არის საშიშროება, რომ მდინარე ჭალადიდმა დამბა გაარღვიოს

სენაკის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის არის საშიშროება, რომ მდინარე ჭალადიდმა დამბა გაარღვიოს. სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, თუმცა მდინარე ჭალადიდმა შეიძლება დამბა გაარღვიოს, რადგან მას მდინარე რიონი არ ღებულობს. სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.



სენაკის მერიის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სტიქიის ზონაში ადგილზე მოინახულეს სენაკის მუნიციპალიტეტში კოკისპირული წვიმის შედეგად მწყობრიდან გამოსული ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი დიდი ხიდი და სხვა დაზიანებული ობიექტები, ადიდებული მდინარეებისგან ჩამორეცხილი სანაპიროები, ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში დაზიანებული გზები, დატბორილი საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები.
“სენაკში, მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მობილიზებული იყო მერიის სამსახურების და ცენტრების წარმომადგენლებისგან შემდგარი მაშველთა ჯგუფები, რომლებიც ადგილზე ეხმარებოდნენ მოსახლეობას სტიქიასთან ბრძოლაში. შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა. უკვე მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ც რომლებიც, ადგილზე შეისწავლიან შექმნილ მდგომარეობას”, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები
"გლდანის ციხიდან დამირეკა პატიმარმაო" და არც სახელი, არც გვარი - ვიღაცის ხმა ისმის კადრში, ლადო ბედუკაძემ ციხის და ცოცხის კადრები ჩემთან ერთად დადგაო! აბა, ბიჯო, აბა! დაგიჯერებთ!“
„როდესაც ყველა სფეროში ქართველები ვთანამშრომლობთ რუსებთან, მუსიკოსების მოღალატედ გამოცხადება მავნებლობაა და 37 წლის ჩეკისტური სულის გამოვლინება!“- რატომ დაუპირისპირდა რუსთავი-2 „ბასიანს“
გუშინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსული ირანის 19 მოქალაქიდან 19-ივე უკან გააბრუნეს
ხულოში ორმხრივი მწვავე პნევმონიის შედეგად 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა
სკოლის მოსწავლეებისთვის საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება
როდის ამოქმედდება სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაცია
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 4 სპეც-მანქანა გადასცა
„ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ ლადო აფხაზავას და მოვისმენ მისი სწავლების სტილის შესახებ - მას გამარჯვების დიდი შანსი აქვს“
„ცხენის ხორცი საქართველოში უკრაინიდან ტრაილერებით შემოდის“
სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 24 თებერვალს დილის 09:30-დან 11:30 საათამდე ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება
დღეს არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
„გისურვებთ მარგალიტიან ნიჟარებს, ძვირფასო მამაკაცებო - დაე, პირველსავე ჩაყვინთვაზე გეპოვოთ თქვენი განძი და სილამაზე, თქვენი ''მარგალიტი''
ბადრი ჯაფარიძე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშია
„მათემატიკა ხო დავწერე და ისტორია ჩაგაბარე! სექსი გაგვიცდა გუშინ და ისევ ვაგინა დაგვიტოვეს!“ - ქართული სკოლა 10 წლის შემდეგ!
„ბევრს ეჭვი უჩნდება – რომელ გაბრწყინებაზეა ლაპარაკიო, მაგრამ ყველაზე მეტად დედა ღვთისმშობლის იმედი მაქვს, მისი მეოხებით და უფლის კურთხევით საქართველო გადარჩება და გაბრწყინდება“
როგორ იძია შური სტალინმა ილიას მკვლელებზე