რითი დაემუქრა ტრამპი თურქეთის ეკონომიკას და რა ემუქრება ორი ბანკის ინტერესებზე აწყობილ ქართულ ლარს

ამერიკაში მცხოვრები ეკონომისტი თემურ ბასილია აშშ-ს პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას აფასებს და საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს: 

 

აშშ-მა პრაქტიკულად სავაჭრო ომი გამოუცხადა თურქეთს. ეს გახლავთ პრეზიდენტ ტრამპის დღევანდელი განცხადება, რომელიც მან თვითერზე გამოაქვეყნა: "მე დავალება მივეცი, რომ გაორმაგდეს ტარიფები ლითონის და ალუმინის ნაწარმზე თურქეთთან მიმართებაში რამდენადაც მათი ვალუტა, თურქული ლირა მკვეთრად ეცემა ჩვენი ძალიან ძლიერი დოლარის მიმართ! ალუმინი დაიბეგრება 20%-ით და ლითონი - 50%ით. ჩვენი ურთიერთობები თურქეთთან არ არის კარგი ამ დროისთვის!" მე მგონი, გასაგებია რომ მეზობელ და ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება; მათ შორის, თურქული ლირა კიდევ უფრო გაუფასურდება, რაც შესაბამისად აისახება საქართველოს ეკონომიკასა და ქართულ ლარზე.

გუშინ უკვე დავწერე, რომ 23 აგვისტოდან აშშ აწესებს საკმაოდ მძლავრ სანქციების რუსეთის მიმართაც. თუ, რუსეთი არ შეასრულებს აშშ-ის მოთხოვნას, 3 თვის შემდეგ ეს სანქციები კიდევ უფრო გამძაფრთება, რაც პრაქტიკულად აშშ-სა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შეჩერებას გამოიწვევს. ანუ, შესაძლოა რუსეთშიც საკმაოდ რთული ეკონომიკური სიტუაცია შეიქმნას, რაც ასევე აისახება საქართველოზე.

ჩემი გაკვირვება გამოიწვია ზოგიერთი ოფიციალური პირის განცხადებამ, რომ არაფერი სერიოზული არ ხდება, რომ ლარის კურსის ვარდნა მხოლოდ დროებითი, მოკლევადიანი მოვლენაა და საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას არაფერი ემუქრება. როგორც ჩანს, ამ განცხადებების ავტორებს, წარმოდგენა არა აქვთ რა მასშტაბის პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა.

პრობლემას კიდევ უფრო გაამძაფრებს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც იმის ნაცვლად რომ ამცირებდეს საგარეო შოკის ზეგავლენას, პირიქით, "ორი დომინანტი ბანკის" ინტერესების გათვალისწინებით და მათი დაკვეთით ზრდის მიმოქცევაში ლარის რაოდებას, რითაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და ხელს უწყობს მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკებას.

გულწრფელად მინდა ვთხოვო ყველას - ეროვნულ ბანკს, მთავრობას კარგად დაფიქრდნენ მოსალოდნელ პრობლემებზე და როგორ აიცილონ თავიდან დამატებითი სირთულეები, მით უმეტეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები კარზეა მომდგარი.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 19 ოქტომბრის 17:00 საათისთვის
კომპანია BTL–ის ორგანიზებით, სასტუმრო Hotels & Preference -ში, საერთაშორისო MMP ფორუმი გაიმართა
თიბისი ბანკის მხარდაჭერით EBRD-იმ ვაჭრობის ფინანსირების ფორუმი გამართა
ლარის გაუფასურების მიზეზი ვალუტის უკონტროლო ბრუნვაა
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ჩვენი ეკონომიკის წინსვლის ბერკეტი ექსპორტის განვითარებაა"- გიორგი ქობულია
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
19 ოქტომბერს, საქართველოში, კომპანია BTL-ის ორგანიზებით, საერთაშორისო MMP ფორუმი გაიმართება
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ბრიტანული "Fear Group"-ი საქართველოში ინვესტირებას გეგმავს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 ოქტომბრის 17:00 საათისთვის
რუსთავში რკინიგზის სადგურის შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, ინდოელმა ინვესტორმა შეიძინა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 12 ოქტომბრის 17:00 საათისთვის
"სათამაშო ბიზნესისთვის რეკლამის შეზღუდვა სარეკლამო ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს"
„ანაკლია სითისა" და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლები ფრანკფურტში გამართულ გერმანულ-ქართულ ბიზნეს ფორუმს დაესწრნენ
თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად თიბისი გალერეაში ბიზნესფორუმი ჩატარდა
"მსოფლიო ბაზარზე, მარიხუანას პროდუქციის მოთხოვნის 1% საქართველომ რომ დააკმაყოფილოს, ქვეყანაში დიდი შემოსავალი იქნება"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება11 ოქტომბრის 17:00 საათისთვის
საწვავი კიდევ გაძვირდა - დეტალები
გუდაურში 6 ახალი საბაგირო აშენდება