"გაიცანი საქართველო" სვანეთში

კამპანია "გაიცანი საქართველო გრძელდება" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სვანეთის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პრესტური გაიმართა. ტურის ფარგლებში სხვადასხვა ტელეკომპანიების და გამოცემების 30 ჟურნალისტი, ოპერატორი და ბლოგერი მესტიასა და უშგულში იმყოფებოდა. ტურის მონაწილეებთან ერთად სვანეთში იმყოფებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე. მედიის წარმომადგენლებმა სიყვარულის კოშკი, ლამარია და ჩაჟაში მოინახულეს, დაათვალიერეს სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი. მესტიაში ჟურნალისტები „არტარეა"-ს წარმოდგენას დაესწრნენ, სადაც ფილმის ჯიმ შვანთეს ჩვენება და გოგი ძოძუაშვილის შესრულებით მუსიკალური პრემიერა გაიმართა. ღონისძიება პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა. შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია „გაიცანი საქართველო" 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 21 სექტემბრის 17:00 საათისთვის
"ყოველთვის ვებრძოდი სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრების მოსურნე ადამიანების არაჯანსაღ ინტერესებს"
ანაკლიის პორტმა და ანაკლიის სეზ-მა, ევროპისა და აზიის მასშტაბით, აბრეშუმის გზის საუკეთესო პროექტის ჯილდო მიიღო
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 20 სექტემბრის 17:00 საათისთვის
ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება
ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პროცესი მარტივდება და პროექტი ოქტომბერში ამოქმედდება
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 19 სექტემბრის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ოპერირება I ფაზის განმავლობაში
თბილისში, შემოსავლების სამსახურთან, სატვირთო ავტომობილის 300 მძღოლი საპროტესტო აქციას აწყობს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 17 სექტემბრის 17:00 საათისთვის
Urcu Group-ი საქართველოში ახალ საინვესტიციო კამპანიას იწყებს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები დაიწყო
„ვვარაუდობთ, რომ მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში, თავისუფლად შეგვიძლია ავიდეთ მილიარდი ლარის კანაფის ექსპორტზე“
"დოლარიზაციის შემდგომი შემცირება კაპიტალის ბაზრის და მთლიანობაში საფონდო სეგმენტის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული“ - გიორგი ცუცქირიძე
ექსპერტის აზრით, ლარიზაცია საფონდო სეგმენტის განვითარებაზეა დამოკიდებული
ერთი აშშ დოლარის კურსი 14 სექტემბრის საღამოს მონაცემებით
"აღტაცებულები ვართ საქართველოს ახალი მთავრობის ამბიციური გეგმებით, შექმნან საზღვაო ჰაბი"–მარკ ონილი
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 13 სექტემბრის 17:00 საათისთვის