"საქართველომ ევროპისადმი ნდობა რომ არ დაკარგოს, ევროკავშირი თანმიმდევრულად უნდა გმობდეს რუსეთის აგრესიულ მოქმედებას"

ევროკავშირი მუდმივად უნდა გმობდეს რუსეთის აგრესიულ მოქმედებას სამხრეთ კავკასიაში და მას შესაბამის სანქციებს უწესებდეს, - წერს თავის სტატიაში გერმანიის მხარის ქვემო საქსონიის ექს-პრემიერ-მინისტრი, ამჟამად კი ევროპარლამენტის დეპუტატი დევიდ მაკალისტერი. 


„ჩვენ ამ დღეებში რუსეთსა და საქართველოს შორის ათი წლის წინ მომხდარ ომს ვიხსენებთ. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან შედარებით საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის ფაქტი ნაკლებად ფიგურირებდა ბოლო წლების პოლიტიკურ დისკუსიებში. ძალიან ხშირად მხედველობიდან იკარგებოდა ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 10 წლის წინათ რუსეთის მიერ იქნა ოკუპირებული, დღეს კი არაა გამორიცხული, რომ მოსკოვის მიერ ორივეს თანდათანობით ანექსია მოხდეს“, - აღნიშნავს ავტორი.



ევროპარლამენტის დეპუტატი გმობს რუსეთის მოქმედებას, რომელმაც ამ დღეებში თვითგამოცხადებულ, საერთაშორისო თანამეგობრობისაგან არაღიარებული რესპუბლიკების - აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე სამხედრო წრთვნები ჩაატარა. მისივე აზრით, ევრროკავშირის მუდმივი ყურადღების ქვეშ უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობაც.. 



„მოსკოვმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან 2014 და 2015 წლებში საერთაშორისო სამართლის ნორმების საწინააღმდეგო ხელშეკრულებები გააფორმა ე.წ. „სტრატეგიული პარტნიორობის“ თაობაზე, რომელთა საფუძველზე აფხაზური და ოსური შეიარაღებული ქვედანაყოფები სულ უფრო აქტიურად ინტეგრირდება რუსეთის ფედერაციის სამხედრო სტრუქტურებში“, - ნათქვამია სტატიაში.



„ამგვარი სიტუაცია სრულიად მიუღებელია. ევროპამ ერთმნიშვნელოვანი რეაგირება უნდა მოახდინოს - კრემლს თავისი მკაცრი პოზიცია უნდა აჩვენოს და დაამტკიცოს, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანას ერთიანი ფასეულობები და მიდგომები აქვს. ჩვენ რუსეთისაგან მოვითხოვთ გაიყვანოს თავისი სამხედრო მოსამსახურეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შეწყვიტონ ქმედებები, რომლებიც [საქართველოს საყოველთაოდ] აღიარებული საზღვრების შეცვლისაკენაა მიმართული“, - წერს დევიდ მაკალისტერი.



მართალია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) დახმარებით, განვლილი 10 წლის მანძილზე რუსეთსა და საქართველოს შორის ღია კონფრონტაცია თავიდან იქნა აცილებული, მაგრამ ამასთან ერთად, სამწუხაროდ, „კონფლიქტის საბოლოო მოგვარებამ გაურკვეველი ვადით გადაიწია. ჟენევის მოლაპარაკებებს, რომლებიც ევროკავშირის, ნატოსა და ეუთოს მონაწილეობით ტარდება, რაიმე მნიშვნელოვანი შედეგები არ მოაქვს. რუსეთის მიერ ჩადენილი ყოველი პროვოკაცია ნეგატიურად მოქმედებს საქართველოზე: მცირდება თბილისის მზადყოფნა მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე და იზრდება დაძაბულობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართული უმცირესობის მიმართ.



ათი წლის წინათ რუსეთსა და საქართველოს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ძალისხმევით მოხერხდა. იქნებ მსგავსი ახალი ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტის წინაშე დღესაც დაგვეყენებინა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალადობის ფაქტები აღიკვეთოს?’, - აღნიშნავს ავტორი და იქვე შენიშნავს, რომ იმედისმომცემია საქართველოს მთავრობის პროექტი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული, ხელს უწყობს ქვეყნის გამთლიანებას. ავტორის აზრით, საჭიროა აგრეთვე ჟენევის მოლაპარაკებების გააქტიურება და მეტი ძალისხმევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩარჩოებში.





მსგავსი სიახლეები
„იხმაურებენ და დაწყნარდებიან“-რა ულტიმატუმებიც არ უნდა წამოაყენოს ოპოზიციამ საქართველოში, შედეგი მოსალოდნელი არაა
სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა იოლი არ იქნება - ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირებაა
"ნაცმოძრაობა" რევოლუციისთვის ნიადაგს სინჯავს, "ევროპული საქართველო" და "რესპუბლიკელები" ჭოჭმანობენ
მეორე ტურის ბედს "გამოვარდნილი" კანდიდატების მომხრეები გადაწყვეტენ - ვინ ვის მხარეზეა
არჩევნებამდე 1 კვირით ადრე საპრეზიდენტო კანდიდატთა ახალი გზავნილები ამომრჩეველს
მძაფრი კრიზისი ვენესუელაში: მოსკოვი და პეკინი ლოდინის რეჟიმში არიან, კარაკასში კი, რუსეთის საელჩოსთან ერთად, აფხაზეთის საელჩოც მოქმედებს
"ნატოს წევრობა საქართველოსთვის მაინცდამაინც აუცილებელი არ არის“ - ინტერვიუ თომას დე ვაალთან
"ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა გასცა"- The Washington Post
"საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორც გერმანია" - გერმანული გამოცემა "შპიგელი"
"სალომე ზურაბიშვილი რუსეთში საქართველოდან ბაზების გაყვანასთან ასოცირდება, „ქართული ოცნება“ კი შეიძლება რუსეთის მტერი არ არის, მაგრამ არც მეგობარია"
"სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში სავარაუდოდ ბევრის გაკეთებას შეძლებს"
“ეგზიტპოლებს მხოლოდ “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აწყობენ
"პუტინის მზარეული" - ვინ არის კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი, რომლის "შავ საქმეებზე" მისი ხელქვეითი ალაპარაკდა
წულუკიანი გიგაურის წინააღმდეგ
“არჩევნების შემდეგ ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება” - დავით ჭიჭინაძე
აღმოჩნდება თუ არა საქართველოს ეკლესია რუსულ ბანაკში
აღმოჩნდება თუ არა საქართველოს ეკლესია რუსულ ბანაკში
საქართველო - ევროპა აზიაში - ქართულმა კულტურამ ჯებირი გაარღვია...
"მიმინო, ყველაფრის მიუხედავად რუსეთში ძალიან უყვარხართ და გაფასებენ"
“ივანიშვილი ცაიტნოტშია - უმოქმედობა ძალიან ძვირად დაუჯდება!”- გია ხუხაშვილი