2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შრომის ანაზღაურებაზე 4 622 445 ლარი დაიხარჯა

2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შრომის ანაზღაურებაზე 4,622,445 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ადმინისტრაციის დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობა 140 იყო, თუმცა ფაქტობრივად ადმინისტრაციაში 120 ადამიანი იყო დასაქმებული. გასულ წელს ადმინისტრაციაში დასაქმებულთა თანამდებობრივმა სარგომ 2,649,852 ლარი; დანამატმა - 1,067,922 ლარი; პრემიამ კი - 904,671 ლარი შეადგინა. 



როგორც აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, 2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას ვერ უზრუნველყოფდა, ვინაიდან ბრძანებებში დანამატის გაცემის მიზანშეწონილობა სათანადოდ დასაბუთებული არ იყო.


„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, დანამატის გაცემისას, უნდა დასაბუთდეს თითოეული მოხელის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ან განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ განხორციელებულა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ,,დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით“, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის წინასწარ დანიშნულია ყოველთვიური დანამატები (სულ 2017 წელს გაცემულია 1,067,922 ლარის დანამატი), რაც თავის შინაარსიდან გამომდინარე, ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ხასიათს უფრო ატარებდა, ვიდრე დანამატის. 

შედეგად, 2017 წელს დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფდა შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებებში არ იყო სათანადოდ დასაბუთებული დანამატის გაცემის მიზანშეწონილობა,“- აღნიშნულია ანგარიში.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
"აღნიშნული დადებითად აისახება ბანკის გამჭვირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან"- ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკის“ გადაწყვეტილებაზე
„თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს მამუკა ხაზარაძის გარდა ბადრი ჯაფარიძეც ტოვებს
"მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან" - მამუკა ხაზარაძე
„ფერმერი, რომელიც მთელი დღე ტვ-ში ზის, მალე ექსპერტად და ცოტა ხანში, დიდ პოლიტიკოსად მოგვევლინება“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 20 თებერვლის 17:00 საათისთვის
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით რეგიონებში ფასდაკლების კვირეული იწყება
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ დაგვანახა, რომ სოფელმა უკეთ იცის რა უნდა"
„ეროვნული ბანკი ან იმდენად უსუსური და არაკვალიფიურია, რომ არ შეუძლია არსებულ პრობლემებთან გამკლავება, ან თავად არის ამ კორუფციული სქემების სათავეებთან“
"გამოვრიცხავ, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ანაკლიის პროექტს უკავშირდებოდეს"
„მაგთიკომის“ აბონენტებისთვის დღეიდან ნომრის მომსახურების საფასური ამოქმედდა
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობას მიმართავს, „შეწყვიტოს „თიბისი ბანკსა“ და მის დამფუძნებლებზე თავდასხმები“
თი ბი სი ბანკი და კომერციული ბანკების დაჯარიმებების საერთაშორისო პრაქტიკა - რეზონანსული საქმეები
„გვინდა, რომ ამ ზონაში იყოს ლონდონის არბიტრაჟის ანალოგი - პირველ ეტაპზე არ გამოვრიცხავთ, წამყვანი იურისტები ჩამოვიყვანოთ მოსამართლეებად“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 თებერვლის 17:00 საათისთვის
„ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება არის ის, რომ ქვეყანაში არ არის საკმარისი კვალიფიციური მუშახელი"
"დავათვალიერე საწარმო, რომლის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ საქართველო კონკურენტუნარიანია სხვა ქვეყნებთან შედარებით"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 თებერვლის 17:00 საათისთვის
„ეს იყო გამიზნული ნაბიჯი, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და განსაკუთრებით, ის ღარიბი შრეები, რომელთაც არ შეუძლიათ, კრედიტები გაისტუმრონ.