ვინ არის ეკატერინე ხვედელიძე - ბიძინა ივანიშვილის მეუღლე

 

 

ეკატერინე ხვედელიძე - ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, რომელიც საჯაროდ იშვიათად ჩნდება, მედიისთვის თითქმის მიუწვდომელია. იგი თითქმის არასოდეს აკეთებს კომენტარს და საზოგადოებას მის შესახებ არც ისე ბევრი ინფორმაცია აქვს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წყვილს ოთხი შვილი ჰყავს: უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე ივანიშვილები.

 

ეკატერინა ხვედელიძე "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის პერიოდში მედიის ობიექტივში ხშირად ჩნდებოდა. ის ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეხვედრებზე დადიოდა და ამომრჩევლებს ხვდებოდა, თუმცა მედიასთან კომუნიკაციისა და ინტერვიუს მიცემისგან თავს იკავებდა.

 

ეკატერინა ხვედელიძე 1972 წლის 27 აგვისტოს საჩხერეში, ფედია და ლუდა ხვედელიძეების დაიბადა და სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლა დაამთავრა. მამა სამტრედიაში არსებულ საავადმყოფოში მთავარი ექიმად, კერძოდ, ქირურგად მუშაობდა, დედა კი მუსიკის მასწავლებელი იყო. ეკატერინე ხვედელიძეს ჰყავს და, ირმა ხვედელიძე.


 

Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ეკატერინე ხვედელიძის მასწავლებელი იხსენებს, რომ დები ძალიან კარგად მღეროდნენ და ამავდროულად, ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრებიც იყვნენ. მასწავლებელი ასევე იხსენებს, რომ ეკატერინე ხვედელიძეს განსაკუთრებით უცხო ენები, ბიოლოგია და ისტორია უყვარდა და ამავდოულად, კარგად ქსოვდა.

 

ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ისტორიის მასწავლებელი ასევე 2 000 წელს მომხდარ შემთხვევას იხსენებს, როდესაც ეკატერინე ხვედელიძემ მე-3 საჯარო სკოლის დახმარების ფონდი შექმნა და მისი თქმით, 80 თანამშრომელს 11 წლის განმავლობაში ეხმარებოდა. გარდა ამისა, აღნიშნული სკოლის რეაბილიტაციაც მის სახელს უკავშირდება. ასევე, გარდა მუსიკალური განათლებისა, ბიძინა ივანიშვილის თქმით (2012 წლის ერთ-ერთი ინტერვიუ), მისი მეუღლე მხატვრობაში კარგად ერკვევა და ნამუშევრების შეძენისას გადამწყვეტი ხმა სწორედ მას ეკუთვნის.

 

2012 წელს ეკატერინე ხვედელიძე კოალიცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარედაც მოიაზრდებოდა, რადგან ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ ჰქონდა, შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიასაც ვერ უხელმძღვანელებდა. ეკატერინა ხვედელიძემ კი სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, თუმცა მოგვიანებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აღარ გამხდარა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ჟურნალისტებთან ინტერვიუსგან თავს იკავებდა, მან ტელეკომპანია "მაესტროს" 2012 წლის სექტემბერში საკუთარი თავისა და ოჯახის შესახებაც ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მასზე 16 წლით უფროსია, თუმცა, ეკატერინე ხვედელიძის თქმით, ამას მისთვის დისკომფორტი არასდროს შეუქმნია:

 

"გაცნობის პირველი დღიდანვე ვერ მივხვდი ბიძინას ასაკს და არასდროს მიგრძვნია ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა, რადგან ბიძინას საოცარი ხასიათი აქვს - ძალიან უყვარს იუმორი. მუდმივად ხუმრობს და ნებისმიერ ადამიანთან მისი ასაკის ხდება. მაგალითად, ცოტნე დარწმუნებულია, რომ მამამისი მისი ასაკისგან არაფრით განსხვავდება. ამ მხრივ ძალიან მსუბუქი და იოლი პიროვნებაა. არასდროს აქვს დეპრესიული განწყობა, არასდროს მოდიოდა შინ ამ განწყობით, რომ დავიღალე და მომასვენეთ, ყოველთვის ხუმრობს, ლაღია, მსუბუქი, ბედნიერი განწყობა აქვს. რა პრობლემაც არ უნდა ჰქონდეს, სახლის გარეთ ტოვებს და ისე ცელქობს და ხუმრობს, საკუთარი თავი მასზე უმროსი მგონია. ვაჩერებ და ამაზე ბიჭები სიცილით კვდებიან," - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ეკატერინა ხვედელიძე თავისი საქმიანობისა და ქონების შესახებ საჯაროდ არ საუბრობს, Allnews.ge შეეცადა, აღნიშნული გაერკვია, რისთვისაც მხოლოდ 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაცია გამოვიყენეთ, რადგან სხვა ტიპის ინფორმაციას ქონების შესახებ ექსპრემიერის ოჯახი არ ავრცელებს.


