრობთ, რომ ჯანსაღი, ინსტიტუციურად დალაგებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის საქართველოს მოქალაქეებს დავით უსუფაშვილის სახით ძალიან კარგი არჩევანი აქვთ. ეს არ არის მხოლოდ სამი პარტიის კანდიდატი, ამ პროცესებში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც შეიძლება აქამდე პოლიტიკურად იმდენად აქტიურები არ ყოფილიყვნენ, რადგან თავიანთ პროფესიულ მოღვაწეობას ეწეოდნენ. ჩვენი ამოცანები არამარტო ამ საპრეზიდენტო არჩევნებს, არამედ უკავშირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ეს არის პოლიტიური პროექტი, რითაც ეს ხელისუფლება 2020 წელს უნდა შეიცვალოს,” - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა. 



მისივე თქმით, “შენების მოძრაობის” პოზიცია საგარეო კურსთან დაკავშირებით არის ის, რომ რუსეთი აგრესორია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან.





მსგავსი სიახლეები
„ორივე, მომწყობიც და დამშლელიც, ერთ საქმეს აკეთებს: ლგბტ გრანტს მიიღებს, კონტრაქციის მომწყობები ქულებს ჩაიწერს დედარუსეთში და ახალ ძალად დაანონსდებიან ქათმებთან მებრძოლი ნეფხვები!“
„ლევან ვასაძე ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც აქვს საჭირო რესურსი და რეიტინგიც, რომ ნაცების და ოცნების პოზიციები შეავიწროოს, მაგრამ დროზე ადრე გამოჩნდა პოლიტიკურ ავანსცენაზე და არასწორი თემით“
„პატრიოტთა ალიანსი" დავით გარეჯის საკითხზე აქციას მართავს და წინა ხელისუფლების დროს მოქმედი სადელიმიტაციო კომისიის საქმიანობის გამოძიებას ითხოვს
ზურა გაჩეჩილაძე, იგივე „შონზო“, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში წევრიანდება
საქართველოში იმ ქვეყნების დროშის აღმართვა-გამოფენა, რომელთანაც ქვეყანას კონფლიქტი ან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, კანონით დარეგულირდება
"ამ შემადგენლობამ გაასამართლა სააკაშვილი, ხელისუფლება და საკვანძო ფიგურები "
პრემიერ-მინისტრის პოსტს მაია ცქიტიშვილი დაიკავებს?
"სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოავლინონ ნებისმიერი პირი და თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველამ უნდა აგოს პასუხი"
„ჩინური ტვირთების გარეშე ანაკლიის პორტი ეკონომიკურ კატასტროფად გადაიქცევა - ხოლო თუ ტვირთების მოზიდვის ვალდებულებაც სახელმწიფოს აკიდეს, საერთოდ, კრახი შეიძლება მივიღოთ“
„კობა დავითაშვილი მთელი ომის მანძილზე, 92-93 წლებში, ფრონტის წინა ხაზზე იყო არტილერისტად და არასდროს ამაზე არაფერი დაცდენია თავისი პოლიტიკური კარიერის გასამაგრებლად!“
„გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანა, გეოგრაფიულად მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო მილიონიანი არმიით, ბირთვული იარაღით, მეზობლებს ასეთი ენით არ უნდა ელაპარაკებოდეს“
„საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს - მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს"
პარლამენტის წევრების ძვირადღირებული უცხოური ქონება
პრემიერ-მინისტრის პოსტზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი განიხილება
„ღონისძიებები ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის მიერ არ ხორციელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მიმართ - პერიოდულად საიმიგრაციო სამსახური ასეთ ღონისძიებებს ატარებს“
"საარჩევნო თემა პოლიტიკურად ძალიან მგრძობიარეა" - ირაკლი კობახიძე
"როგორც აშშ-ში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი ცნობილი შტატის წარმომადგენელი, ვიმედოვნებ, ოდესმე ვესტუმრები ღვინის სამშობლოს"
"საქართველოში ბიზნესის კეთების მრავალფეროვანი შესაძლებლობებია" - მამუკა ბახტაძე
„შსს არის გადაქცეული დარტყმის მთავარ სამიზნედ, რადგან ნაცმოძრაობა ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს გახარიაში ხედავს“
„ანაკლიის პროექტის პრიორიტეტულობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იგი წარადგინა ევროკავშირში პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში“