ლარი საგრძნობლად გაუფასურდა - თბილისის სავალუტო ჯიხურებში ერთი აშშ დოლარი 2.49-2.55 ლარის ფარგლებში მერყეობს.
თიბისი ბანკში ერთი დოლარის ღირებულება 2.61 ლარია. რაც შეეხება საქართველოს ბანკს, ერთი დოლარის შეძენა 2.60 ლარად არის შესაძლებელი.
ეროვნული ვალუტა დილიდან უფასურდება. მიზეზი კი, დოლართან მიმართებაში თურქული ლირისა და რუსული რუბლის გაუფასურებაა.
Bloomberg-ის მონაცემებით, ერთი დოლარის ფასი ამ დროისათვის 2.5465 ლარის ნიშნულზეა.