"საქართველოს ადგილი არის ევროპული დემოკრატიული ქვეყნების დიდ ოჯახში"– პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

"საქართველოს ადგილი არის ევროპული დემოკრატიული ქვეყნების დიდ ოჯახში"–ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან ვარშავის აჯანყების მუზეუმში, საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა. პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ღონისძიების მონაწილეებს სპეციალური ვიდეო ჩანაწერით მიმართა.

 

„არ არსებობს უკეთესი ადგილი იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც, მიუხედავად ძალის უპირატესობისა, არ იფიქრა მხოლოდ საკუთარ თავზე და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ჩაერთო”, - განაცხადა მან.

 

მინისტრმა თავის მიმართვაში გაიხსენა 10 წლის წინ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ისტორიული ვიზიტი საქართველოში, როდესაც რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქს, თბილისს უახლოვდებოდნენ.

 

„მაშინ პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ გადაწყვიტა შეეკრიბა რეგიონის 4 ლიდერი და ყოყმანის გარეშე, ორგანიზება გაუკეთა თბილისში ჩაფრენას. პრეზიდენტ კაჩინსკის, ყველაზე უკეთ ესმოდა რუსული აგრესიიდან მომდინარე საფრთხე, მან იცოდა, რომ აუცილებელი იყო დაუყოვნებელი და ცალსახა წინააღმდეგობა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევის მიმართ“, - აღნიშნა მან.

 

მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი აღნიშნავს, რომ ათი წლის შემდეგ, პრეზიდენტი კაჩინსკის მიერ, 2008 წლის 12 აგვისტოს, თბილისში წარმოთქმული სიტყვები კვლავ აქტუალური რჩება.

 

„დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგ შესაძლოა ჩემი ქვეყანის, პოლონეთის ჯერიც დადგეს“, - დასძინა მან.





მსგავსი სიახლეები
„სალომემ თუ გაიმარჯვა წავალო, კი არ წახვალ, ვინც მანდ დაგაგდო, ის დამკვეთი წაგათრევს“
„ვაი სირცხვილო, ჩვენი ჟურნალისტების ე.წ. ელიტამ კითხვის დასმა არ იცის“
„ნაცმოძრაობის დანაშაულზე საუბრისას, ნურავინ შეეცდება გადაარჩინოს ბოკერიას ჯგუფი, რომელიც რეალურად ნაცმოძრაობის ყველაზე რეაქციული, ყველაზე რადიკალური, ყველაზე სახიფათო განშტოებაა“
„ბურჭულაძემ პოლიტიკაში მოსვლის სანაცვლოდ 9 მილიონი დოლარი მომთხოვა“
„გვარამიას თუ ასე უნდოდა კარნახი, მოთრეულიყო თვითონ!“
„ვარწმუნებ საზოგადოებას, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ჩვენ საზოგადოებაში ყველას თავის სახელი ექრმევა, ყველას თავისი ადგილი ექნება“
„მე არ ვამბობ, რომ იდეალური მთავრობა გვყავს, მაგრამ ვის დავუჯეროთ, „რუსთავი 2“–ს, თუ სტატისტიკას?!“
"გრიგოლ ვაშაძე თავისი ნატურით არის „მიმინოდან“ ნუგზარი - ასეთი პერსონაჟი საქართველოს საზოგადოებას პრეზიდენტად არ უნდა და წერტილი"
„ოქუაშვილი ორჯერ იყო ჩემთან მოსული - პირველად ნახა, რომ არ შემიმოწმებია და მეორედ შეეძლო თავისუფლად ამით ესარგებლა, ეს კაცი ყველაფერს იწერს და რატომღაც ეს ჩანაწერი დღემდე არ ჩანს“
„სიცრუე - ეს არის თქვენი მუშაობის სტილი“ - ბიძინა ივანიშვილი რუსთავი-2-ის ტელეწამყვანს
„არჩევანი თქვენზეა: ნუ მისცემთ ხმას ნაცს, გზას ნუ გაუხსნით ისევ ამ ავიზნით შეპყრობილთა პარპაშს! თქვენი ხმით ნუ მოკლავთ თავიდან ილიას, ნუ ესვრით საქართველოს!“
"სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, არ გაიმეოროს ჩემი შეცდომა" - დავით უსუფაშვილი
თეა წულუკიანს ვურჩევდი, 7 ნოემბერი არასამთავრობოების ნაცვლად იმ კოლეგებს გაახსენოს, ვინც გვერდით უზის
როგორ ცდილობდნენ კუდ-ის თანამშრომლები ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრების გადაბირებას - რას ყვებიან მოწმეები
„ლაივი, რა თქმა უნდა, არ იქნება - არ არის ივანიშვილი დიდი ინტერესის სფერო“
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს ლია გიგაური დაიკავებს
ინგა გრიგოლია ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე, სავარაუდოდ, ვერ წავა
რატომ მალავს გრიგოლ ვაშაძე საბჭოთა წარსულს - ვინ არის მისი გასაიდუმლოებული შვილი და პირველი ცოლი
„ჰააგაში, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში მიმდინარე საქმეზე ინფორმაცია "ევროპულ საქართველოს" ან ვერ ექნება, ან უნდა თქვან, რომ რუსეთისგან აქვთ“
„ზაზა ოქუაშვილი არის ჩამოყალიბებული თაღლითი, რომელსაც თქვენ აფარებთ ხელს, რადგან ერთი ოჯახი ხართ“