2013 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ეკატერინა ხვედელიძე მიწის ნაკვეთებს რუსეთში, კერძოდ მოსკოვში, ასევე საჩხერეში, საგურამოსა და სოფელ ჭორვილაში ფლობდა. გარდა ამისა, მის საკუთრებაში სოფელ ჭორვილაში 261,50 კვ.მ ფართობის სახლიც ფიქსირდება. მილიარდერის მეუღლე თბილისში, კრილოვის ქუჩაზე მდებარე ბინის 50%-სა და მოსკოვში, სავრასოვის ქუჩაზე მდებარე ბინის 50%-ის მფლობელიც იყო.

 

გარდა ამისა, ეკატერინა ხვედელიძე ანგარიშებს 460$-დან 305 559$-მდე "ქართუ ბანკსა" და "პროგრეს ბანკშიც" ფლობდა. 2013 წლისთვის ექსპრემიერის მეუღლის ანგარიშზე 125 000$; 8 000 ევრო და 25 000 ლარიც იყო. ამავე პერიოდში ფიქსირდება, რომ ეკატერინა ხვედელიძე შპს "აქცეპტის" აქციონერი (კომპანია საქართველოში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარეობს) და "ეს-სი-აი"-ის აქციონერიც იყო (საფრანგეთი, პრინცესას ქუჩა, 29). ქონებრივ დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ეკატერინა ხვედელიძე დახმარების სახით ფიზიკურ პირებზე თანხებს ხშირად გასცემდა. ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ამჟამად ჟურნალისტებთან ინტერვიუსგან თავს იკავებს და მედიის ობიექტივშიც ხშირად აღარ ჩნდება.

 

 

იხილეთ ვიდეო:

 

 

 

 

 Allnews.ge 





მსგავსი სიახლეები
როგორ ატარებს ზაფხულს ორსული ანუკი არეშიძე ოჯახთან ერთად
„რამდენი ასეთი გოგო და ბიჭია, რომელსაც ეშინია არა ვიღაც გარეწარის, არამედ, საკუთარი ოჯახის“
„სახალხოდ ვაცხადებ, კანონს არ დაველოდები, სათითაოდ მოგაკითხავთ და დაგლეწავთ!!! მუქარა და მერე შესრულება, როგორი ვიცი, კი უნდა გახსოვდეთ!“
„სახალხოდ ვაცხადებ, კანონს არ დაველოდები, სათითაოდ მოგაკითხავთ და დაგლეწავთ!!! მუქარა და მერე შესრულება, როგორი ვიცი, კი უნდა გახსოვდეთ!“
„რა სულელპეტრე ხარ, ლიფტი რამ მოგაფიქრებინა?! ბოლოს რომ გნახე, მივხვდი, დაღლილი იყავი, მეგობარო, სულ მეფიქრებოდა, ვაითუ ვეღარ გაუძლოს, მეთქი“
ახლახან საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
გაზზე მომუშავე ავტომანქანების 28%-მა ტექინსპექტირება ვერ გაიარა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 19:00 - 24:00 საათამდე თელავიდან შემოსულია 101 შეტყობინება
თბილისში არსებული ყველა პატარა მდინარე მუდმივი მონიტორინგის რეჟიმშია
წყლის ჭარბი ნაკადის გამო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - მდინარე ვერეს ხეობაში, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ძლიერმა სეტყვამ თელავი და მიმდებარე სოფლები, ასევე, ახმეტის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დააზარალა
„მე ის ქართველი ვარ და ამავდროულად ის ოსი, რომლის წინაპრები დიდგორის ველზე აღმაშენებლის გვერდით იდგნენ!“
18 წლის მათე კვარაცხელიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა: „უბრალოდ, დამმარხეთ და მეტი არაფერი. სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არ მჯერა“
აბასთუმანი - საირმის დამაკავშირებელი 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება
ყოფილი „ლეოგრანდი“ დაილუქა
„ვინც „ვალსარტანის“ შემცველ მედიკამენტებს იღებს, მკურნალობა არ უნდა შეწყვიტოს, თუმცა აუცილებლად უნდა ნახოს სია, რომელი კომპანიის მედიკამენტს ეხება აკრძალვა“
კიბოს რისკის შემცველი სახიფათო მედიკამენტები საქართველოს სააფთიაქო ქსელებში და საშიში წამლების სია
„თავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო“
„ერთი სიმპათიური ბიჭი, მშვენიერი მსახიობი ლიფტში უპოვიათ გარდაცვლილი...როგორ ვილევით“