18 წლის მათე კვარაცხელიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა: „უბრალოდ, დამმარხეთ და მეტი არაფერი. სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არ მჯერა“

18 წლის მათე კვარაცხელიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მანამდე კი სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, სადაც ამბობს, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არ ჯერა. როგორც მეგობრები იხსენებენ, მატე კვარაცხელია ღრმადმორწმუნე ახალგაზრდა იყო და სტიქაროსანიც:

 

"მე რომ მოვკვდე, ქვეყანა არ დაიქცევა, საერთოდაც, არაფერი შეიცვლება, პატარა ტირილი, ერთი-ორი ცრემლი და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება. ყველას სიკვდილი ამას იწვევს, არავინ არავის გადაყვება თან და ეს არცაა საჭირო, მაგრამ როცა საკუთარ სიკვდილზე ფიქრობ, უფრო ეგოისტურად უყურებ, ალბათ… კარგი იქნებოდა, ადამიანი მართლა ისე ცხოვრობდეს თითქოს ეს მისი უკანასკნელი დღე იყოს, თუმცა ადამიანებს არ გვინდა სიკვდილზე ფიქრი და უაზროდ ვფლანგავთ დღეებს, ალბათ, ამას მაშინ მივხვდებით, როცა დავბერდებით და ძალიან ვინანებთ.

რამდენი ადამიანი დარჩება, ვისაც ის არ ვუთხარი, რაც უნდა მეთქვა, რამდენი შეცდომა გამოსასწორებელი, რამდენი გაცრუებული იმედი და რამდენი სისულელე ჩემ მიერ ჩადენილი აღარასდროს შეიცვლება… ისე, რა საჭიროა ამდენი ფიქრი, ადექი და უთხარი ყველას რისი თქმაც გინდა, გამოასწორე შეცდომები, მაგრამ ჩვენ ხომ ყველაზე მეტად იმის გაკეთების გვეშინია, რაც ტკივილს მოგვაყნებს…

სოციუმს ყოველთვის ისე აღვიქვამდი, როგორც უწესრიგოდ მოფუსფუსე ჭიანჭველებს… ადამაინები მუდან დადგენილ სქემებს მიყვებიან: იზრდებიან, ჯერ ბაღში მიდიან, მერე სკოლაში, მერე უნივერსიტეტში აბარებენ, მუშაობას იწყებენ, თხოვდებიან-ქორწინდებიან, აჩენენ შვილებს, ზრდიან მათ, მერე შვილიშვილებზე ზრუნავენ და ბოლოს კვდებიან. შესაძლოა, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ მე მეშინია დადგენილი სქემით ცხოვრების. ალბათ ბედნიერება სწორედ ეს არის და მე ამას ვერ ვიაზრებ, არ ვიცი… ყველაზე მეტად კი იმაზე ფიქრი მაშინებს, რომ მეც ამ მოფუსფუსე ჭიანჭველებიდან ერთ-ერთი ვარ და ვერასდროს ვიქნები სოციუმისგან განსხვავებული…

მე თუ მოვკვდები, არ მინდა ჩემს საფლავზე დადგან რამე მარმარილოს მსგავსი, საერთოდ არაფერი მინდა საფლავზე! მე თუ მოვკვდები არ გამართონ უაზრი ქელეხი, სმა-ჭამა და ყოველივე მარაზმული, რაც ხდება ადამიანის სიკვდილის შემდეგ, არ იდგეს სადარბაზოსთან რიგები, არ იდოს ჩემი კუბო შუა ოთახში და არ ისხდნენ ჭირისუფლები ჩემ გარშემო სკამებზე, ამას კატეგორიულად მოვითხოვ. უბრალოდ, დამმარხეთ და მეტი არაფერი. სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არ მჯერა, მაგრამ რისი მჯერა ისიც არ ვიცი, იმისიც ნამდვილად არ მჯერა, რომ უბრალოდ მიწად ვიქცევი და მეტი არაფერი, უცნაურია…

ხანდახან მაგარი ბიჭის როლს ვთამაშობ, მაგრამ ეს ასე არ არის, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც ყველა უყვარს და სულ უნდა კარგი აკეთოს, მაგრამ, უმეტეს შემთხვევებში, არ გამოსდის ?"





მსგავსი სიახლეები
„ეს იყო, ჯანსაღი შეხვედრა ქვეყნისთვის“ - მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა?
ბერა ივანიშვილი ინსტაგრამზე პარიზულ ფოტოებს აქვეყნებს
„ვაშლიჯვარში მცხოვრებ ირანელებს 112-ში დაურეკავთ, ზარების ხმა გვაწუხებს და ხმა ჩააწყვეტინეთო, მოვიდა პატრული და იმ დღის მერე ზარები აღარ რეკავენ“
ცნობილი რუსი მო­დე­ლი ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ისვენებს
სად დაიკარგა ზვიად კუპრავა და რატომ ცემეს ზაზა სარალიძის მეგობრებმა ყოფილი თანამოაზრე
„სახლის კარი არ ჩაგვიკეტავს, მხოლოდ მოვხურეთ, იქნებ რომელიმე ქართველს დამალვა დასჭირდეს და ღია დახვდება-მეთქი - ცოტა ხანს მაინც შეაფარებდნენ თავს, აფხაზის ოჯახში არავინ შევარდებოდა“
რუსთავში მესამე სართულის ფანჯრიდან ერთი წლის გოგონა გადმოვარდა, რომელიც თბილისის ბავშვთა საავადმყოფოში გადმოიყვანეს
"ჩემი მაინც არ გრცხვენიათ? ადამიანები არ ხართ? ბავშვის ძვლებზე სათამაშოდ მოვიდნენ და პანკისობის გამართვა უნდათ"
თბილისში „ღამის ავტობუსის“ მარშრუტი ამოქმედდა
კალაძეების დიდი ოჯახი თბილისის ქუჩებში
სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ
ქალებს, რომლებიც ავტობუსის მძღოლის ვაკანსიით არიან დაინტერესებულნი, ავტოსკოლაში უფასოდ გადაამზადებენ
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
"მინდა პასუხი გავცე ახალ ჭორებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით..." - პაატა იმნაძე
23 სექტემბერს კოჯორი-კიკეთის გზაზე N106 ავტობუსი მცირედი შეფერხებით იმოძრავებს
საპარლამენტო ქალაქი ქუთაისი აღარ იქნება?
21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს
„ღამის ავტობუსი“ - 21 სექტემბრიდან ყოველ პარასკევსა და შაბათს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ ავტობუსი იმოძრავებს
„ყველაზე ძალიან როცა გიჭირს და უკანასკნელ თავშესაფარად ეკლესია და მოძღვარი გახსენდებათ, მაშინ აღარ გახსენდებათ ხომ ეკლესიის "სიბნელეები"... ან ბავშვს რომ ანათლინებთ "ბნელებს", ან "ჯვარს იწერთ", ან მიცვალებულს აპატიოსნებეთ?“
"წავალ, მივიღებ ამერიკის მოქალაქეობას და ძალიან მალე გავხდები ამერიკის სენატორი" - გიორგი შენგელაია