"წასვლამდე თუ გაგდებამდე, მამისონის უღელტეხილზე მდებარე ხიდის აშენების პროექტი რომ დაამტკიცა კვირიკაშვილმა, იცით რომელი გზაა?"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი წევრი მეგი გოცირიძე ფფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"2008 წლის ომის დროს, თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მამისონის უღელტეხილზე მდებარე ხიდი რომ ააფეთქეს ხომ გახსოვთ , რატომაც ააფეთქეს ისიც ხომ გახსოვთ, საზღვრიდან რუსი სამხედროებისა და მძიმე ტექნიკის გადმოსვლის საფრთხე რომ არსებობდა, ესეც ხომ გახსოვთ?

ჰოდა წასვლამდე თუ გაგდებამდე ცოტა ხნით ადრე 

მამისონის უღელტეხილზე მდებარე ხიდის აშენების პროექტი რომ დაამტკიცა კვირიკაშვილმა , ეს იცით რომელი გზაა?


მშენებლობიდან ეგრევე ნეიტრალური ტერიტორია რომ იწყება , ხიდის აფეთქების და გზის ამორტიზების შემდეგ ტერიტორია თითქმის გაუვალი რომ გახდა....

ამ გზას ოსეთის სამხედრო გზას რომ უწოდებდნენ და მას როკის გვირაბის ალტერნატივადაც რომ მიიჩნევენ, ეს ის გზაა ...

აქვე მინდა გითხრათ, რომ სანამ მოღალატეობრივ პროექტს 

დაამტკიცებდნენ, იქამდე დაიწყეს გზის აღდგენა , სადაც უკვე ინტენსიური მშენებლობა მიმდინარეობდა!

საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა სრულ პანიკაში იყო, რა თქმა უნდა სრულიად ბუნებრივი იყო მათი შიშები , რომ საქართველოს მხრიდან გზის გახსნის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას უპრობლემოდ შეძლებს და რაღა თქმა უნდა მათ შორის მძიმე ტექნიკის გადმოყვანასაც!


ეშინიათ იმიტომაც, რომ საქართველოს ჰყავს კოლაბორაციონისტი ხელისუფლება და დღეს არსებულ 

მცოცავი ანექსიის პირობებში , რუსეთისთვის ახალი გზის გახსნა მათ ტერიტორიების მიტაცებაში კიდევ უფრო დაეხმარება...

---------


არ მისცეთ ხმა ოკუპანტის მიერ დასმულ კოლაბორაციონისტ 

ხელისუფლებას , მის მიერვე შემოგდებულ საპრეზიდენტო კანდიდატს , რომელიც საქართველოს მხარეს ადანაშაულებს ომის დაწყებაში და მიხეილ სააკაშვილის ჯინაზე ნუ გამოუტანთ საკუთარი შვილების მომავალს განაჩენს, თორემ ისტორია არ გაპატიებთ სამშობლოს წინაშე ჩადენილ ღალატს!" – წერს მეგი გოცირიძე.





მსგავსი სიახლეები
"ისეთ მძიმე მდგომარეობაში ვართ, რომ არჩეული პრეზიდენტი, ე.ი. ქალბატონი სალომე კი არა, თვით დავით აღმაშენებელი ვერ გაგვაერთიანებდა"
"სანიკიძის არეულ-დარეულს რას უზამთ?! დაამთავრეთ ეს მარაზმი და განუკითხაობა!" - ზაზა სიამაშვილი
"საქართველოში საგრძნობლად გაუარესდება დემოგრაფიული სიტუაცია და ეთნიკურად ქართველები აღარ ვიქნებით უმრავლესობაში"
"ან კანონი წაიკითხეთ, ან წიგნი, ან ტელევიზორს უყურეთ საპარლამენტო რესპუბლიკებში მინისტრები პარლამენტში რომ ცხოვრობენ ფაქტიურად"
“პირველივე ტურში, სალომეს გამარჯვებას აწვებიან, შედეგი - ხალხი გადაყლაპავს ამ ჯერზეც”
"სალომეს ხსენებისას დიბოღმეთ და ღვარძლიანად ჭამეთ წიწაკა, ბლომად და ცხარე, ცრემლებს ნუ დაღვრით"
"ივანიშვილის ვირეშმაკობა და ჩვენი პასუხი" - მიხეილ სააკაშვილი
"ცერემონიალის მთავარი ატრიბუტი" - „ქართული ოცნების“ ლოგოიანი ტორტი ჩხოროწყუს ბაღში
"ღორის ბოლო – სამზარეულოს დანაა" - ცოტნე გამსახურდია
"მართლმადიდებელ ეკლესიას მოგმართავთ, დაალაგეთ შიგნით ურთიერთობა..."
"მხოლოდ მიშას ჯინაზე და კრემლის სასრგებლოდ როგორ უნდა შემოხაზო წყეული 41 და დაასამარო ქვეყნის მომავალი"
"დიდი ბოდიში პატრიარქთან, მაგრამ ეკლესია ყოველთვის პოლიტიკურად ნეიტრალური რანაირად იყო?" - ნიკა გვარამია
"ივანე მაჭავარიანი ბოლო დროს ერთობ "კეთილ" და "მოამაგე" მინისტრად გადაიქცა" - სიმონ კილაძე
"სალომე ზურაბიშვილი უკვე საფრთხეს უქმნის გენდერული თანასწორობის ფუნდამენტალურ პრინციპს"
"ხუხაშვილსა და მოროშკინას თუ აქვთ აზრის გამოხატვის თავისუფლება ამა თუ იმ კანდიდატზე, სასულიერო პირებმა რა დააშავეს?"
"შვილების გახრწნა-განარკომანებას გვაყურებინებენ, ერი საკუთარი სახელმწიფოს განადგურებაზე აღარ რეაგირებს"
"კანაფის კულტივაციის თემა ცდება პოლიტიკის ფარგლებს და შესაბამისად, ეკლესიას არა თუ აზრის გამოთქმის უფლება ჰქონდა, არამედ ვალდებულიც იყო"
"რუსული თვითმფრინავი რუსული რაკეტით იქნა ჩამოგდებული, როგორ "ჩაყლაპავენ" ამ ინციდენტს"
"ნაადრევია "მამულიშვილების" სიხარული იმის თაობაზედ, რომ ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" დაიშლება"
"ცოდვილი კი არა, ნაციონალი ყოფილხარ შენი დედაც!.."