კიბოს რისკის შემცველი სახიფათო მედიკამენტები საქართველოს სააფთიაქო ქსელებში და საშიში წამლების სია

კიბოს რისკის შემცველი სახიფათო მედიკამენტები საქართველოს სააფთიაქო ქსელებში – ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე შეუჩერა რეგისტრაცია ათზე მეტ პრეპარატს, რომელთა მოხმარებამ შესაძლოა სასიკვდილო დაავადება გამოიწვიოს. წამლების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და მათი უმრავლესობა ყველაზე მოთხოვნადი -კარდიოლოგიური მედიკამენტია. ირკვევა, რომ აკრძალვის მიუხედავად, თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელში წამლები, რომლებმაც ჯანმრთელობას შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს, უპრობლემოდ იყიდება.

 

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ დამდგარა იმის საჭიროება, რომ კონკრეტული მწარმოებელი კომპანიები შემოწმდნენ. მათი განმარტებით, წამლების ამოღებას შესაბამის პროცედურები და დრო სჭირდება. რაც შეეხება კონკრეტულ მედიკამენტებს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში განმარტავენ, ნივთიერება “ვალსარტანს” ჩინური კომპანია ამზადებს, რომელმაც 2012 წელს წარმოების სქემა შეცვალა და შემდგომ, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ “ვალსარტანსში”, რომელსაც ეს კომპანია აწარმოებს, არის ტოქსიკური მინარევები, რომელიც კიბოს გამოწვევის რისკის შემცველია.

 

სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების შესაბამისად, საქართველოში უნდა შეწყდეს ყველა იმ კომპანიის მიერ წარმოებული წამლის იმპორტი და გაყიდვა, რომელსაც ნივთიერება “ვალსარტანს” აწვდის ჩინური კომპანია. „ეს პროდუქტები ამოვა უწყებრივი რეესტრიდან, გადაინაცვლებს დროებით გაუქმებულებში, ანუ ბაზარზე დაშვების უფლების არ მქონედ ჩაითვლება. ყველა იმ სუბიექტს, რომელსაც აქვს ამ საბითუმო რეალიზაციის უფლება, დაეგზავნათ წერილი, რომ დაუყოვნებლივ გამოითხოვონ ბაზრიდან აღნიშნული პროდუქტები. ასევე, საბაჟოს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ფაქტიურად, ეს პროდუქტები, ფაქტიურად, ვეღარ შემოვა,“ – აღნიშნა რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა, ნაილი შენგელიძემ.

 

იმის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ ბრძანება გამოსცა, თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელში შესაძლებელი იყო იმ პრეპარატების ყიდვა, რომელიც შეიცავს ნივთიერება ვალსარტანს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.

მედიკამენტების სიას, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საფრთხეს შემცველია.

Valsar-Denk (40მგ; 80მგ; 160მგ; 320მგ)

CoValsar-Denk (80/12,5; 160/12,5; 320/12,5)

CARDOPAN-SANOVEL (80მგ; 160მგ; 320მგ)

CARDOPAN-SANOVEL PLUS (80/12,5; 160/12,5; 320/12,5)

Valz (40მგ; 80მგ; 160მგ)

Valz H (80მგ; 160მგ)

NORTIVAN® (80მგ; 160მგ)

Cardofix-Sanovel (5მგ/160მგ; 10მგ/160მგ)

Cardofix-Sanovel Plus (5მგ/160მგ/12,5მგ; 5მგ/160მგ/25მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/25მგ)

Amva Denk (5მგ/80მგ; 5მგ/160მგ; 10მგ/160მგ)

Amva + HCTDenk (mite 5მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ

forte 10მგ/160მგ/25მგ).





მსგავსი სიახლეები
„ეს იყო, ჯანსაღი შეხვედრა ქვეყნისთვის“ - მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა?
ბერა ივანიშვილი ინსტაგრამზე პარიზულ ფოტოებს აქვეყნებს
„ვაშლიჯვარში მცხოვრებ ირანელებს 112-ში დაურეკავთ, ზარების ხმა გვაწუხებს და ხმა ჩააწყვეტინეთო, მოვიდა პატრული და იმ დღის მერე ზარები აღარ რეკავენ“
ცნობილი რუსი მო­დე­ლი ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ისვენებს
სად დაიკარგა ზვიად კუპრავა და რატომ ცემეს ზაზა სარალიძის მეგობრებმა ყოფილი თანამოაზრე
„სახლის კარი არ ჩაგვიკეტავს, მხოლოდ მოვხურეთ, იქნებ რომელიმე ქართველს დამალვა დასჭირდეს და ღია დახვდება-მეთქი - ცოტა ხანს მაინც შეაფარებდნენ თავს, აფხაზის ოჯახში არავინ შევარდებოდა“
რუსთავში მესამე სართულის ფანჯრიდან ერთი წლის გოგონა გადმოვარდა, რომელიც თბილისის ბავშვთა საავადმყოფოში გადმოიყვანეს
"ჩემი მაინც არ გრცხვენიათ? ადამიანები არ ხართ? ბავშვის ძვლებზე სათამაშოდ მოვიდნენ და პანკისობის გამართვა უნდათ"
თბილისში „ღამის ავტობუსის“ მარშრუტი ამოქმედდა
კალაძეების დიდი ოჯახი თბილისის ქუჩებში
სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ
ქალებს, რომლებიც ავტობუსის მძღოლის ვაკანსიით არიან დაინტერესებულნი, ავტოსკოლაში უფასოდ გადაამზადებენ
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
"მინდა პასუხი გავცე ახალ ჭორებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით..." - პაატა იმნაძე
23 სექტემბერს კოჯორი-კიკეთის გზაზე N106 ავტობუსი მცირედი შეფერხებით იმოძრავებს
საპარლამენტო ქალაქი ქუთაისი აღარ იქნება?
21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს
„ღამის ავტობუსი“ - 21 სექტემბრიდან ყოველ პარასკევსა და შაბათს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ ავტობუსი იმოძრავებს
„ყველაზე ძალიან როცა გიჭირს და უკანასკნელ თავშესაფარად ეკლესია და მოძღვარი გახსენდებათ, მაშინ აღარ გახსენდებათ ხომ ეკლესიის "სიბნელეები"... ან ბავშვს რომ ანათლინებთ "ბნელებს", ან "ჯვარს იწერთ", ან მიცვალებულს აპატიოსნებეთ?“
"წავალ, მივიღებ ამერიკის მოქალაქეობას და ძალიან მალე გავხდები ამერიკის სენატორი" - გიორგი შენგელაია