სამხარაულის კომისიური დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე დაზიანებები უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო, რასაც სიკვდილი მოჰყვა

ჩვენ ხელთ არსებული და საქმეზე წარმოდგენილი მასალების მონაცემებით, სიკვდილთან მიზეზობრივი კავშირის არსებობის გამო, არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი, – ამის შესახებ საუბარია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომისიურ დასკვნაში, რომელიც პირველი არხისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. დასკვნას "საზოგადოებრივი მაუწყებელი"ექსკლუზიურად ავრცელებს:

 

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამის გამოკვლევის მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა უსწოროკიდეებიანი ჭრილობები მარცხენა წვივის და მარჯვენა მტევნის მე-3 და მე-4 თითების მიდამოში. მარჯვენა მტევნის მე-4 თითის ძირითადი ფალანგის ღია მოტეხილობა, მრავლობითი ვრცელი სისხლნაჟღენთები (20-ზე მეტისხეულის სხვადასხვა მიდამოში და მათ ფონზე ზოლისებური ფორმის სისხლნაჟღენთები (არანაკლებ 46), კეროვანი სისხლჩაქცევა თავის რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე მარჯვნივ თხემის მიდამოში, სისხლჩაქცევა მარცხნივ და მარჯვნივ სათესლე პარკის მიდამოში და არსებული მარჯვენა სათესლე ჯირკვლის ქსოვილში, მრავლობითი ნაჭდევები (38-ზე მეტი) სხეულზე.


დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია და განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მრავალჯერადი მოქმედების შედეგად. დაზიანებები ზოლისებური ფორმის სისხლნაჟღენთების (არანაკლებ 46) სახით განვითარებულია რამე შემოსაზღვრული (ბრტყელი და/ან ცილინდრული) ზედაპირის მქონე საგნის ან საგნების მრავალჯერადი ზემოქმედებით.


წარმოდგენილი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს აქტის მონაცემებით, ტატუნაშილის სიკვდილი გამოიწვია გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობამ, რომელიც განვითარდა მიოკარდიის მწვავე იშემიით გართულებული ჰიპერტონიული დაავადების შედეგად. გამოძიების მიერ წარმოდგენილ მასალებში არსებული ტატუნაშვილი ჯანმრთელობის შესახებ არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებით, აღნიშნულ პიროვნებას არ აღენიშნებოდა ჰიპერტონიული დაავადება და სხვა სახის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გვამთან არსებულ პრეპარატში არ დადასტურდა კორონაროათეროსკლეროზის არსებობა.


მთელი რიგი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული კორონარების მწვავე სპაზმის და შესაბამისად მწვავე იშემიის განვითარების შემდეგი რისკფაქტორები: თამბაქოს აქტიური მოხმარება, ნარკოტიკების მოხმარება, ამფეტამინი, კოკაინი და სხვა. ტრავმა, სიცივე-დაბალი ტემპერატურის მოქმედება, ძლიერი ემოციური სტრესი, მაღალი არტერიული წნევა, ასაკი, დიაბეტი.


სხვა მაპროვოცირებელი რისკფაქტორების არარსებობისა, გვამის გამოკვლევისას დადგენილი სხეულის დაზიანებები, ფიზიკური ტრავმა, ძლიერი ფსიქო-ემოციური სტრესი უნდა ყოფილიყო დადგენილი მწვავე კარდიოლოგიური პათოლოგიის, კორონარული არტერიების სპაზმის, მიოკარდის, მწვავე იშემიის და შედეგად მწვავე გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის განვითარების მაპროვოცირებელი ფაქტორი.


ჩვენ ხელთ არსებული და საქმეზე წარმოდგენილი მასალების მონაცემებით, სიკვდილთან მიზეზობრივი კავშირის არსებობის გამო, არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი“, – აღნიშნულია სამხარაულის კომისიურ დასკვნაში.





მსგავსი სიახლეები
შსს-მ მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ერთი პირი დააკავა
„რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ
მოიწამლნენ თუ არა გაურკვეველი ნივთიერებით ახალგაზრდები „ბასიანში“? - 18 წლის ბექა ზ. ამ დრომდე უგონოდაა – რა მოხდა კლუბში?
რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის გოგიტა ირემაძის მკვლელობის საქმეზე ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი დააკავეს
შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრო ლომისობის დღესაწაულთან დაკავშირებით ტურისტულ სააგენტოებს მიმართავს
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
„ვაუქმებთ პატრულირებას“, - ამის შესახებ ლევან ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
"მართლწესრიგის ოფიცრები კარდაკარ ივლიან და საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან, რომ ნაადრევი ქორწინება დანაშაულია, რაც პოლიციას უნდა შეატყობინონ"
წნორში ყოფილი წისქვილკომბინატის შენობა დაიწვა, რომელსაც ინდოეთის მოქალაქეები ხორბლის და ქერის შესანახად იყენებდნენ
თურქეთში, ანტალიაში, საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ფოთში ტაეკვანდოში საქართველოს ღია ჩემპიონატზე ერთმანეთს ტაეკვანდოს ფედერაციის გამგეობის წევრები და მწვრთნელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები
მთავრობის ადმინისტრაციასთან, წუხანდელ აქციაზე დაკავებული პირებიდან სამს თბილისის საქალაქო სასამართლომ 1000-1000-ლარიანი გირაო დააკისრა
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და საზოგაოებას მოუწოებს
„თბილისი პრაიდის“ აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს
„მართლმადიდებელი მრევლი ამ ქვეყანაში უმრავლესობაა და როდემდე უნდა ჩაგრავდეს უმრავლესობას უმცირესობა?“
„თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც კონტრაქციას მართავენ, სახალხო დამცველის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
„ერთი თვის წინ პროკურატურიდან მივიღე ოფიციალური დოკუმენტი, სადაც მეუბნებიან, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩემი პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა კანონის სრული დაცვით“
მთავრობის კანცელარიასთან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით კონტრაქციის 4 მონაწილეა დაკავებული - ერთ-ერთი გურამ ფალავანდიშვილის შვილია