„თავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო“

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრების სკანდალურ ფოტოს დიდი გამოხმაურება და საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. ნაკრების მწვრთნელ გიორგი იანტბელიძეს და მოჭიდავეებს, მათ შორის ზურაბ იაკობიშვილს და გენო პეტრიაშვილს რუსეთის დროშის ფერებში გაფორმებული მაისურები აცვიათ. ამასთან, მაისურზე დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატისა და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ძამბოლატ თედეევის სახეა დაბეჭდილი. ამ ფაქტს საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში თავისი პოზიცია დააფიქსირა.

 

გიორგი იანტბელიძე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი:


"მოგესალმებით ყველას. დიდი გულისტკივილით მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს. აღნიშნული ფოტო გადაღებულია დაღესტანში, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ორგანიზატორებმა გვთხოვეს ჩემპიონატის მაისურის ჩაცმა, რომელზეც გამოსახული იყო ჯაბო თედეევი. ეს მაისურები არის სუვენირი, რომელიც ყველა დიდი საერთაშორისო ტურნირის ატრიბუტია. მსგავსი მაისურები იყო თბილისში კარტოზია-ბალავაძის ტურნირზე და რუსეთის ნაკრების თითქმის ყველა წევრი დადიოდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მაისურით. ეს პოლიტიკასთან არ არის არანაირ კავშირში. ძამბოლატ თედეევი ჩვენი მეგობარია. ის ყოველთვის და ყველგან ცდილობს, გვიქომაგოს და თუკი რაიმე პრობლემა დგება, ყოველთვის ცდილობს, იყოს ჩვენი ბიჭების მხარდამჭერი. მაგრამ სამწუხაროა ფაქტი ისაა, რომ ეს დაკავშირებულია პოლიტიკასთან. მითუმეტეს ჩვენს მოუშუშებელ ტკივილთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამაჩაბლოსთან.

 

მერწმუნეთ, ეს ყველაფერი არის დაუფიქრებლობის შედეგი და არა მიზანმიმართული ქმედება. ჩვენ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ყოველთვის ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას - ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი ომის 10 წლისთავზე. მაშინ როცა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი, თქვენი თავისუფლებისთვის დაღუპული მებრძოლებისადმი. თავის მართლებას არ ვაპირებთ. ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო. მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს!"





მსგავსი სიახლეები
„ეს იყო, ჯანსაღი შეხვედრა ქვეყნისთვის“ - მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა?
ბერა ივანიშვილი ინსტაგრამზე პარიზულ ფოტოებს აქვეყნებს
„ვაშლიჯვარში მცხოვრებ ირანელებს 112-ში დაურეკავთ, ზარების ხმა გვაწუხებს და ხმა ჩააწყვეტინეთო, მოვიდა პატრული და იმ დღის მერე ზარები აღარ რეკავენ“
ცნობილი რუსი მო­დე­ლი ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ისვენებს
სად დაიკარგა ზვიად კუპრავა და რატომ ცემეს ზაზა სარალიძის მეგობრებმა ყოფილი თანამოაზრე
„სახლის კარი არ ჩაგვიკეტავს, მხოლოდ მოვხურეთ, იქნებ რომელიმე ქართველს დამალვა დასჭირდეს და ღია დახვდება-მეთქი - ცოტა ხანს მაინც შეაფარებდნენ თავს, აფხაზის ოჯახში არავინ შევარდებოდა“
რუსთავში მესამე სართულის ფანჯრიდან ერთი წლის გოგონა გადმოვარდა, რომელიც თბილისის ბავშვთა საავადმყოფოში გადმოიყვანეს
"ჩემი მაინც არ გრცხვენიათ? ადამიანები არ ხართ? ბავშვის ძვლებზე სათამაშოდ მოვიდნენ და პანკისობის გამართვა უნდათ"
თბილისში „ღამის ავტობუსის“ მარშრუტი ამოქმედდა
კალაძეების დიდი ოჯახი თბილისის ქუჩებში
სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ
ქალებს, რომლებიც ავტობუსის მძღოლის ვაკანსიით არიან დაინტერესებულნი, ავტოსკოლაში უფასოდ გადაამზადებენ
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
"მინდა პასუხი გავცე ახალ ჭორებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით..." - პაატა იმნაძე
23 სექტემბერს კოჯორი-კიკეთის გზაზე N106 ავტობუსი მცირედი შეფერხებით იმოძრავებს
საპარლამენტო ქალაქი ქუთაისი აღარ იქნება?
21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს
„ღამის ავტობუსი“ - 21 სექტემბრიდან ყოველ პარასკევსა და შაბათს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ ავტობუსი იმოძრავებს
„ყველაზე ძალიან როცა გიჭირს და უკანასკნელ თავშესაფარად ეკლესია და მოძღვარი გახსენდებათ, მაშინ აღარ გახსენდებათ ხომ ეკლესიის "სიბნელეები"... ან ბავშვს რომ ანათლინებთ "ბნელებს", ან "ჯვარს იწერთ", ან მიცვალებულს აპატიოსნებეთ?“
"წავალ, მივიღებ ამერიკის მოქალაქეობას და ძალიან მალე გავხდები ამერიკის სენატორი" - გიორგი შენგელაია