დღეს ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს 83 წელი შეუსრულდა

დღეს ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს 83 წელი შეუსრულდა. გია ყანჩელი ამჟამად დანიის სამეფოში იმყოფება და საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალში მონაწილეობს, რომელიც კონცერტით „ყანჩელი & ბრამსი“ გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ყანჩელის ნაწარმოებები დანიის კამერულმა ორკესტრმა და შვედმა სოლისტმა შეასრულეს. 

„კონცერტის პირველი ნაწილი მიეძღვნა წლევანდელი საერთაშორისო ფესტივალის მთავარ კომპოზიტორს, მსოფლიოში ცნობილ გია ყანჩელს საქართველოდან. მისი ემოციურად დატვირთული და ლამაზი მუსიკა სულში ჩამწვდომია მათთვისაც კი, ვინც ჯერ კიდევ მიუჩვეველია ახალ და თანამედროვე მუსიკას“, - აღნიშნულია რუდერსდალის ფესტივალის ვებგვერდზე. 

საერთაშორისო ფესტივალის „რუდერსდალი“ ფარგლებში 10 კონცერტი გაიმართება და მასში ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ კლასიკური მუსიკის ანსამბლები და ორკესტრები დანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ინგლისიდან, პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. გია ყანჩელის სიმფონიურ ნაწარმოებებთან ერთად შესრულდება კლასიკოსების, ბახის, ბეთჰოვენის, ბრამსის და მოცარტის ნაწარმოებები.

დღეს დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო გია ყანჩელისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას გამართავს, სადაც დანიელი მუსიკოსები გია ყანჩელის ნაწარმოებებს შეასრულებენ.

„ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს საელჩოს შესაძლებლობა აქვს უმასპინძლოს გამოჩენილ და ყველასათვის საყვარელ ქართველ კომპოზიტორს, ბატონ გია ყანჩელს. ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, სწორედ საქართველოს საელჩოში მივულოცოთ ბატონ გიას დაბადების დღე და საშუალება მივცეთ დანიურ საზოგადოებას, ჩვენთან ერთად მოუსმინოს მის განუმეორებელ მუსიკას“, - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, გიგი გიგიაძემ.





მსგავსი სიახლეები
ნინო სურგულაძის ტრიუმფი ბელგიის სამეფო თეატრის სცენაზე და მსოფლიო პრესის აღიარება
დიზაინი და მომავლის ქალაქები - გამოფენა და სემინარი იტალიელი არქიტექტორების მონაწილეობით
დიზაინი და მომავლის ქალაქები - გამოფენა და სემინარი იტალიელი არქიტექტორების მონაწილეობით
„როგორ უნდა მოახერხო, რომ ეს სამაკორდიანი, ჩიჟი-ბიჟი რუსეთი, რომელიც ერთ ხმაში ძლივს მღერის, ევროვიზიაზე არათუ გისწრებდეს, არამედ, ყოველ წელს ლიდერებში იყოს“
საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობის შემოთავაზებას იღებს და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს
18 მარტს ქუთაისი ქართული სიმღერის დღესასწაულს უმასპინძლებს!
"ელექტრიკოსი"- რუსთავის თეატრი პრემიერისთვის ემზადება
ლესია უკრაინკას შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს ნანა ჯანელიძე გადაიღებს
დღეს, თეატრალური უნივერსიტეტის დარბაზში კომედიის ფესტივალის ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართება
პირველი არხის მუსიკალური შოუს, „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა და საქართველოს ევროვიზიის კონკურსზე წარადგენს სიმღერით „სულ წინ იარე“
სამ წამყვან ოსკაროსან ფილმზე ქართველი ხმის რეჟისორი მიშა კაჭკაჭიშვილი მუშაობდა
არლში ვინსენტ ვან გოგის ფონდში ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
პრემიერა: ლესია უკრაინკას შესახებ ბიოგრაფიული ფილმის პირველი თიზერი
სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ლეონარდო დავინჩის ნამუშევრების ციფრული რეპროდუქციების გამოფენა გაიმართება
ოტავაში ქართული მეღვინეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
არლში, ვინსენტ ვან გოგის მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს
„დადგა დრო, ჩვენი დიდებული პოეტი ქალი, უბრალოდ, ასე მოვიხსენიოთ: ეთერო“ - ეთერ თათარაიძის ახალი კრებულის პრეზენტაცია
თიბისი არტ გალერეაში უშანგი ხუმას პერსონალური გამოფენა გაიხსნა
„ეს შუახნის ქალბატონი, სინამდვილეში წინანდლის ვარდი, ტატოს სატრფო და სამეგრელოს ბანოვანი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძეა!“
ფილმ „ნამეს“ ოპერატორმა გიორგი შველიძემ ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების პრიზი მოიპოვა