"მე არ ვადანაშაულებდი სააკაშვილს კრიზისის გამო და არც ახლა ვადანაშაულებ"- კონდოლიზა რაისი 2008 წლის აგვისტოს ომზე

მე არ ვადანაშაულებდი სააკაშვილს კრიზისის გამო და არც ახლა ვადანაშაულებ"- წერს "Washington Post"-ში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი.

 

კონდოლიზა რაისმა აგვისტოს ომიდან ათის წლის შემდეგ 2008 წლის ომი და ომის დროს სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარი გაიხსენა.

 

კონდოლიზა რაისი ამბობს, რომ ლავროვმა მას პირდაპირ უთხრა, რომ მოსკოვის სურვილი საქართველოს ხელისუფლების შეცვლა იყო.

 

"მესამე პირობამ, რომელიც ლავროვის თქმით, მხოლოდ ჩვენს შორის უნდა დარჩენილიყო, შოკში ჩამაგდო: მან მითხრა: მიშა სააკაშვილი უნდა წავიდეს. ლავროვს ვუთხარი, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვერ ექნებოდათ საიდუმლო საუბარი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის დამხობის შესახებ და რომ ამ მოთხოვნის შესახებ ყველას ვაცნობებდი. ის განრისხებული იყო, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ და რუსეთის ნამდვილი მოტივი მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩა და ქართული დემოკრატია გადარჩა" - წერს კონდოლიზა რაისი.

 

როდესაც რუსეთმა საქართველოში სრულმასშტაბიანი შემოჭრა დაიწყო, შეერთებულმა შტატებმა პირველ რიგში ყურადღება საქართველოს დედაქალაქსა და კანონიერად არჩეული საქართველოს მთავრობის დაცვაზე მიაქცია. კონდოლიზა რაისი იხსენებს, რომ ბუშის ადმინისტრაციაში ნამდვილად აცნობიერებდნენ საქართველოში რუსეთის სამხედრო ქმედებების საფრთხეს და ჯერ კიდევ 2008 წლის გაზაფხულიდან, გერმანიასთან ერთად, ცდილობდნენ მოლაპარაკებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში მზარდი დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით.





მსგავსი სიახლეები
„იხმაურებენ და დაწყნარდებიან“-რა ულტიმატუმებიც არ უნდა წამოაყენოს ოპოზიციამ საქართველოში, შედეგი მოსალოდნელი არაა
სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა იოლი არ იქნება - ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირებაა
"ნაცმოძრაობა" რევოლუციისთვის ნიადაგს სინჯავს, "ევროპული საქართველო" და "რესპუბლიკელები" ჭოჭმანობენ
მეორე ტურის ბედს "გამოვარდნილი" კანდიდატების მომხრეები გადაწყვეტენ - ვინ ვის მხარეზეა
არჩევნებამდე 1 კვირით ადრე საპრეზიდენტო კანდიდატთა ახალი გზავნილები ამომრჩეველს
მძაფრი კრიზისი ვენესუელაში: მოსკოვი და პეკინი ლოდინის რეჟიმში არიან, კარაკასში კი, რუსეთის საელჩოსთან ერთად, აფხაზეთის საელჩოც მოქმედებს
"ნატოს წევრობა საქართველოსთვის მაინცდამაინც აუცილებელი არ არის“ - ინტერვიუ თომას დე ვაალთან
"ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა გასცა"- The Washington Post
"საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორც გერმანია" - გერმანული გამოცემა "შპიგელი"
"სალომე ზურაბიშვილი რუსეთში საქართველოდან ბაზების გაყვანასთან ასოცირდება, „ქართული ოცნება“ კი შეიძლება რუსეთის მტერი არ არის, მაგრამ არც მეგობარია"
"სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში სავარაუდოდ ბევრის გაკეთებას შეძლებს"
“ეგზიტპოლებს მხოლოდ “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აწყობენ
"პუტინის მზარეული" - ვინ არის კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი, რომლის "შავ საქმეებზე" მისი ხელქვეითი ალაპარაკდა
წულუკიანი გიგაურის წინააღმდეგ
“არჩევნების შემდეგ ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება” - დავით ჭიჭინაძე
აღმოჩნდება თუ არა საქართველოს ეკლესია რუსულ ბანაკში
აღმოჩნდება თუ არა საქართველოს ეკლესია რუსულ ბანაკში
საქართველო - ევროპა აზიაში - ქართულმა კულტურამ ჯებირი გაარღვია...
"მიმინო, ყველაფრის მიუხედავად რუსეთში ძალიან უყვარხართ და გაფასებენ"
“ივანიშვილი ცაიტნოტშია - უმოქმედობა ძალიან ძვირად დაუჯდება!”- გია ხუხაშვილი